საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 23.12.2005
საქმის ნომერი
2კ-493დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.12.2005

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 493-დად 23 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მისი საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1999წ. 1 აპრილის განაჩენით ბ. კ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 105-ე მუხლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 1998წ. 11 აგვისტოს, სასჯელის მოხდა უმთავრდება 2010წ. 11 აგვისტოს.

2001წ. 29 აპრილს მსჯავრდებული ბ. კ მოთავსებულ იქნა რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი არ დაადგა გამოსწორების გზას, დაწესებულების შინაგანაწესისა და რეჟიმის სისტემატური დარღვევისათვის დასჯილია სამჯერ. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება უარყოფითად.

აღნიშნული გარემოებების გამო, რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ ბ. კ-ს 1 წლის ვადით საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის დადგენილებით რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება დაკმაყოფილდა და მსჯავრდებული ბ. კ 6 თვის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე.

მსჯავრდებული კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ამ დადგენილების გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ საპყრობილის რეჟიმზე მისი გადაყვანა მოხდა უკანონოდ, სათანადო საფუძვლის გარეშე.

პალატის სხდომაზე გამოქვეყნდა მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივრის შინაარსი და მოტივები, აგრეთვე საჩივრის მოთხოვნა.

პროკურორმა ი. დ-მ მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მიიჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. კ-ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა პროკურორს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ როგორც რუსთავის ¹1 საჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება, ისე რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული ბ. კ საპყრობილის რეჟიმზე იქნა გადაყვანილი, არის საფუძვლიანი, ხოლო მომჩივნის მიერ წამოყენებული მოტივები სასამართლო დადგენილების გაუქმების შესახებ _ დაუსაბუთებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის დადგენილება მსჯავრდებულ ბ. კ-ს მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის დადგენილება მსჯავრდებულ ბ. კ-ს საპყრობილის რეჟიმზე გადყვანის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.