საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 91-კოლ 29 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,თ. თოდრია
განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს, მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ს, მსჯავრდებულების: მ. შ-ს, შ. მ-იას, ა. თ-შვილისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის – მ. შ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო კოლეგიის 2005წ. 12 აპრილის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 12 აპრილის განაჩენით გ. გ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19, 108-ე მუხლით, 239-ე მუხლის III ნაწილით, 236-ე მუხლის, II ნაწილებით და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
გ. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და შეეფარდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინეს ორი წელი;
დ. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, ოთხი თვითა და ოცდაოთხი დღით. წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა ჩაეთვალა სასჯელში და გათავისუფლდა პატიმრობიდან;
ა.თ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის III ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და შეეფარდა გამასწორებელი სამუშაოები 2 წლის ვადით, სამუშაო ადგილზე მოხდით, ხელფასიდან 20 %-ის დაქვითვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
შ. მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დაუდგინდა 2-წლიანი გამოსაცდელი ვადა;
მ. შ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ორი წელი.
განაჩენით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
199წ. 13 მარტს, დილით, გ. შ მეგობარ თ. ჯ-სთან ერთად ჩავიდა ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში, სამთო-სათხილამურო სპორტულ ღონისძიებებსა და მოდების ჩვენებაზე დასასწრებად.
დღის პირველ ნახევარში თ. ჯ და გ. შ სათხილამურო ტრასაზე შეხვდნენ გ. შ-ს ნაცნობებს – დ. ჩ-ს, ო. დ-სა და გ. წ-ს, რომლებმაც მას გააცნეს თავიანთი მეგობარი გ. კ. დაახლოებით 14 საათსა და 45 წუთზე ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს მოდების ჩვენებაზე. გ. შ-მ და თ. ჯ-მ გადაწყვიტეს გუდაურში დარჩენა. ვინაიდან ღამის გასათევი ადგილი არ ჰქონდათ, ო. დ-მ და დ. ჩ-ოვანმა, რომელთაც გ. კ-ძესთან ერთად სასტუმრო “შინო-4-ში” ოროთახიანი ლუქსი ჰქონდათ დაკავებული, შესთავაზეს ლუქსის ერთი ოთახი. დაახლოებით 18.30 საათზე გ. შ., თ. ჯ. და ო. დ. მივიდნენ “შინო-4-ში”, სადაც მიიტანეს თავიანთი ბარგი. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ გ. კ., გ. წ და დ. ჩ. დაბინავების შემდეგ ყველანი ჩავიდნენ კოტეჯის პირველ სართულზე მდებარე ბარში და შეუდგენ ვახშმობას.
დაახლოებით 22.00 საათისათვის ბარში იმატა დამსვენებელთა რაოდენობამ. იქ მყოფ პირებს შეუერთდნენ გ. კ-ს ძმა – დ. კ, ლ. ქ-ი, ო. ვ, ქ. ჯ, გ. გ, ი. გ და სხვები. ცოტა ხანში იქ ასევე მივიდნენ მ. მ, შ. მ, ა. თ-, მ. და გ. შ-ები. ყველანი სვამდნენ არაყს, ლუდს, უსმენდნენ მუსიკას, ცეკვავდნენ და ერთობოდნენ.
დაახლოებით 23.00 საათზე ბარის დახლთან მსხდომ გ. შ-სა და თ. ჯ-სთან მივიდა მთვრალი დ. კ და შეეცადა თ. ჯ-ის არყით სავსე ჭიქის დალევას, რაზეც გ. შ-მ შენიშვნა მისცა და მოსთხოვა ჭიქის უკან დაბრუნება, დ. კ-მ გ. შ-ს მოთხოვნა შეასრულა – დადგა არყის ჭიქა და განაგრძო მეგობრებთან ერთად ცეკვა, ხოლო გ. შ-მ კი თ. ჯ მოსასვენებლად ააცილა ოთახში, სადაც თავადაც დაჰყო ორმოციოდე წუთი და კვლავ ჩავიდა ბარში. ამ დროისათვის ბარში შევიდნენ ა. ბ, ნ. ბ, ი. ო- და გ. კ. გ. კ-ს მიმართ გარკვეული პრეტენზიები გააჩნდა გ. კ-ს, რადგან 1998წ. ზაფხულში გ. კ-ს ახლობელმა მის თვალწინ მოკლა 1998წ. ზაფხულში გ. კ-ს ახლობელმა მის თვალწინ მოკლა მისი უახლოესი მეგობარი – შ. კ. გაღიზიანებულმა, ზომაზე მეტად ნასვამმა გ. კ-მ გ. კ-ს გასაგონად ხმამაღლა დაიწყო უმისამართოდ გინება. შექმნილი ვითარების გამო გ. კ- და ი. ო გავიდნენ გარეთ, ხოლო ნ. ბ და ა. ბ გ. კ-მ მიიპატიჟა ბარის დახლთან, დაუსხა არაყი და შესთავაზა დაელიათ შ. კ-ს შესანდობარი, თან ხმამაღლა განაგრძობდა გინებას ე.წ. “ზედმეტ” პირთა მიმართ. გ. კ-ს ქმედებით შეწუხებულმა ბარმენმა ი. ბ-მა მოსალოდნელი ჩხუბის შესახებ კ. ქ-ს, გ. წ-ს და მზარეულ ნ. ფ-ს შეატყობინა. ა. ბ-მა გ. კ-ს მოუწოდა წესრიგისაკენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან კვლავ განაგრძო გინება, თან ამბობდა, რომ ბარში ყველა მისიანი იყო და იგინებოდა უცხო პირთა მისამართით, რაზედაც ამჯერად წესრიგისაკენ მოუწოდა გ. შ-მ. მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბში ჩაერთნენ გ. კ-ს ძმა დ. კ, ასევე შ. მ, მ. შ, გ. გ, ა. თ., რომლებმაც გ. შ-ს მუცლის მარჯვენა ნახევარში, იღლიის ხაზზე, მარჯვენა თვალის, კოჭ-წვივის სახსარზე, ზედა ტუჩის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა თვალის ზედა ქუთუთოზე მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. გ. გ-ს, დ. კ-სა და სხვათა ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 4-5 წუთს, რითაც მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. ხულიგნური ქმედების შედეგად ასევე დაზიანდა 250 ლარის ღირებულების ბარის კუთვნილი ინვენტარი. ჩხუბის დროს, მოძალადეების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, გ. შ-მ ამოიღო გაზის პისტოლეტი, რომელსაც იგი კანონიერად ატარებდა და შეეცადა თავდამსხმელთა მოგერიებას, მაგრამ ა. თ-მა დაუჭირა პისტოლეტიანი ხელი, გ. შ-მ თავი დააღწია ა. თ-ს და გაისროლა. გასროლისთანავე მ. შ ჩაიკეცა და წაიქცა, ამ დროს გ. გ-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან - “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან, შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით ესროლა გ. შ-ს. იარაღი გ. გ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა გამოძიებით დაუდგენელ დროს და სათანადო ნებართვის გარეშე უკანონოდ ატარებდა. გ. გ-ს მიერ “მაკაროვის” სისტემის იარაღიდან გასროლის შედეგად გ. შ-მ გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიიღო პლევრის ღრუში შემავალი მსუბუქი ხარისხის ბრმა ჭრილობა.
1999წ. 23 თებერვალს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, შ. მ მეგობრებთან – ო. ჩ-თან, ლ. ს-თან და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ........ ქ. ¹16-ში მდებარე კაფე-ბარ “ლაბაში”. იქვე იმყოფებოდნენ ბარის დირექტორი ე. ჯ-, მისი მეუღლე ვ. ჯ, ბარმენი დ. ნ და ვაკის რაიონის პოლიციის მუშაკი გ. ს, რომელიც აღნიშნულ ბარში დამცველად მუშაობდა.
შ. მ-მ და მისმა მეგობრებმა ბარში შეიძინეს და დალიეს არაყი, ლუდი და დათვრნენ. გამოელიათ რა სასმელი, შ. მ დ. ნ-ს ნისიად გამოართვა არაყი და ლუდი. დალიეს რა ზემოხსენებული სასმელიც, მან კვლავ ნისიად მოსთხოვა დ. ნ-ს არაყი და ლუდი, რაზედაც ამჯერად ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა. ამით განაწყენებულმა მთვრალმა შ. მ-მ ხმამაღლა მიმართა მას უცენზურო სიტყვებით, ხელი მოხვია დ. ნ-ს, თავისკენ მიიზიდა და კისერში ლუდი ჩაასხა. ამის შემდეგ მან და მისმა თანმხლებმა, გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა ბარში არსებული ჭიქებისა და საფერფლეების გამოყენებით დ. ნ-ს სახის არეში მიაყენეს დაზიანება. მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატე აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. ასე გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთს. მას შემდეგ, რაც გ. ს-მ გამოიძახა რაიონის შს სამმართველოს მორიგე ჯგუფი, ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შ. მ-სა და სხვათა ხულიგნური ქმედების შედეგად ასევე დაზიანდა ბარის კუთვნილი, 12 ლარის ღირებულების ინვენტარი.
მსჯავრდებულ გ. გ-ძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. ს საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. გ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდებს და არა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ადვოკატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და უკანონოდ დასდო მსჯავრი გ. გ-ს. მისი მითითებით, მართალია, გ. გ არ უარყოფს, რომ მან შემთხვევით დაინახა ძირს დაგდებული იარაღი, რომელიც გადაგდების მიზნით აიღო და შემთხვევით შეჯახების შედეგად გაისროლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიჭრა გ. შ, მით უმეტეს, არსებობს ეჭვი, რომ გაისროლა არა ორმა, არამედ – ორზე მეტმა პირმა. ადვოკატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადგინა, რომ გ. გ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა რ. ბ-ს კუთვნილ იარაღს. ადვოკატის თქმით, თუ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათალა, რომ გ. გ-მ შეიძინა რ. ბ-ის იარაღი, მას უნდა დაედგინა და ემსჯელა იმის თაობაზე, თუ სად და როდის შეიძინა ეს იარაღი მსჯავრდებულმა. მისივე მითითებით, საკითხს, რომ შეჯახების შედეგად სწორედ გ. გ-ს მიერ შემთხვევით გასროლილი იარაღიდან დაიჭრა გ. შ, საეჭვოდ ხდის ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული “მაკაროვის” სისტემის მასრა არ დაემთხვა რ. ბ-ს “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან გასროლილ მასრას. ადვოკატის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 40-50 ადამიანი და საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებებიც, რომელთა მიხედვითაც გასროლები მოახდინა ორზე მეტმა პირმა. ადვოკატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო გ. შ-ს ტანსაცმელზე, მათ შორის – ქურთუკზე ჩატარებული ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ გ. შ-ს შემთხვევის დღეს ქურთუკი არ სცმია.
ადვოკატმა მ. ყ-მა მხარი დაუჭირა ადვოკატ ხ. ს-ძის მოთხოვნას.
მსჯავრდებულმა გ. გ-მ მხარი დაუჭირა თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არასწორად დასდო მსჯავრი.
მსჯავრდებული მ. შ საკასაციო საჩივრით ითხოვს დადგენილი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და უკანონოა. მსჯავრდებულის მითითებით, მას შემთხვევის დღეს რაიმე დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია, მას ჩხუბში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. მართალია, იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ, როდესაც ბარში ხმაური დაიწყო, მიზეზის გასარკვევად ხმაურის ადგილამდე ვერ მიაღწია, ვინაიდან მას გაზის პისტოლეტიდან დამიზნებით ესროლა გ. შ-მ.
მსჯავრდებულ მ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-მ მხარი დაუჭირა მის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მ. შ-ს მიმართ საქმის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და უკანონოა. ადვოკატის მითითებით, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მ. შ-მ ჩაიდინა ხულიგნობა. შემთხვევის დღეს მ. შ-ს არანაირი ხულიგნური ქმედება არ ჩაუდენია. ადვოკატის განმარტებით, განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდებს. მისივე მითითებით, ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, საქმის გონივრულ დროში სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებისა და ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპიდან გამომდინარე საქმე მ. შ-ს მიმართ უნდა შეწყდეს.
ადვოკატმა ნ. ხ-მ მხარი დაუჭირა ადვოკატ ი. ა-ს მოთხოვნას.
მსჯავრდებულ შ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჭ საკასაციო საჩივრით ითხოვს შ. მ-ს მიმართ საქმის შეწყვეტას ბრალდების ორივე ეპიზოდში იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დადგინდებოდა შ. მ-ს მიერ ხულიგნობის ჩადენა. ადვოკატის განმარტებით, შ. მ სასტუმრო “შინო-4-ში” შემთხვევის დღეს შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. როდესაც ბარში ჩხუბი დაიწყო, იგი იყო გარეთ და ვერ შევიდა იქ, ვინაიდან ჯერ კორიდორში თავგატეხილი ს. თ. შეხვდა, შემდეგ კი ბარიდან ხალხი გარეთ გამორბოდა. ადვოკატის განმარტებით, საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, საიდანაც დგინდება, რომ ჩხუბის დაწყებისას შ. მ. იყო გარეთ და არა ბარში. ადვოკატის მითითებით, კაფე-ბარ “ლაბაში” შ. მ-ს ხულიგნობა არ ჩაუდენია, მას შემთხვევით მოხვდა ხელი დახლზე დადებულ თეფშზე, რომელზედაც კათხა იდო და ორივე გატყდა. მისივე განმარტებით, ბრალდების ამ ეპიზოდში განაჩენი ემყარება მხოლოდ მოწმე ე. ჯ-ს წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, რაც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან მოწმე არ ფლობს სრულყოფილად ქართულ ენას, წინასწარ გამოძიებაში კი დაკითხულ იქნა თარჯიმნის გარეშე.
მსჯავრდებულმა შ. მ-მ მხარი დაუჭირა თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას.
მსჯავრდებული ა. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და არასწორად დასდო მსჯავრი ხულიგნობის ჩადენაში. კასატორის განმარტებით, მას შემთხვევის დღეს ხულიგნობა არ ჩაუდენია; არც მას და არც გ. კ-ს რაიმე ძალადობა გ. შ-ს მიმართ არ გამოუყენებიათ, პირიქით – მას შემდეგ, რაც გ. შ-ს ხელში იარაღი დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა და ამ წუთას ვერც გაარჩევდა, გაზის იყო, თუ ცეცხლსასროლი, მაშინვე შეეცადა გ. შ-ს განიარაღებას, რა დროსაც მიიღო დაზიანებები. მსჯავრდებულის განმარტებით, მას რაიმე დაზიანება გ. შ-სათვის არ მიუყენებია.
მსჯავრდებულ ა. თ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. გ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა ა. თ-ს მიმართ საქმის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თავის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორი კვალიფიკაცია მისცა ა. თ-ს ქმედებას – ძალადობის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობა, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ ა. თ- ცდილობდა განეიარაღებინა გ. შ-.
მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ საკასაციო საჩივრით
ითხოვს განაჩენის გაუქმებას გ. კ-ის მიმართ და მის მიმართ საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არ დაადგინა და შეფასება არ მისცა იმ გარემოებებს, რაშიც მსჯავრი დასდო გ. კ-ს. ადვოკატის მითითებით, სასამართლო კოლეგიას საერთოდ არ დაუდგენია, თუ რაში გამოიხატა კონკრეტულად გ. კ-ის ხულიგნური ქმედება. მართალია, საქმის მასალების შესაბამისად, გ. კ შემთხვევის დღეს შემთხვევის ადგილზე იგინებოდა, მაგრამ იგი ამ ქმედებით გამოთქვამდა პროტესტს თავისი გარდაცვლილი მეგობრის მკვლელის მიმართ. ადვოკატის მითითებით, გ. კ-ს გ. შ-ს მიმართ რაიმე ძალადობა არ გამოუყენებია, უფრო მეტიც გ. შ-მ პირველმა დაარტყა გ. კ-ს, რომელიც გაითიშა, რაც დასტურდება იმითაც, რომ გ. კ-ს მიღებული აქვს დაზიანება. ადვოკატის განმარტებით, პირველ ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ ვის მიმართ იქნა ჩადენილი ხულიგნობა, მაშინ, როდესაც საქმის მასალების შესაბამისად, ბარში მყოფი 30-40 ახალგაზრდა ერთმანეთთან მეგობრობდა.
მსჯავრდებულმა გ.კ-მ მხარი დაუჭირა თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარს.
მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. კ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დადგინდებოდა დ. კ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ადვოკატის განმარტებით, მსჯავრდებულ დ.კ-ს არც ერთი მოწმე არ ასახელებს დანაშაულის ჩადენაში. ადვოკატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაადგინა, თუ კონკრეტულად დ.კ-ს რომელი მოქმედებით განხორციელდა იმ დანაშაულის შემადგენლობა, რისთვისაც მას დაედო მსჯავრი.
მსჯავრდებული დ. კ მხარს უჭერს თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარს.
დაზარალებულ გ. შ-ს უფლებამონაცვლე მ. შ- საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულების – გ. გ-ს, გ. კ-ს, დ., კ-ს, ა. თ-ს, შ. მ-ს, მ. შ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო გამოძიებისათვის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას და არასწორად დააკვალიფიცირა გ. გ-ს ქმედება – დამამძიმებელი გარემოებების გარეშე ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობად, ხოლო გ, კ-ს, დ. კ-ს, ა. თ-ს, შ. მ-იას, მ.შ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით. კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ.შ-ს მკვლელობა ჩადენილია ჯგუფის მიერ, კერძოდ, მსჯავრდებულებმა ჯგუფურად სხეულის დასაზიანებლად სპეციალურად მომარჯვებული საგნებითა და ორი ცეცხლსასროლი იარაღით გ.შ-ს მიაყენეს ჯანმრთელობისათვის საშიში მრავალი დაზიანება. მისივე მითითებით, სასამართლო კოლეგიამ არ იმსჯელა გ, კ-ს, დ. კ-ს, ა. თ-ს, შ. მ-ს, მ.შ-ს მიერ განხორციელებული დანაშაულებრივ ქმედების სუბიექტურ მხარეზე და შეფასება არ მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ რა განზრახვა ჰქონდა და რა შედეგის მიღება სურდათ მსჯავრდებულებს, როდესაც ისინი ხელში მომარჯვებულ ბლაგვ საგნებს ურტყამდნენ გ.შ-ს. კასატორის განმარტებით, გ.გ-სთან ერთად ისინი არიან გ.შ-ს მკვლელობის თანაამსრულებლები, ვინაიდან გ.შ-ს სიკვდილი ყველა მათგანის მოქმედებით იყო გამოწვეული, თითოეული ითვალისწინებდა გ.შ-ს სიკვდილის შესაძლებლობას, დაზარალებულის უფლებამონაცვლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია და სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაფიქსირებულია კიდევ ერთი მძიმე დაზიანება, კერძოდ, გ. შ-ს პლევრის არეში, მარცხნივ, აღენიშნება სისხლი და სისხლის კოლტები 600 მლ-ის რაოდენობით (მარცხენამხრივი ჰემოტორაქსი), რომელიც აგრეთვე სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებაა და არ შეიძლება იყოს გამოწვეული გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებით. კასატორის მითითებით, აღნიშნული დაზიანება შესაძლებელია მიყენებული იყოს როგორც გ.გ-ს, ასევე სხვა მსჯავრდებულთა მიერ განხორციელებული მოქმედების შედეგად.
კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ თითქოს გ.შ-ს ჰქონდა გაზის პისტოლეტი; პისტოლეტი ამოღებული არ არის, რეალურად ასეთს ადგილი რომ ჰქონოდა, არავინ დამალავდა მას.
კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და არასწორად ცნო დადგენილად, რომ გ.გ-მ გ.შ-ს მკვლელობის მცდელობა შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მთელი რიგი გარემოებები და არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ უკანონოდ არის შეჩერუბული რ.ბარამიძის სისხლის სამართლის საქმე.
კასატორის განმარტებით, მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება იმ პირებს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმეს და მეტისმეტად ლმობიერია. კერძოდ, მსჯავრდებულმა ა.თ-- მა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ კიდევ ორჯერ ჩაიდინა ორი სხვა ახალი დანაშაული; ახალი დანაშაული ასევე ჩაიდინა შ.მ-იამ, ხოლო გ.კ-ძე ემალებოდა გამოძიებას.
კასატორმა მ.შ-შვილმა ასევე მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც უცვლელად დარჩა გენერალური პროკურატურის დადგენილება ლ. ქ-, ი. ბ-ს, ქ.ბ-სა და გ.ღ--ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, კასატორის განმარტებით, ლ. ქ-მა, ი.ბ-მა, ქ.ბ-მა და გ.ღ-მ გ.შ-ს მკვლელობის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაალაგეს შემთხვევის ადგილი, რითაც განადგურდა უამრავი მტკიცებულება, კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოთ მითითებულმა პირებმა კარგად იცოდნენ, რომ იარაღიდან გასროლით დაიჭრა გ.შ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი არ დაელოდნენ პოლიციის თანამშრომლებს, დაალაგეს ბარი და ამით მოსპეს დანაშაულის კვალი, კასატორის მითითებით, ქ.ბ-მა, გ.ღ-მ, ლ.ქ-მა და გ.წ-მ ცრუ ჩვენებები მისცეს მას შემდეგ, რაც მათ შეიტყვეს, რომ გ.შ-ძე გარდაიცვალა.
პროკურორმა რ.ზ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და მოითხოვა გ.გ-ს, გ.კ-ს, დ.კ-ს, ა.თ-ს, შ. მ-ს, მ.შ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 12 აპრილის განაჩენის, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 12 აპრილის განჩინების, რომლითაც უცვლელად დარჩა გენერალური პროკურატურის დადგენილება ლ.ქ-ს, ი.ბ-ული, ქ.ბ-სა და გ.ღ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი და განჩინება ემყარება სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეებს: მსჯავრდებულ გ.გ-ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს – ხ.ს-ძე, მ.ყ-ს, მსჯავრდებულ გ.კ-ს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ გ.გ-ძეს, მსჯავრდებულ დ.კ-ძეს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ დ.ხ-იას, მსჯავრდებულ მ.შ-ძეს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს – ი.ა-იას, ნ.ხ-იას, მსჯავრდებულ შ.მ-იას, მისი ინტერესების დამცველს, ადვკოატ ა.ჭ-უას, მსჯავრდებულ ა.თ-შვილს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ დ.გ-ს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს – მ. შ-ს, პროკურორ რ.ზ-ს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და არასწორად დასდო მსჯავრი გ.გ-ს, გ.კ-ს, დ.კ-ს, ა.თ-ს, შ.მ-იას, მ.შ-ს. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ.გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ხ. ს-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გ.გ-ს მიერ გ.შ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა ვერ დგინდება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქმის მასალების შესაბამისად, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არის დადგენილი, რომ გ.შავგულიძე გარდაიცვალა არაბუნებრივი სიკვდილით: მას ესროლეს ორი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც მიიღო ორი დაზიანება, რომელთაგან ერთ-ერთი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიყენებული, არის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, არშემავალი პლევრის ღრუში, რაც ატარებს დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. ის ფაქტი, რომ გ.შ-ს გულმკერდის მარცხენა ნახევარში ბრმა ჭრილობა მიაყენა გ. გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან, დადგენილია მოწმეების – მ. მ-სა და ს. დ-ს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ჩვენებათა იმ ნაწილით, რითაც ისინი ადასტურებენ გ.გ-ს მიერ იარაღიდან სროლის ფაქტს. იარაღიდან სროლის ფაქტს თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს. მართალია, როგორც მსჯავრდებული გ.გ, ასევე მითითებული მოწმეები განმარტავენ, რომ გასროლა იყო შემთხვევითი და იგი მოხდა მას შემდეგ, რაც გ.გ-ს დაეჯახა უცნობი პირი, მაგრამ პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ ჩვენებებზე. სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მისცა სამართლებრივი შეფასება და სწორად არ მიინჩია აღნიშნულ ნაწილში მითითებული ჩვენებები სარწმუნოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მხედველობაში მიღებით, რომლის შესაბამისადაც გ.შ-ს ტანსაცმელზე, კერძოდ, ქურთუკსა და პერანგზე აღინიშნება ხუთი დაზიანება, რომლებიც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით, სროლა კი ნაწარმოებია ახლო მანძილიდან; ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ექსპერტ გ.ც-ს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული დასკვნის შესაბამისად, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ სროლები ნაწარმოებია ახლო მანძილიდან; აგრეთვე, დამატებითი კომპლექსურ-კომისიური სასამართლო-სამედიცინო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, რომელიც მოცემულ გარემოებებში, გ.შ-ს სხეულზე დაზიანებების მიმართულებისა და სროლის კუთხის გათვალისწინებით, გამორიცხავს გ.შ-ს უნებლიე დაჭრის შესაძლებლობას; ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მხედველობაში მიღებით, დაზიანების ადგილის გათვალისწინებით, რომ ბრმა ცეცხლსასროლი ჭრილობა მიყენებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ე.ი. სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას, სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ გ.გ-ძემ მის ხელთ არსებული იარაღიდან გ.შ-ს მიმართულებით ისროლა არა უცნობ პირთან შემთხვევითი დაჯახების შედეგად, არამედ – მისი მოკვლის განზრახვით. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ასევე უარყოფილია მსჯავრდებულ გ.გ-სა და მოწმე ვ.დ-ს ჩვენებები იმ ნაწილში, რომ გ.გ-ძემ ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა შემთხვევის ადგილზე და აიღო იმ მიზნით, რომ ბარიდან გარეთ გაეტანა და გადაეგდო.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ.გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ.ს-ძის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან საქმეში არსებულ ფოტოსურათებზე უკვე დაჭრილ გ.შ-ს არ აცვია ქურთუკი, ეს ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, საერთოდ ეცვა თუ არა შემთხვევის დღეს გ.შ-ს ქურთუკი, რითაც, შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება სასამართლო-ფიზიკოტექნიკური და კომპლექსურ-საკომისიო ფიზიკოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნები. პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულს, ვინაიდან საქმეში არსებობს 1999წ. 14 მარტს შედგენილი წარმოდგენის ოქმი, რომლის შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტირს ექსპერტმა კ.ე-ავმა გამომძიებელს წარუდგინა გარდაცვლილ გ. გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან, დადგენილია მოწმეების – მ. მ-სა და ს. დ-ს სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ ჩვენებათა იმ ნაწილით, რითაც ისინი ადასტურებენ გ.გ-ძის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტს. იარაღიდან სროლის ფაქტს თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს. მართალია, როგორც მსჯავრდებული გ. გ-ძე, ასევე მითითებული მოწმეები განმარტავენ, რომ გასროლა იყო შემთხვევითი და იგი მოხდა მას შემდეგ, რაც გ.გ-ძეს დაეჯახა უცნობი პირი, მაგრამ პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ ჩვენებებზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მისცა სამართლებრივი შეფასება და სწორად არ მიიჩნია აღნიშნულ ნაწილში მითითებული ჩვენებები სარწმუნოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მხედველობაში მიღებით, რომლის შესაბამისადაც გ. შ-ს ტანსაცმელზე, კერძოდ, ქურთუკსა და პერანგზე აღინიშნება ხუთი დაზიანება, რომლებიც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით, სროლა კი ნაწარმოებია ახლო მანძილიდან; ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ექსპერტ გ. ც-ძის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული დასკვნის შესაბამისად, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ სროლები ნაწარმოებია ახლო მანძილიდან; აგრეთვე დამატებითი კომპლექსურ-კომისიური სასამართლო-სამედიცინო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, რომელიც მოცემულ გარემოებებში, გ. შ-ს სხეულზე დაზიანებების მიმართულებისა და სროლის კუთხის გათვალისწინებით, გამორიცხავს გ. შ-ძის უნებლიე დაჭრის შესაძლებლობას; ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მხედველობაში მიღებით, დაზიანების ადგილის გათვალისწინებით, რომ ბრმა ცეცხლსასროლი ჭრილობა მიყენებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ე.ი. სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას, სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ გ. გ-ძემ მის ხელთ არსებული იარაღიდან გ. შ-ძის მიმართულებით ისროლა არა უცნობ პირთან შემთხვევითი დაჯახების შედეგად, არამედ – მისი მოკვლის განზრახვით. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ასევე უარყოფილია მსჯავრდებულ გ. გ-ძისა და მოწმე ს. დ-ს ჩვენებები იმ ნაწილში, რომ გ. გ-მ ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა შემთხვევის ადგილზე და აიღო იმ მიზნით, რომ ბარიდან გარეთ გაეტანა და გადაეგდო.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ს-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან საქმეში არსებულ ფოტოსურათებზე უკვე დაჭრილ გ. შ-ს არ აცვია ქურთუკი, ეს ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, საერთოდ ეცვა თუ არა შემთხვევის დღეს გ. შ-ს ქურთუკი, რითაც, შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება სასამართლო-ფიზიკოტექნიკური და კომპლექსურ-საკომისიო ფიზიკოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნები. პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულს, ვინაიდან საქმეში არსებობს 1999წ. 14 მარტს შედგენილი წარმოდგენის ოქმი, რომლის შესაბამისადაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტმა კ. ე-მა გამომძიებელს წარუდგინა გარდაცვილილ გ. შ-ს ტანსაცმელი, მათ შორის – ქურთუკი, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნივთები ექსპერტმა წარადგინა შემთხვევის მეორე დღეს, ექსპერტიზების ჩატარებამდე.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების: გ. კ-ს, დ. კ-ს, ა. თ-ს, შ. მ-ს, მ. შ-ძია და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდებოდა მსჯავრდებულების: გ. კ-ს, დ. კ-ს, ა. თ-ს, შ. მ-ს, მ. შ-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ შემთხვევის დღეს ბარ “შინოში” იმყოფებოდა მრავალი დამსვენებელი. მოწმეების – ი. ო-სა და ა. ბ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ბარში შევიდ
ა ასევე გ. კ-, რომელმაც გამოიწვია გ. კ-ს გაღიზიანება, ვინაიდან იგი იყო ახლობელი იმ პიროვნებისა, რომელმაც გ. კ-ძის ახლო მეგობარი – შ. კ მოკლა. ა. ბ-ს, ნ. ბ-ძის ჩვენებების შესაბამისად, მთვრალმა, გაღიზიანებულმა გ. კ--მ ბარში მყოფი საზოგადოების გასაგონად დაიწყო უმისამართოდ დედის გინება, რაზედაც შენიშვნა ჯერ ა. ბ-მა მისცა, შემდეგ კი – გ. შ-მ. მიუხედავად ამისა, გ. კ-ძე კვლავ აგრძელებდა ხმამაღლა გინებას. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გ. შ-ს მხრიდან გ. კ-სათვის შენიშვნის მიცემას შედეგად მოჰყვა გ. შ-ს ცემა იქ მყოფი გ. კ-სა და მისი მეგობრების მხრიდან. მსჯავრდებულების მიერ გ. შ-ს ცემის ფაქტს ადასტურებენ მოწმეები – ო. დ-ადი, რომელმაც დაადასტურა, რომ ცემის დროს გ. შ-ძე იძულებული იყო, ბარის დახლის უკან დაეხია, ერთ-ერთმა ბარის საყრდენი სკამიდან მას ბოთლი მოუქნია; დ. ჩ--ც ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ გ. შ-ძეს სცემდნენ და ბოთლებს ესროდნენ. გ. შ მოექცა ბარის დახლის შიგნით, რა დროსაც ამოიღო პისტოლეტი და გაისროლა მოჩხუბრების მიმართულებით; გ. წ-ძე, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ გ. შ-ს დაუწყეს ცემა და იგი იძულებული გახდა, შესულიყო დახლის საყრდენის შიგნით, შემდეგ ბეჭებით მიეყუდა ვიტრინას და იგერიებდა თავდამსხმელებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, სხვებს კი ჰქონდათ შესაძლებლობა, გ. შ-სათვის ესროლათ სხვადასხვა ჭურჭელი; ლ. ქ-, რომელმაც დაადასტურა რა გ. შ-ძის ცემის ფაქტი, ასევე უჩვენა, რომ გ. შ-ს ესროდნენ ბოთლებს, ჭიქებს და სხვა სახის ჭურჭელს. ზემოთ მითითებულ მოწმეთა ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია კომისიური სამედიცნო-კომპლექსური, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შესაბამისადაც, ცეცხლსასროლი ჭრილობების გარდა გ. შ-ს გვამზე აღინიშნებოდა დაჟეჟილობები თავის არეში და ნაჭდევების – მარჯვენა ქვედა ქუთუთოზე, ზედა ტუჩზე მარჯვნივ, მუცლის წინა, მარჯვენა ზედაპირზე და მარჯვენა კოჭ-წვივის სახსარზე. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნით მოქმედების შედეგად. თავის არეში არსებული დაჟეჟილი ჭრილობებისა და მუცლის წინა, გვერდით ზედაპირზე არსებული ნაჭდევების განვითარება შეუიარაღებელი ხელის მოქმედებით შეუძლებელია. ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს მათი განვითარების შესაძლებლობას ფეხსაცმლიანი ფეხის მოქმედების შედეგად; სასამართლო-სამედიინო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ექსპერტ ლ. ჩ-ს დასკვნით, გ. შ-ს სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, დაზიანების მიყენებული პირები გ. შ-ს მიმართ იდგნენ უპირატესად მარჯვნივ.
მსჯავრდებულთა მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადგენილია ასევე მოწმეების – თ. ვ-ს, ქ. ჯ-ს, მ. მ-ს ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს ფაქტი იმის თაობაზე, რომ ჩხუბის შემდეგ გ. კ-ს დაზიანებული ჰქონდა ორივე ხელი და ჭრილობებიდან სდიოდა სისხლი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შესაბამისად, გ. კ-ძეს მარცხენა წინა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა სწორკიდეებიანი ჭრილობა, ასევე ხასიათის სწორკიდეებიანი ჭრილობა, ასეთივე ხასიათის სწორკიდეებიანი ჭრილობა აღენიშნებოდა მარჯვენა ხელის შუა თითის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი იარაღით, ასევე ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შესაბამისადაც, გ. შ-ძის სისხლი მიეკუთვნება II ჯგუფს, გ. კიკნაძის სისხლი – I ჯგუფს, გ. კ-ს ტანსაცმელზე, კერძოდ, მაისურზე აღმოჩნდა II ჯგუფის სისხლი.
მოწმე მ. მ-ს ჩვენებით, რომელმაც ანალოგიურად დაადასტურა, რომ ჩხუბის შემდეგ ა. თ- და გ. კ იყვნენ დასისხლიანებულები; მოწმე ნ. ბ-ს ჩვენებებით, რომელმაც ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ მ. შ-ს ჩხუბის შემდეგ გასისხლიანებული ჰქონდა სახე; მოწმე ნ. ბ-ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ძმებმა გ. და დ. კ-ებმა და მათმა 5-6 მეგობარმა გ. შ-ს დაუწყეს ცემა; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ტოქსიკოლოგიის კურსის ხელმძღვანელის, ტოქსიკოლოგიის ეროვნული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის დირექტორ თ. კ-ს მიერ გაკეთებული დასკვნით, რომელმაც მიუთითა, რომ აირის ქიმიური შემადგენლობის, თვისებების, მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებითა და აირის პისტოლეტის დანიშნულებიდან გამომდინარე, აირის ნაკადი სხეულის მექანიკურ დაზიანება ან გონების დაკარგვას არ იწვევს; კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შესაბამისადაც, გ. შ-ძეს აღმოაჩნდა სხვადასხვა დაზიანება თავის, სახისა და ფეხის არეებში. მითითებული მტკიცებულებებით ასევე უარყოფილია მსჯავრდებულ გ. კ-ძის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მას შემდეგ, რაც მას დაარტყა გ. შ-მ, იგი წამიერად გაითიშა და ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე უარყოფილია მსჯავრდებულების – დ. კ-ძის, ა. თ-ს, მ. შ-ს, შ. მ-ს ჩვენებები იმ ნაწილში, რომ ისინი არ სცემდნენ გ. შ-ს და მისთვის რაიმე დაზიანება არ მიუყენებიათ.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ შ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შ. მ-ს კაფე-ბარ “ლაბაში” ხულიგნობა არ ჩაუდენია, რომ მას შემთხვევით მოუხვდა ხელი დახლზე დადებულ თეფშზე, რომელზედაც კათხა იდო და ორივე გატყდა.
აღნიშნული არ გამომდინარეოს, საქმის მასალებიდან. მართალია, სასამართლო სხდომაზე მოწმე ე. ჯანდიერმა შეცვალა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლითაც იგი ამხელდა შ. მ-ს კაფე-ბარ “ლაბაში” ჩადენილ ხულიგნობაში, მაგრამ პალატა თვლის, რომ საქმეში აღნიშნული ჩვენების გარდა არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დგინდება შ. მ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი. ნ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მისი ძმა – დ. ნ-შვილი ბარმენად მუშაობდა კაფე-ბარ “ლაბაში”. 24 თებერვალს, გამთენიისას, იგი ნაცემი მივიდა სახლში, მისგან ცნობილი გახდა, რომ კონფლიქტი მოსვლია შ. მ-იასთან, რომელსაც ერთხელ ნისიად მისცა ალკოჰოლური სასმელი და მეორედ უარის თქმის შემდეგ შ. მ-მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩაარტყა საფერფლე და სხვადასხვა ჭურჭელი. დ. ნ-ს ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია მოწმე გ. ს-ძის ჩვენებებით, რომელმაც დაადასტურა კაფე-ბარ “ლაბაში” შ. მ-იას მეგობრებთან ერთად შესვლის, ნისიად ალკოჰოლური სასმელის აღების, მეორედ კვლავ ალკოჰოლური სასმელის ნისიად მიცემის მოთხოვნის, ალკოჰოლური სასმელის ნისიად მიცემაზე უარის თქმის შემდეგ შ.M-მ-იას მიერ დ. ნ-თვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, დ. ნ-სათვის ლუდის კისერში ჩასხმის, სკამების, ჭიქებისა და სხვა ნივთების სროლის ფაქტი. კ.გ-ს ჩვენებით, რომლის შესაბამისადაც, მის ბარში 1999წ. 23 თებერვალს შ. მ-იას მოქმედების შედეგად დაზიანდა 12 ლარის ღირებულების ინვენტარი.
პალატა ვერ გაიზიარებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის – მ. შ--ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის წესით განმხილველმა სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულთა მიერ განხორციელებულ ქმედებებს, არასწორად დააკვალიფიცირა გ. გ-ს ქმედება დამამძიმებელი გარემოებების გარეშე ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობად, ხოლო გ. კ-ს, დ. კ-ის, ა. თ-ის, შ. მ-იას, მ. შ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები – სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. შ-ს მკვლელობა ჩადენილია ჯგუფის მიერ და ყველა მსჯავრდებული, მათი მოქმედებებიდან გამომდინარე, თანაამსრულებელია.
საქმის მასალების შესაბამისად, მსჯავრდებულებს – გ. კ-ს, დ. კ-ს, ა.თ--ს, შ. მ-ს, მ.შ-ს საბრალდებო დასკვნით ბრალად ედებოდათ მხოლოდ 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; მითითებული მსჯავრდებულებისათვის გამოძიებას ბრალად არ წარუდგენია თანაამსრულებლის სახით მკვლელობაში მონაწილეობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ, საპროცესო კოდექსის 450-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად, განსასჯელთა მიმართ საქმე განიხილა მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რითაც განსასჯელები სამართალში მისცა. საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოს უფლება არა აქვს, გასცდეს სასამართლო განხილვის ფარგლებს და უფრო მძიმე ბრალდება წარუდგინოს მსჯავრდებულს და უფრო მძიმე ბრალდებით დასდოს მსჯავრი, ვიდრე მას წარდგენილი ჰქონდა სამართალში მიცემის სტადიაზე.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაზარალებულ მ. შ-ს მოსაზრებას მის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია და სათანადო შეფასება არ მისცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაფიქსირებულ კიდევ ერთ მძიმე დაზიანებას, რომელიც გ. შ-ს აღენიშნება მარცხენა პლევრის ღრუში 600 მლ რაოდენობის ჩაქცეული სისხლისა და სისხლის კოლტების სახით (მარცხენამხრივი ჰემოტორაქსი), რომელიც აგრეთვე სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებაა და არ შეიძლება იყოს გამოწვეული გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება შესაძლებელია მიყენებული იყოს როგორც გ. გ-ძის, ასევე სხვა მსჯავრდებულთა მიერ განხორციელებული მოქმედების შედეგად. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ საკითხს მისცა სამართლებრივი შეფასება და, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, ემსჯელა აღნიშნულ დაზიანებაზე და ამ დაზიანების მიყენებისათვის მსჯავრი დაედო რომელიმე განსასჯელისათვის. ვინაიდან აღნიშნული დაზიანების მიყენება ბრალად არ ედება არც ერთ განსასჯელს, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოს უფლება არა აქვს, გასცდეს ბრალდების ფარგლებს.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ. გ-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას და სწორად დააკვალიფიცირა მის მიერ ჩადენილი მოქმედება განზრახ მკვლელობის მცდელობად, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. გ-ძის მიერ იარაღიდან წარმოებულ გასროლას წინ უძღოდა ჩხუბი, გ. შ-ს ცემა მსჯავრდებულთა მიერ, გ. გ-ს მიერ გაზის პისტოლეტიდან წარმოებული გასროლა. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გ. გ-ს არ ჩაუდენია ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობის მცდელობა.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილებას ლ. ქ-ს, გ. ღ-ს, ქ. ბ-სა და ი. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოთ მითითებულმა პირებმა გამოძიების პროცესშივე განაცხადეს მათ მიერ ცრუ ჩვენების მიცემის თაობაზე, რაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. რაც შეეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბარის თანამშრომლებმა ჩხუბის შემდეგ მოასუფთავეს შემთხვევის ადგილი, საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რითაც უტყუარად დადგინდებოდა, რომ ლ. ქ-სა და ბარის თანამშრომლებისათვის ცნობილი იყო, რომ ბარში მოხდა მკვლელობა, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ, რაც ლ. ქ-მა შეიტყო გ. შ-ს გარდაცვალების შესახებ, სასტუმროს მოსამსახურე პერსონალს დაავალა ბარში შეგროვილი ჭურჭლის ნამსხვრევები არ გადაეყარათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 12 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულების: გ. გ-ს, მ. შ-ს, შ. მ-ს, ა. თ-ს, გ. და დ. კ-ის მიმართ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 12 აპრილის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა გენერალური პროკურატურის დადგენილება ლ. ქევანიშვილის, ი. ბ-ის, ქ. ბ-სა და გ. ღ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 12 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულების: გ. გ-ს, მ. შ-ს, შ. მ-ს, ა. თ-ს, გ. კ-სა და დ. კ-ს მიმართ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 12 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.