შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 30.11.2005
საქმის ნომერი
2კ-488დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 488-დად 30 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისისი საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც მ. შ-ას უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. შ გაგრისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 24 მაისის განაჩენით შეუმცირდა 2 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 აგვისტოს ¹648-ე განკარგულებით მ. შ შეწყალებულ იქნა და მოსახდელად დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა.

მსჯავრდებული მ. შა სასჯელს იხდის 2000 წლის 15 სექტემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ მ. შ-ს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 სექტემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებულ მ. შ-ას უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.

მსჯავრდებული მ. შა კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივებით, რომ სასჯელის 3/4 მოიხადა, დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული მ. შ- სასჯელს იხდის 2000 წლის 15 სექტემბრიდან. დღეისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად, აგრეთვე ის გარემოება რომ იგი დაავადებულია “...”.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ს გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და მიზანშეწონილად თვლის, რომ მ. შ პირობით ვადამდე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. შ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 სექტემბრის დადგენილება და მსჯავრდებული მ. შ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.