საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 06.01.2005
საქმის ნომერი
2კ-507დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 507-დად 6 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულ რ. თ-ას კერძო საკასაციო საჩივარი ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული რ. თ- არ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 14 აპრილის განაჩენით რ. თ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით, 133I-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრაA 14 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

რ. თ-ს შეფარდებული სასჯელის მოხდის დასაწყისია 1994 წლის 15 მაისი, ხოლო დასასრული _ 2008 წლის 15 მაისი. სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2004 წლის 4 ნოემბერს. დღეისათვის მოხდილი აქვს 10 წელი, 7 თვე და 21 დღე.

2004 წლის 16 ნოემბერს რუსთავის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ რ. თ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული ხასიათდება დადებითად, იგი კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის წახალისებულია, კერძოდ: 2000 წლის 29 დეკემბერს გამოეცხადა მადლობა ოცდამეერთე საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით. წარდგინების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში რ. თ-ია დასჯილი არ ყოფილა და დგას გამოსწორების გზაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ რ. თ-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული რ. თ ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

მსჯავრდებულ რ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ღF-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

პროკურორმა ი. Dდ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. პროკურორის განმარტებით, მსჯავრდებულის პიროვნული მონაცემები არ იძლევა საკმარის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მისი გამოსწორებისათვის აღარ არის საჭირო შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ი. დ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მსჯავრდებულ რ. თ-ს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად და 2004 წლის 16 ნოემბერს რაიონულ სასამართლოს მიმართა წარდგინებით მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ ერთი წახალისება არ არის საკმარისი დასკვნის გასაკეთებლად, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის აღარ არის საჭირო შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, რ. თ- სასჯელს იხდის 1994 წლის 15 მაისიდან, სასჯელის მოხდის პერიოდში, კერძოდ კი თითქმის მთელი 10 წლისა და 7 თვის განმავლობაში, მას თავი არ გამოუჩენია კარგი ქცევითა და სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და ამ ხნის მანძილზე მას მხოლოდ ერთხელ გამოეცხადა მადლობა 21-ე საუკუნესთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად. საკასაციო პალატა, მსჯავრდებულის პირადი საქმის შესწავლის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, არ არის შესაძლებელი. მსჯავრდებული რ. თ ამ ეტაპზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ვადამდე პირობით ადრე იქნეს გათავისუფლებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ რ. თ-ს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.