კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 15-დად 29 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თ. ლ.აშვილი (თავმჯდომარე)
ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა რ. ც-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ც-ის კერძო საკასაციო საჩივარი მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1995წ. 27 სექტემბრის განაჩენით რ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 252-ე მუხლის II ნაწილით და შეეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
მსჯავრდებულ რ. ც-ის სასჯელის მოხდა დაეწყო 1994წ. 19 თებერვლიდან. სასჯელის მოხდის დასასრულია 2006წ. 19 თებერვალი. იგი სასჯელს იხდიდა რუსთავის ¹-- დაწესებულებაში. 2001წ. 29 აპრილს რ. ც-ი გადაყვანილ იქნა გეგუთის ¹-- დაწესებულებაში, სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2003წ. 19 თებერვლისათვის. დღეისათვის რ. ც-ის მოხდილი აქვს 9 წელი, 11 თვე და 10 დღე, მოსახდელად დარჩა 2 წელი და 21 დღე. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია ორჯერ: 2003წ. 4 მარტს დავალების კეთილსინდისიერად შესრულებისა და სანიმუშო ყოფაქცევისათვის გამოეცხადა მადლობა, ხოლო 2003წ. 3 ოქტომბერს შენობის კედლების შეთეთრებაში აქტიური მონაწილეობისათვის ასევე გამოეცხადა მადლობა. მეგობრობს დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებულებთან, აღმზრდელობით ღონისძიებებს ესწრება, მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს პირნათლად და კეთილსინდისიერად.
გეგუთის ¹-- დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ რ. ც-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 25 დეკემბრის დადგენილებით არ დააკმაყოფილა გეგუთის ¹-- დაწესებულების ადმინისტრაციის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ რ. ც-ის უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული რ. ც-ი ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, გამოცხადებული აქვს ორი მადლობა.
პროკურორმა ო. რ-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ას, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მსჯავრდებულ რ. ც-ის მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის სამი მეოთხედი, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად, კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის წახალისებულია სამჯერ, კერძოდ, ორჯერ მას გამოეცხადა მადლობა, ხოლო მესამედ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ იქნა დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე, მეგობრობს დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებულებთან, აღმზრდელობით ღონისძიებებს ესწრება, კონფლიქტურ სიტუაციებში შემჩნეული არ ყოფილა, საქმის მასალების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგინების განხილვისას გეგუთის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა ა. რ-ემ დაახასიათა დადებითად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რ. ც-ის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ რ. ც-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარი ეთქვა, შეიცვალოს რ. ც-ის სასიკეთოდ: რ. ც-ი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლდეს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.