შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 29.03.2005
საქმის ნომერი
2კ-75დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 75-დად 29 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ტ. Lლ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 11 მარტის განაჩენით ტ. Lლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის VI და VIIUპუნქტებით, სსკ-ის 262-ე მუხლის “გ” პუნქტით, სსკ-ის 274-ე მუხლის “ა” პუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული ტ. Lლ. სასჯელს იხდის 1996 წლის 19 ნოემბრიდან.

საქართველოს იუსიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთვის ¹... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ ტ. Lლ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 მარტის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა რუსთავის ¹... დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებულ ტ. Lლ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული ტ. Lლ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ სასჯელის 3/4 მოიხადა 2005 წლის 19 თებერვალს, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ტ. Lლ. დასჯილი არ ყოფილა, დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად.

პროკურორი ო. რ-ია არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 მარტის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული ტ. Lლ. სასჯელს იხდის 1996 წლის 19 ნოემბრიდან. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დღეისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად; სასჯელის მოხდის პერიოდში რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ტ. ლ-ს გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, რომ ტ. ლ. პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ტ. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 მარტის დადგენილება და მსჯავრდებული ტ. ლ. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.