საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 13.10.2005
საქმის ნომერი
2კ-419დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 419-დად 13 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ რ. ტ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული რ. ტ არ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 15 მარტის განაჩენით რ. ტ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ტ-ს შეფარდებული სასჯელის მოხდის დასაწყისია 1994 წლის 13 მაისი, ხოლო დასასრული _ 2009 წლის 13 მაისი. სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2005 წლის 13 აგვისტოს.

2005 წლის აგვისტოში გეგუთის ¹.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ რ. ტ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული რ. ტ ხასიათდება დადებითად, თავის მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად, დგას გამოსწორების გზაზე. წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა, დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და დარჩენილი სასჯელის ვადის გათვალისწინებით.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული რ. ტ ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

ადვოკატმა ც. Bბ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულ რ. ტ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.პროკურორმა ო. რ-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა ადვოკატ ც. ბ-ს, პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მსჯავრდებულ რ. ტ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად და 2005 წლის აგვისტოში წ-ოს რაიონულ სასამართლოს მიმართა წარდგინებით მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალები არ ქმნის საფუძველს დასკვნის გასაკეთებლად, რომ ამ ეტაპზე მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ტ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და წ-ოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება მსჯავრდებულ რ. ტ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.