შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 525-დად 11 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ე. Bბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორის წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მისი (ე. Bბ-ის) ვადამდე პირობით განთავისუფლების შესახებ.
საჩივარი ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებას და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებას.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 მაისის განაჩენით ე. Bბ-ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისჯილი აქვს ორი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2003 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 24 საათზე, მეგობარ ვ. Mმ-ან ერთად, ამ უკანასკნელის ავტომანქანით იმყოფებოდა რა გლდანის მასივის, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, მანქანიდან ჩასვლის დროს იპოვა პოლიეთილენის პარკში შეხვეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ვ. Mმ-ან შეუმჩნევლად ჩადო ავტომანქანაში. იმავე ღამეს, რამდენიმე წუთის შემდეგ, ის დააკავეს პოლიციის მუშაკებმა და მანქანიდან ამოუღეს ზემოაღნიშნული ნაპოვნი იარაღი. სასჯელს იხდის 2003 წლის 18 აგვისტოდან. შეფარდებული სასჯელის ნახევარი მოიხადა 2004 წლის 18 ნოემბერს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორმა 2004 წლის 22 ნოემბერს წარდგინებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა სასჯელის მოხდისაგან ე. Bბ-ის ვადამდე პირობით განთავისუფლება. სასამართლომ წარდგინება არ დააკმაყოფილა.
მსჯავრდებულ ე. Bბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილება უკანონოა და მასში მითითებულია არასწორი მონაცემები, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. დ-მა მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ე. ბ-ი მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში პირობით ვადამდე განთავისუფლება შეიძლება მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი. ე. Bბ-მა შეფარდებული სასჯელის ნახევარი მოიხადა 2004 წლის 18 ნოემბერს.
პირადი საქმის მასალებისა და საპყრობილის დირექტორის წარდგინების მიხედვით, ე. Bბ-ი სასჯელის მოხდის პერიოდში ხასიათდება დადებითად, ჩართულია საპყრობილის სამეურნეო მომსახურების ჯგუფში, დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად; გარდა ამისა, თავისი სურვილით, დამატებით, მონაწილეობს სხვა სამუშაოთა შესრულებაში, რის გამოც ორჯერ არის წახალისებული. სარეჟიმო მოთხოვნათა დარღვევაში შენიშნული არ ყოფილა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სასამართლოს დადგენილებაში არასწორად არის მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივები, სახელდობრ: დადგენილებაში მოსამართლე მიუთითებს, რომ თითქოს ე. ბ-ი წინა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა ვადამდე ადრე და ეს ბოლო დანაშაული ჩაიდინა სასჯელის მოუხდელ ვადაში. სასამართლოს დადგენილებაში გატარებული ეს მოსაზრება არასწორია. ე. Bნ-ი გათავისუფლდა წინა სასჯელის კალენდარულად მოხდის შემდეგ. დადგენილებაში ასევე არასწორად არის მითითებული, რომ მას თითქოს მოსახდელად დარჩენილი აქვს ორი წელი, ორი თვე და 10 დღე. ე. Bბ-ს განაჩენით სულ შეფარდებული ჰქონდა ორი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ნახევარი 2004 წლის 18 ნოემბერს მოიხადა. ამჟამად მას მოსახდელად რჩება მხოლოდ ერთი წელი, ერთი თვე და 7 დღე.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ რაიონული სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ ე. Bბ-ის ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის დადგენილება, დაკმაყოფილდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორის წარდგინება და საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ე. Bბ-ი ვადამდე პირობით გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.