დამთავრდა მორიგებით

ადმინისტრაციული 23.07.2020
საქმის ნომერი
ბს-76(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-76(კ-20) 23 ივლისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა. ა-ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2018 წლის 7 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა. ა-ის მიმართ და მოითხოვა ა. ა-ისათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირადი დაცვისა და სატრანსპორტო საშუალების დროებითი სარგებლობის მომსახურების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდის დაკისრება 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდისათვის, 14020 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებები და გარემოებები სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული. კერძოდ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, ხოლო „დამკვეთმა“ მომსახურების საფასური სრულად არ დაფარა, რის გამოც მხარეთა შორის 2018 წლის 29 აპრილის N... ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა ხელშეკრულება და ა. ა-ს უკან დაუბრუნდა სატრანსპორტო საშუალება. შესაბამისად, ა. ა-ის სატრანსპორტო საშუალების დროებითი სარგებლობით მომსახურების დავალიანებამ შეადგინა 8020 ლარი, ხოლო პირადი დაცვის მომსახურების დავალიანებამ - 6000 ლარი, რაც ჯამში 14020 ლარს შეადგენს.

კასატორმა საქმეში წარმოდგენილ თანხის ბრუნვის ბარათებზე მითითებით აღნიშნა, რომ ა. ა-ს 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში გადახდილი აქვს მომსახურების საფასურის ნაწილი, ჯამში - 10800 ლარი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „დამკვეთი“ დეპარტამენტის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების პირობებით კმაყოფილი იყო და იღებდა შესაბამის მომსახურებას.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არათუ სრულად, საერთოდ არც ერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, საერთოდ არ იმსჯელა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 1 თებერვლის განცხადების წარდგენამდე არსებულ დავალიანებაზე, იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად მიიჩნია ა. ა-ის წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის წარდგენილი განცხადება, მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა, განცხადების წარდგენამდე არსებული დავალიანების ანაზღაურების ნაწილში. კერძოდ, ა. ა-ს პირადი დაცვის N... ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებოდა: დეკემბრის თვის - 800 ლარი, იანვრის თვის მომსახურების - 1000 ლარი; ხოლო სატრანსპორტო საშუალების N... ხელშეკრულების საფუძველზე ნოემბრის თვის - 200 ლარი, დეკემბრის თვის - 1700 ლარი; იანვრის თვის - 1700 ლარი, ამდენად, ორივე ხელშეკრულებიდან დავალიანებების ჯამური თანხა შეადგენს 1800+3600=5400 ლარს, რაც თვალნათლივ ჩანს თანხების ბრუნვის ბარათებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი, რომლის თანახმად:

ერთი მხრივ, მოსარჩელე - შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, მისი წარმომადგენლის, ლ. მ-ის სახით და მეორე მხრივ, მოპასუხე - ა. ა-ი, მისი წარმომადგენლის, ს. ბ-ის სახით, წინამდებარე მორიგების აქტით თანხმდებიან შემდეგზე:

1. მოქ. ა. ა-ი (პ/ნ ...) იღებს ვალდებულებას 2013 წლის 26 დეკემბრის N... ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1800 (ათას რვაასი) ლარი და 2013 წლის 26 დეკემბრის N... ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 3600 (სამი ათას ექვსასი) ლარი (ჯამში 5400 ლარი), რომელიც წარმოშობილია 2018 წლის პირველ თებერვლამდე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხადოს მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო სასარჩელო თანხის დანარჩენი ნაწილის მოთხოვნაზე უარს აცხადებს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

2. თანხა ჩარიცხულ უნდა იქნეს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემდეგ ანგარიშზე: მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი _ TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: პირადი დაცვის კოდი _ ...; ავტომობილის მომსახურების კოდი - ....

3. მორიგების აქტის პირველი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია სასამართლოსგან მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი და მიაქციოს იგი იძულებით აღსასრულებლად.

4. მორიგების აქტის პირველი პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე (კასატორი) აცხადებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული N... და N... ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სხვა არანაირი სახის მოთხოვნა ან პრეტენზია არ გააჩნია.

5. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე იმავე საფუძვლით.

6. მორიგების აქტი შედგენილია 3 ეგზემპლარად, თითო-თითო მხარისთვის, ერთი წარედგინა სასამართლოს დასამტკიცებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის სასამართლო სხდომაზე საქმე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცების მიზნით, გადაიდო იმავე დღეს, ზეპირი განხილვის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ უნდა დამტკიცდეს მხარეებს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ა. ა-ს შორის მორიგება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის სასამართლო სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი. საქმეში არსებული მინდობილობებიდან გამომდინარე დგინდება, რომ მარწმუნებლებისგან მათ მინიჭებული აქვთ საქმის მორიგებით დასრულების უფლებამოსილება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა შეთანხმების შედეგად შედგენილ 2020 წლის 23 ივლისის მორიგების აქტზე, რომელიც ხელმოწერილია კასატორის - შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის - ლ. მ-ისა და მოწინააღმდეგე მხარის - ა. ა-ის წარმომადგენლის - ს. ბ-ის მიერ. მხარეები ითხოვენ მის დამტკიცებას მორიგების აქტით განსაზღვრული პირობებით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას მხარეთა მორიგების შემთხვევაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

რაც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრებას, ხოლო ამავე კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ სასამართლო წარმოება დასრულდა მორიგებით და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ხარჯების განაწილებაზე, ამასთან მხარე არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე დართული საგადახდო მოთხოვნით (389490) დასტურდება, რომ კასატორს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 701 (შვიდას ერთი) ლარი და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ხარჯების განაწილების თაობაზე, ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს/ნ 211350928) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 22.11.2019 წლის N389490 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 701 (შვიდას ერთი) ლარის ნახევარი - 350.50 (სამას ორმოცდაათი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, ხოლო ამავე კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის - 350.50 (სამას ორმოცდაათი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ნახევარი - 175.25 (ას სამოცდათხუთმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა, სსიპ დაცვის პოლიციის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ა. ა-ს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, მე-11 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დაადგინა:

1. დამტკიცდეს მხარეებს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ა. ა-ს შორის 2020 წლის 23 ივლისს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება, შემდეგი პირობებით:

„1. მოქ. ა. ა-ი (პ/ნ ...) იღებს ვალდებულებას 2013 წლის 26 დეკემბრის N... ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1800 (ათას რვაასი) ლარი და 2013 წლის 26 დეკემბრის N... ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 3600 (სამი ათას ექვსასი) ლარი (ჯამში 5400 ლარი), რომელიც წარმოშობილია 2018 წლის პირველ თებერვლამდე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხადოს მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო სასარჩელო თანხის დანარჩენი ნაწილის მოთხოვნაზე უარს აცხადებს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

2. თანხა ჩარიცხულ უნდა იქნეს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემდეგ ანგარიშზე: მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი _ TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: პირადი დაცვის კოდი _ ...; ავტომობილის მომსახურების კოდი - ....

3. მორიგების აქტის პირველი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია სასამართლოსგან მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი და მიაქციოს იგი იძულებით აღსასრულებლად.

4. მორიგების აქტის პირველი პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე (კასატორი) აცხადებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული N... და N... ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სხვა არანაირი სახის მოთხოვნა ან პრეტენზია არ გააჩნია.

5. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე იმავე საფუძვლით.

6. მორიგების აქტი შედგენილია 3 ეგზემპლარად, თითო-თითო მხარისთვის, ერთი წარედგინა სასამართლოს დასამტკიცებლად“ ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება; მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. კასატორს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს/ნ 211350928) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 22.11.2019 წლის N389490 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 701 (შვიდას ერთი) ლარის ნახევარი - 350.50 (სამას ორმოცდაათი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. ა. ა-ს (პ/ნ ...) სსიპ დაცვის პოლიციის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 350.50 (სამას ორმოცდაათი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ნახევრის - 175.25 (ას სამოცდათხუთმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე