შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 22-დად 10 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. Mმ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 იანვრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ¹... დაწესებულების დირექტორის წარდგინება მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 ივლისის განაჩენით გ. Mმ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2002 წლის 6 აგვისტოდან 7 ნოემბრამდე პატიმრობაში გატარებული დრო.
მსჯავრდებული გ. Mმ-ლი სასჯელს იხდის 2003 წლის 19 ივნისიდან.
2004 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹.... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ გ. Mმ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 იანვრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ გ. მიჩიტაშვილს უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.
მსჯავრდებული გ. Mმ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ დანიშნული სასჯელის 1/2 უკვე მოიხადა და დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად.
პროკურორი ო. რ. მხარს არ უჭერს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული გ. Mმ-ი სასჯელს იხდის 2003 წლის 19 ივნისიდან. შეფარდებული სასჯელის 1/2 მოიხადა 2004 წლის 19 დეკემბერს. ამდენად, მას, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 1/2 უკვე მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.
მსჯავრდებულ გ.მიჩიტაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად. კერძოდ, დახასიათებაში მითითებულია, რომ გ. Mმ-ი არის წყნარი ხასიათის, პირადი საქმის მიხედვით, ხასიათდება დადებითად, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, ამჟამად მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარზე მეტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. Mმ-ის გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, რომ იგი პირობით ვადამდე უნდა გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 იანვრის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ გ. Mმ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
მსჯავრდებული გ. Mმ-ი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება შესასრულებლად გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.