შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 124-დად 4 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ე. პ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ ე. Pპ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ე. Pპ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, 184-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ე. პ. სასჯელს იხდის 2004 წლის 11 მარტიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2006 წლის 11 მარტს.
2005 წლის 13 მარტს გეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ე. Pპ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 22 მარტის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა.
მსჯავრდებული ე. Pპ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
პროკურორი ო. რ. ითხოვს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ სასამართლოს დადგენილება უნდა გაუქმდეს და წარდგინება მსჯავრდებულ ე. პ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ე. პ. სასჯელს იხდის 2004 წლის 11 მარტიდან. მან სასჯელის 1/2 მოიხადა 2005 წლის 11 მარტს.
გეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ე. Pპ-ს დადებითად ახასიათებს. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი დასჯილი არ ყოფილა, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად.
საკასაციო პალატა, მითითებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ე. პP-ს შეფარდებული სასჯელიდან ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს 10 თვე და 28 დღე, დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა, დგას გამოსწორების გზაზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილების გაუქმებასა და ე. პ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილება გაუქმდეს და ე.Pპ-. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.