დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 18.02.2019
საქმის ნომერი
ბს-182(ს-19)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-182(ს-19)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-182 (ს-19) 18 თებერვალი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შევამოწმე ი. ა-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2018წ. დადგენილებაზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 30.10.2018წ. დადგენილებით ი. ა-ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმის გადახდა 750 ლარის ოდენობით. დადგენილება გაასაჩივრა ი. ა-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2018წ. დადგენილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 30.10.2018წ. დადგენილება. ამავე დადგენილებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.

ი. ა-მა დადგენილებაზე წარმოადგინა საჩივარი და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით განემარტა გასაჩივრების დაუშვებლობის შესახებ, ითხოვს კანონის ანალოგიით გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭებას და საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვას.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საჩივრის და გასაჩივრებული დადგენილების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 30.10.2018წ. დადგენილებით ი. ა-ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმის გადახდა 750 ლარის ოდენობით. დადგენილება გაასაჩივრა ი. ა-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2018წ. დადგენილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 30.10.2018წ. დადგენილება. ამავე დადგენილებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.

ი. ა-მა დადგენილებაზე წარმოადგინა საჩივარი და აღნიშნა, რომ გასაჩივრების დაუშვებლობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით განმარტების მიუხედავად მოითხოვს კანონის ანალოგიით გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭებას და საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს კანონის ანალოგიით კანონის გამოყენების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი (მე-7 მუხ.). სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის არარსებობისას სასამართლო, როგორც წესი, კანონის ინტერპრეტაციას, ასევე კანონის ანალოგიას მიმართავს. ვინაიდან სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს ურთიერთობათა ფართო სპექტრი, კანონმდებლობაში შეიძლება არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, მათ შორის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელთა აღმოფხვრა მიიღწევა სამართალშემფარდებლის მიერ კანონის ინტერპრეტაციის, კანონის ან/და სამართლის ანალოგიის გამოყენების გზით. კანონის ანალოგია წარმოადგენს სამართლებრივი ნორმების ფაქტობრივი გარემოებებისადმი მისადაგების, სასამართლოს მიერ გამოყენებად, მნიშვნელოვან მეთოდს, რომელიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, არსებული სამართლებრივი მოწესრიგება გაავრცელოს მსგავს ფაქტობრივ გარემოებაზე და გადაწყვიტოს მის წინაშე არსებული დავა (საკონსტიტუციო სასამართლოს №2/1/598 21.07.2017წ. გადაწყვეტილება). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აწესრიგებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გასაჩივრების წესს და განსაზღვრავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება (276.5 მუხ.), რაც გამორიცხავს კანონის ანალოგიის გამოყენების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დადგენილებით მხარეს მართებულად განემარტა, რომ დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ანალოგიურ საკითხზე საკასაციო სასამართლოს მიღებული აქვს არაერთი განჩინება (სუს განჩინებები 22.04.2016წ. საქმე #ბს-294-292(კ-16), 13.07.2018წ. საქმე #ბს-802(კს-18) და სხვ.).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ა-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2018წ. დადგენილების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ი. ა-ის საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="6zIwqY4W9g7hibKUW6M6M1O6fl51C3PnhCSgmohS";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize