შეიცვალა სასჯელი
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 30-დად 17 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის დადგენილებაზე,აღწერილობითი ნაწილი:
კ. გ. ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 11 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით:
მას დანიშნული სასჯელის მოხდა უმთავრდება 2006 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო სასჯელის 3/4 ნაწილი მოიხადა 2004 წლის 6 აპრილს.
მსჯავრდებული კ. Gგ. 1997 წლის 5 ივლისიდან სასჯელს იხდის რუსთავის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ იგი რეჟიმის დარღვევისათვის დასჯილია ორჯერ, რაც კარგი ყოფაქცევისათვის ვადაზე ადრე მოეხსნა, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლებთან მიმართებაში თავაზიანია, აღმზრდელობით ღონისძიებებზე ახდენს დადებით რეაგირებას, დგას გამოსწორების გზაზე.აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინრე, რუსთავის ¹.... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც იშუამდგომლა მსჯავრდებულ კ. გ-ის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების თაობაზე.
სასამართლომ განიხილა წარდგინება და, არ დააკმაყოფილა რა იგი, 2005 წლის 26 იანვრის დადგენილებით უარი უთხრა მსჯავრდებულ კ. გ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე.
მსჯავრდებულმა კ. გ-მ აღნიშნული სასამართლო დადგენილების თაობაზე კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ამ დადგენილების გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას.
პალატის სხდომაზე გამოქვეყნდა კერძო საკასაციო საჩივრის შინაარსი და მოთხოვნა.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის დადგენილება კ. გ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა კ. გ-ს პირადი საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსთავის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულ კ. Gგ-ის თაობაზე შედგენილ დოკუმენტებში (დახასიათება, წარდგინება) მოცემული გარემოებები საცსებით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებისას. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებაში მითითებულ მოტივებს, კერძოდ, იმას, რომ მას დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი 1 წელი 8 თვე და 10 დღე და ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რის გამოც მსჯავრდებულ კ. გ-ეს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე, პალატა არ მიიჩნევს ჯეროვნად და დასაბუთებულად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის დადგენილება უნდა გაუქმდეს, ხოლო მსჯავრდებული კ. გ. სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდეს ვადამდე პირობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის დადგენილება რუსთავის ¹... სასაჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს და მსჯავრდებული კ. გ. გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან ვადამდე პირობით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.