არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 18.03.2019
საქმის ნომერი
ბს-401(ს-19)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-401(ს-19)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე ¹№ბს-401(ს-19) 18 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

თავმჯდომარე ვასილ როინიშვილმა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილით დადგენილი წესითა და მე-16 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განვიხილე მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნ. სანდოძის 2019 წლის 5 მარტის №1ბ/1309-18 განკარგულების თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

2019 წლის 5 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (სხდომის თავმჯდომარე - ნინო სანდოძე, მოსამართლეები: მურმან ისაევი, ნათია ბარბაქაძე) განიხილავდა მსჯავრდებულის - გ. გ-ის სისხლის სამართლის №1ბ/1309-18წ. საქმეს.

მსჯავრდებულ გ. გ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას პროცესის მონაწილე - მსჯავრდებული გ. გ-ე სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვისა და სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განკარგულება მიღებულ იქნა 2019 წლის 5 მარტს. განკარგულების ასლი იმავე დღეს ჩაბარდა მსჯავრდებულ გ. გ-ეს (ს.ფ. 9).

აღნიშნულ განკარგულებაზე განცხადება (საჩივარი) №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას 2019 წლის 6 მარტს ჩააბარა მსჯავრდებულმა გ. გ-ემ (განცხადების ადრესატად მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე). საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 5 მარტს სასამართლო სხდომაზე მოითხოვა მისი საქმის განმხილველი სასამართლო კოლეგიის აცილება იმის გამო, რომ არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა ორი მოწმის მეორედ დაკითხვისა და წინა სხდომების ვიდეოჩანაწერების ჩვენების შესახებ. განცხადებაში აღნიშნული გარემოებების გამო მსჯავრდებული აღარ ენდობა სასამართლოს შემადგენლობას, ითხოვს მისი საქმე განიხილოს მოსამართლეთა სხვა კოლეგიამ და ნება დართონ დაესწროს მისი საქმის განსახილველად ჩანიშნულ პროცესს.

მსჯავრდებული გ. გ-ის განცხადების გაგზავნის შესახებ №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2019 წლის 6 მარტის მიმართვაზე დასმული შტამპით დგინდება, რომ განცხადების (საჩივრის) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესვლის თარიღია - 2019 წლის 7 მარტი, 13:40 სთ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 2019 წლის 15 მარტის №ვს/28-19 მიმართვის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ის განცხადება გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნ. სანდოძის 2019 წლის 18 მარტის მომართვის საფუძველზე საქმე მსჯავრდებულ გ. გ-ის 2019 წლის 6 მარტის განცხადებასთან (საჩივართან) ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2019 წლის 18 მარტს 14:30 საათზე შემოვიდა.

გავეცანი წარმოდგენილ მასალებს, საჩივარს და მიმაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განკარგულება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XI თავით დადგენილია საპროცესო პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის, ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროცესის მონაწილის ან/და სასამართლო სხდომაზე დამსწრის მიერ სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ზეპირ შენიშვნას აძლევს მას და მოუწოდებს, შეწყვიტოს არასათანადო ქცევა. აღნიშნული მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასამართლო სხდომის თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პირის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ.

საქმის მასალებში წარმოდგენილი 2019 წლის 5 მარტის სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, დგინდება, რომ მსჯავრდებულმა - გ. გ-ემ იშუამდგომლა საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობის აცილების შესახებ, რადგან უნდობლობას უცხადებდა საქმის განმხილველ მოსამართლეებს იმის გამო, რომ არ დაუსაბუთეს რატომ დაურთეს ყალბი მტკიცებულება საქმეს, არ სურთ სიმართლის გაგება, არც აქვთ განხილული საქმე, მოსამართლემ იცრუა და მოატყუა, რაზეც „მელიის კუდივით“ დაემოწმა გვერდით მჯდომი მოსამართლე. სხდომის თავმჯდომარის მიერ არაერთგზის იქნა გაფრთხილებული მსჯავრდებული სხდომაზე წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად სხდომის თავმჯდომარის მითითებებისა, მსჯავრდებული გ. გ-ე კვლავ განაგრძობდა არასათანადო ქცევას, საქმის განმხილველი შემადგენლობისადმი უპატივცემულობის გამომხატველი განცხადების გაკეთებას და აღნიშნავდა, რომ აყენებს აცილების შუამდგომლობას, რადგან „მატყუარა შემადგენლობაა“ (იხ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 12:20:29 სთ-დან 12:28:35 სთ-ის ჩათვლით).

საჩივრის ავტორი - მსჯავრდებული გ. გ-ე ვერ უთითებს გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდნენ 2019 წლის 5 მარტის სხდომის ოქმის ჩანაწერით დადგენილ მის მიერ განხორციელებული არასათანადო ქცევის, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვისა და სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტის არსებობას. შესაბამისად, მოსამართლის გაფრთხილებასა და ზეპირ შენიშვნაზე მსჯავრდებულის დაუმორჩილებლობის გამო სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის მიერ შესრულდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით და 85-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული მოვალეობა - წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ - გ. გ-ის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის - ნ. სანდოძის 2019 წლის 5 მარტის განკარგულება - მსჯავრდებულ გ. გ-ის სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ვიხელმძღვანელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2, მე-6, მე-14 და მე-16 ნაწილებით და

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:

1. მსჯავრდებულ გ. გ-ეს უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნ. სანდოძის 2019 წლის 5 მარტის №1ბ/1309-18 განკარგულება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="BgJyOogTU9Pr6SXWSeZ2m7JILiu5zAVnOF4hUAyV";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize