შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 24.05.2005
საქმის ნომერი
2კ-104დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 104-დად 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ თ. Qქ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც იგი არ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.

აღწერილობითი ნაწილი:

ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 10 სექტემბრის განაჩენით თ. Qქ-. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2001 წლის 11 აპრილის განჩინებით ისნის რაიონული სასამართლოს განაჩენი თ. Qქ-ის მიმართ შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედი კოდექსის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “ე” ქვეპუნქტებთან და თ. Qქ-ეს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით.

თ. ქ-ის შეფარდებული სასჯელის მოხდის დასაწყისია 1996 წლის 12 თებერვალი, ხოლო დასასრული _ 2008 წლის 12 თებერვალი. სასჯელის სამი მეოთხედი მან მოიხადა 2005 წლის 12 თებერვალს.

2005 წლის 22 თებერვალს ქ. რუსთავის ¹... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ თ. Qქ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული თ. Qქ. ხასიათდება დადებითად, არის მშვიდი და თავაზიანი, აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებზე რეაგირებს დადებითად, კონფლიქტურ სიტუაციებში შემჩნეული არ ყოფილა, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს. იგი კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის წახალისებულია ორჯერ, კერძოდ: 2000 წლის 29 დეკემბერს გამოეცხადა მადლობა, 2004 წლის 30 ნოემბერს გამოეცხადა მადლობა სანიმუშო ყოფაქცევისათვის. 2004 წლის 22 თებერვალს იგი დაწესებულების დირექტორმა წარადგინა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2005 წლის 15 მარტის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ თ. Qქ-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამასთან, მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული თ. ქQ-ძე ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ თ. ქ-ს ჩადენილი აქვს განსაკუთღებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამასთან, მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მსჯავრდებულ თ. ქ-ს მოხდილი აქვს სასჯელის სამ მეოთხედზე მეტი, კერძოდ კი _ 9 წელი, 3 თვე და 12 დღე. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი წახალისებულია ორჯერ. 2005 წლის 22 თებერვალს დაწესებულების დირექტორმა იგი წარადგინა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე წახალისების მიზნით. ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულების დირექტორი დ. მ., დირექტორის მოადგილე სოციალური სამსახურის დარგში ს. მ., რეაბილიტაციის ინსპექტორი ვ. ჩ., უსაფრთხოების სამსახურის განყოფილების უფროსი ს. ფ., სარეჟიმო განყოფილების უფროსი ო. გ. თ. ქ-ს ახასიათებენ დადებითად. საქმის მასალების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომაზე საპყრობილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თ. ქ-ე ასევე დადებითად დაახასიათა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თ. ქ-ის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის დადგენილება მსჯავრდებულ თ. ქ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

მსჯავრდებული თ. ქ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.