შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 50-დად 9 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ადვოკატის _ ც. ტ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის _ შ. კ-ს წარდგინება მსჯავრდებულ ვ. ხ-ს საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 ივლისის განაჩენით ვ. ხ-ს, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის II ნაწილით, 138-ე მუხლის I, III ნაწილებით, 137-ე მუხლის I, III ნაწილებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრილების დაწესებულებში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2002წ. 28 ნოემბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის დადგენილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება და ვ. ხ 4 თვით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ადვოკატი ც. ტ ითხოვს საპყრობილის რეჟიმის მოხსნას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებული ვ. ხ კარგად იცნობს დაწესებულების შინაგანაწესსა და რეჟიმის მოთხოვნებს, იცავს მას და დგას გამოსწორების გზაზე. მისი აზრით, სასამართლოს არ ჰქონდა მსჯავრდებულის საპყრობილეში გადაყვანის საფუძველი. ც. ტ-მ პალატის სხდომაზე კვლავ ითხოვა საპყრობილის რეჟიმის მოხსნა.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის დადგენილება ვ. ხ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულის საპყრობილეში გადაყვანის თაობაზე დასაბუთებულია, მაგრამ ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდის პერიოდში შექმნა ოჯახი, დგას გამოსწორების გზაზე, შესაძლებლად თვლის, რომ ვ. ხ-ს საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 4 თვე _ შეუმცირდეს 3 თვემდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველის ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე, 612-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის დადგენილება შეიცვალოს ვ. ხ-ს სასიკეთოდ:
ვ. ხ-ს საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 4 თვე _ შემცირდეს 3 თვემდე.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.