საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 141-დად 4 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე
განიხილა იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორის _ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის განაჩენით ს. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ს. მ. სასჯელს იხდის 2004წ. 14 აგვისტოდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2005წ. 14 ივნისს. მან დანიშნული სასჯელის 2/3 მოიხადა 2005წ. 5 მარტისთვის.
2005წ. 9 მარტს სასჯელაღსრულების ¹8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ს. მ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება. დაწესებულების ადმინისტრაცია მას დადებითად ახასიათებს, აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა ¹8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული ს. მ. სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლდა.
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი დ. ფ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ს. მ-ს მიმართ აღნიშნული სასამართლო დადგენილების გაუქმებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ს. მ-ს პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ იგი აშკარად დგას გამოსწორების გზაზე, ხასიათდება დადებითად, ნასამართლობის არმქონეა, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ემორჩილება სასჯელის მოხდის რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი რესოციალიზაციისათვის აღარ არის აუცილებელი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა, მითუმეტეს, რომ მან უკვე მოიხადა ამ სასჯელის ორი მესამედი ნაწილი, რაც სავსებით საკმარისად უნდა იქნეს მიჩნეული.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორის _ დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დადგენილება მსჯავრდებულ ს. მ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.