შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 66-დად 29 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა ადვოკატ ც.ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ გ. Nნ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ლანჩხუთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 7 თებერვლის განაჩენით გ. Nნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I და V ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული გ.ნ. სასჯელს იხდის 1994 წლის 29 ივლისიდან.
2005 წლის 7 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ გ.ნ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 თებერვლის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ გ. Nნ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ც.ბ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და მსჯავრდებულ გ.ნაცვალაძის პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის 3/4; ხასიათდება დადებითად; შეეცვალა რეჟიმი; დგას გამოსწორების გზაზე; სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია და 4-ჯერ აქვს მიღებული მადლობა; აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 72-ე მუხლით.
პროკურორი ო.რ-ია მხარს არ უჭერს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული გ. Nგ. სასჯელს იხდის 1994 წლის 29 ივლისიდან. შეფარდებული სასჯელის 3/4 მოიხადა 2005 წლის 29 იანვარს. ამდენად, მას, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 3/4 უკვე მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.
მსჯავრდებულ გ.ნ-ს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად. კერძოდ, დახასიათებაში მითითებულია, რომ გ.ნ. არის მშვიდი ბუნების, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მეგობრობს გამოსწორების გზაზე მდგომ მსჯავრდებულებთან.
ზემოაღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გ.ნ-ეს დანიშნული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი _ 10 წელი და 8 თვე _ მოხდილი აქვს, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, რომ გ. Nნ. პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ ც.ბ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 თებერვლის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ გ. Nნეს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
მსჯავრდებული გ. Nნ-. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება შესასრულებლად გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.