საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.05.2005
საქმის ნომერი
2კ-175დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 175-დად 17 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ გ. გ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 21 სექტემბრის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. გ. სასჯელს იხდის 2003 წლის 10 სექტემბრიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2007 წლის 10 სექტემბერს.

2005 წლის 8 აპრილს ავჭალის არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა გ. გ-ის სასჯელისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.

რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 14 აპრილს წარდგინება არ დააკმაყოფილა.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. გ-ძე ითხოვს სასჯელისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაწესებულების ადმინისტრაცია მას დადებითად ახასიათებს.

პროკურორი ო. რ. მოითხოვს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა პროკურორის პოზიცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მსჯავრდებულ გ. გ-ეს მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი, რაც, თანახმად საქართველოს სსკ-ის 98-ე მუხლის “ა”' ქვეპუნქტისა, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების აუცილებელი პირობაა, მაგრამ პალატას მიაჩნია: იმის გათვალისწინებით, რომ გ. გ-ეს ჩადენილი დანაშაულისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, შეფარდებული 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან მოხდილი აქვს 1 წელი და 7 თვე, სასამართლომ ამ ეტაპზე სწორად მიიჩნია მიზანშეუწონლად სასჯელის მოხდისაგან მისი პირობით, ვადამდე განთავისუფლება. ამდენად, კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას პალატა არ იზიარებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის დადგენილება გ. Gგ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.