საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 25.01.2005
საქმის ნომერი
2კ-341აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.01.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 341-აპ 25 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 აგვისტოს განაჩენით დ.ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განჩინებით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დ. ბ. 2004წ. 27 აპრილს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ქ. ქუთაისში ... ქუჩაზე, დროებით გამოყენების მიზნით, დაეუფლა დაზარალებულ ო. მ-ს პირადი საკუთრების “ვაზ-21061” მარკის ავტომანქანას. მან ძრავის გამშვები სადენების გადაერთებით აამუშავა ავტომანქანა და გაემართა დ. აღმაშენებლის გამზირისაკენ, სადაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ავტომობილი დაუბრუნდა დაზარალებულ ო. მ-ს.

მსჯავრდებული დ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ითხოვს მსჯავრდებულ დ. ბ-სათვის სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, შეფარდებული სასჯელის ვადის შემცირებას მის პატიმრობაში ყოფნის ვადამდე და პატიმრობიდან განთავისუფლებას. კასატორის განმარტებით, დ.ბ. ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ყველა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და არასრულწლვოვანი შვილი.

პროკურორმა შ. ვ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და კანონიერია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ შ. ვ-ს, ადვოკატ ვ. წ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩიარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, კერძოდ კი იმის გათვალისწინებით, რომ დ. ბ. სამართალწარმოების ყველა სტადიაზე აღიარებდა და ინანიებდა ჩანადენს, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ასევე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულს სამოქალაქო სარჩელი არ გააჩნდა და არ იყო მომხრე მსჯავრდებულის მკაცრად დასჯისა, მას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით შეფარდებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირა 6 თვით და სასჯელის საბოლოო ზომად განუსაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დ. ბ-სათვის სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება და, მიაჩნია, რომ დ. ბ-სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება მის მიერ განხორციელებული ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 აგვისტოს განაჩენი დ. ბ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პიხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ბუსკივაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 აგვისტოს განაჩენი დ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.