საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 158-დად 4 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა პროკურორ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული ა. კ. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ა. კ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 11 ივლისიდან.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 22 მარტს დააკმაყოფილა სასჯელაღსრულების ¹... დაწესებულების წარდგინება და მსჯავრდებული ა. კ-ია სასჯელის მოხდისაგან გაათავისუფლა პირობით ვადამდე, 9 თვითა და 19 დღით ადრე.
პროკურორი დ. ფ. ითხოვს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილების გაუქმებას. პროკურორს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება ნაადრევია, ვინაიდან მას რაიმე შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
წარმოდგენილი მასალებიდან და მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ირკვევა, რომ ა. კ-ამ სასჯელის ორი მესამედი, რაც სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების ერთ-ერთი პირობაა, მოიხადა 2005 წლის 11 მარტს. სასჯელაღსრულების დაწესებულება მას ახასიათებს დადებითად, აღნიშნავს, რომ იგი რეჟიმის დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა. მსჯავრდებული ინანიებს და აღიარებს დანაშაულს.
პალატა თვლის, რომ ასეთ პირობებში წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს საკმაო საფუძველი გააჩნდა მსჯავრდებულ ა. კ-ას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის.
პალატას მიაჩნია, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილება მსჯავრდებულ ა. კ-ას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 72-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის დადგენილება მსჯავრდებულ ა. კ-ას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.