შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 15.03.2005
საქმის ნომერი
2კ-23დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 23-დად 15 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ დ. Qქ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 იანვრის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ქ. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1993 წლის 30 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის 1,6,7 ქვეპუნქტებით, 17-157-ე მუხლის II ნაწილით, 152-ე მუხლის II ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სასაჯელის ზომად შეეფარდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მას დანიშნული სასჯელის მოხდა უმთავრდება 2008 წლის 6 მარტს, ხოლო სასჯელის 3/4 ნაწილი მოიხადა 2004 წლის 6 ივნისს.

მსჯავრდებული დ. Qქ. 1999 წლის 27 სექტემბრიდან სასჯელს იხდის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა საკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ იგი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც იშუამდგომლა მსჯავრდებულ დ. Qქ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების თაობაზე.

სასამართლომ განიხილა წარდგინება და, არ დააკმაყოფილა რა იგი, 2004 წლის 14 იანვრის დადგენილებით უარი უთხრა მსჯავრდებულ დ. Qქ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, ყავს ავადმყოფი დედა, ინანიებს დანაშაულს, დგას გამოსწორების გზაზე, დაავადებულია ტუბერკულოზით და, მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებაზე.

პალატის სხდომაზე განხილვისას გამოქვეყნდა კერძო საკასაციო საჩივრის შინაარსი და მოთხოვნა.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-ამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 იანვრის დადგენილება დ. Qქ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ დ. Qქ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულ დ. Qქ-ის თაობაზე შედგენილ დოკუმენტებში (დახასიათება, წარდგინება) მოცემული გარემოებები სავსებით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებისას. მსჯავრდებულმა სასჯელის სამი მეოთხედი, რაც სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების აუცილებელი პირობაა, მოიხადა 2004 წლის 6 ივნისს. მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იგი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე, ამასთანავე დაავადებულია ტუბერკულოზით. ამდენად, მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებაში მითითებულ მოტივებს, კერძოდ, იმას, რომ მას დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი და ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რის გამოც მსჯავრდებულ დ. Qქ-ეს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე, პალატა არ მიიჩნევს ჯეროვან და დასაბუთებულ საფუძვლად.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 იანვრის დადგენილება უნდა გაუქმდეს, ხოლო მსჯავრდებული დ. Qქ. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდეს ვადამდე პირობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. Qქ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 იანვრის დადგენილება ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს და მსჯავრდებული დ. Qქ. გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.