კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 04.05.2005
საქმის ნომერი
2კ-144დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 144-დად 4 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ დ. Fფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული ლ. Bბ-ი პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 იანვრის განაჩენით ლ. Bბ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის I ნაწილით და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით შეუმცირდა 1 წლამდე.

მსჯავრდებულ ლ. Bბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 30 მაისიდან.

2005 წლის 6 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის ¹... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ ლ. ბ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა გეგუთის ¹.. დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება და მსჯავრდებული ლ. ბ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი დ.ფ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ. ბ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ სასამართლო დადგენილების გაუქმებას და მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივებით, რომ ლ. ბ. ბოლომდე არ არის გამოსწორებული, რის გამოც მისი განთავისუფლება ნაადრევია.

პროკურორი ო. რ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ლ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდიდა 2004 წლის 30 მაისიდან. მან დანიშნული სასჯელიდან მოიხადა 7 თვე და 22 დღე. მოსახდელი დარჩა 2 თვე და 8 დღე.

ლ. ბ-ს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 2/3 მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის ¹... დაწესებულების ადმინისტრაცია ლ. Bბ-ს ახასიათებს დადებითად. დახასიათების თანახმად, ლ. Bბ. არის წყნარი და თავაზიანი; გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; კარგი ურთიერთობა აქვს როგორც დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებულებთან, ასევე ადმინისტრაციასთან; აღმზრდელობითი ხასიათის საუბრებზე რეაგირებს დადებითად; სასჯელის მოხდის პერიოდში სარეჟიმო დარღვევებში შემჩნეული არ ყოფილა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებული ლ. Bბ. სავსებით კანონიერად გაათავისუფლა პირობით ვადამდე დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

პალატას მიაჩნია, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ ლ. Bბ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული ლ. ბ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.