დამთავრდა მორიგებით

ადმინისტრაციული 12.03.2020
საქმის ნომერი
ბს-133(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

#ბს-133(კ-19) 12 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ს. ნ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - ბ. ტ-ე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 25 მარტს ს. ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 მარტის #... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 მარტის #... და #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამავე სარჩელში მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებს და მესამე პირს აეკრძალოთ რაიმე სახის უფლების რეგისტრაცია (ნასყიდობა, იპოთეკა, აღნაგობა, სერვიტუტი) სადავო ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მესამე პირის ბ. ტ-ის საკუთრებაში აღრიცხულ მიწის ნაკვეთებთან (საკადასტრო კოდი ... და ...) მიმართებაში და ასევე მესამე პირს ბ. ტ-ეს აეკრძალოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების განხორციელება სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის განჩინებით ს. ნ-ას სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით ს. ნ-ას წარმომადგენელს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ბ. ტ-ე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით საქმეზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი ცნობილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ს. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 16 მარტის #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ტ-ემ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ტ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ნ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ნ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით ს. ნ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმად, ვინაიდან:

1. მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, ...ი, დაზუსტებული ფართობი 1000.00 (ათასი) კვ.მ., მიწის ნაკვეთის საკ.კოდი ..., ირიცხება ბ. ტ-ის საკუთრებაში;

2. მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, ...ი, დაზუსტებული ფართობი 1000.00 (ათასი) კვ.მ., მიწის ნაკვეთის საკ.კოდი ..., ირიცხება ბ. ტ-ის საკუთრებაში;

3. ს. ნ-ა სადავოდ ხდიდა და პრეტენზიას აცხადებდა ბ. ტ-ის საკუთრებაში აღრიცხულ ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე და მის მიერ გასაჩივრებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 18 მარტის #... და 2016 წლის 18 მარტის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 16 მარტის #... გადაწყვეტილება,მხარეები გამოთქვამენ სურვილს დავა დასრულდეს მორიგებით შემდეგი პირობებით:

„1. ს. ნ-ა ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, ...ი, დაზუსტებული ფართობი 1000.00 (ათასი) კვ.მ., მიწის ნაკვეთის საკ.კოდი ... საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბ. ტ-ეს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან (მათ შორის მის მდებარეობასთან) ასევე, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნული ვრცელდება მხარეთა უფლებამონაცვლეებზეც.

2. ს. ნ-ა და ბ. ტ-ე გამოთქვამენ თანხმობას, რომ ბ. ტ-ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთი (მდებარე ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, ...ი, დაზუსტებული ფართობი 1000.00 (ათასი) კვ.მ., მიწის ნაკვეთის საკ.კოდი ...) დაიყოს 2 ნაწილად, აქედან 300 (სამასი) კვ.მ. დარჩეს/აღირიცხოს ბ. ტ-ის საკუთრებაში (დანართი #2), ხოლო დარჩენილი 700 (შვიდასი) კვ.მ. აღირიცხოს ს. ნ-ას საკუთრებაში (დანართი #3), თანახმად თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა. (დანართი #1, ლურჯი ფერით დაშტრიხული ნაწილი ეკუთვნის ბ. ტ-ეს, წითელი ფერით დაშტრიხული ნაწილი ეკუთვნის ს. ნ-ას). ამ შემთხვევაში მხარეებს ერთმანეთის მიმართ (მიწის ნაკვეთებისა და მესაკუთრეების მიმართ) პრეტენზია არ გააჩნიათ. აღნიშნული ვრცელდება მხარეთა უფლებამონაცვლეებზეც.

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ აღასრულებს ამ მორიგების აქტით გათვალისწინებულ პირობებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

4. მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ აღსრულების შემთხვევაში მხარეებს არანაირი სახის პრეტენზია არ ექნებათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, კერძოდ მხარეები უარს აცხადებენ ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არსებულ ან/და სამომავლო ყოველგვარ მოთხოვნაზე, მათ შორის, ქონებრივ ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ სარჩელზე და საჩივარზე საერთო სასამართლოებში ან არბიტრაჟში.

5. წინამდებარე მორიგების აქტზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (დანართი 1,2,3) წარმოადგენს წინამდებარე მორიგების აქტის განუყოფელ ნაწილს.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომიდან საქმე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცების მიზნით გადაიდო იმავე დღეს, ზეპირი განხილვის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ უნდა დამტკიცდეს მხარეებს - ს. ნ-ას, ბ. ტ-ეს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს შორის მორიგება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა შეთანხმების შედეგად შედგენილ 2020 წლის 12 მარტის მორიგების აქტზე, რომელიც ხელმოწერილია კასატორის - ს. ნ-ას წარმომადგენლის - პ. ს-ას, მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის წარმომადგენლის - თ. კ-ის, მესამე პირის - ბ. ტ-ისა და ბ. ტ-ის წარმომადგენლის - ლ. კ-ის მიერ. მხარეები ითხოვენ მის დამტკიცებას მორიგების აქტით განსაზღვრული პირობებით.

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად:

„1. ს. ნ-ა ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, ...ი, დაზუსტებული ფართობი 1000.00 (ათასი) კვ.მ., მიწის ნაკვეთის საკ.კოდი ... საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბ. ტ-ეს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან (მათ შორის მის მდებარეობასთან) ასევე, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნული ვრცელდება მხარეთა უფლებამონაცვლეებზეც.

2. ს. ნ-ა და ბ. ტ-ე გამოთქვამენ თანხმობას, რომ ბ. ტ-ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთი (მდებარე ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, ...ი, დაზუსტებული ფართობი 1000.00 (ათასი) კვ.მ., მიწის ნაკვეთის საკ.კოდი ...) დაიყოს 2 ნაწილად, აქედან 300 (სამასი) კვ.მ. დარჩეს/აღირიცხოს ბ. ტ-ის საკუთრებაში (დანართი #2), ხოლო დარჩენილი 700 (შვიდასი) კვ.მ. აღირიცხოს ს. ნ-ას საკუთრებაში (დანართი #3), თანახმად თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა. (დანართი #1, ლურჯი ფერით დაშტრიხული ნაწილი ეკუთვნის ბ. ტ-ეს, წითელი ფერით დაშტრიხული ნაწილი ეკუთვნის ს. ნ-ას). ამ შემთხვევაში მხარეებს ერთმანეთის მიმართ (მიწის ნაკვეთებისა და მესაკუთრეების მიმართ) პრეტენზია არ გააჩნიათ. აღნიშნული ვრცელდება მხარეთა უფლებამონაცვლეებზეც.

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ აღასრულებს ამ მორიგების აქტით გათვალისწინებულ პირობებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

4. მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ აღსრულების შემთხვევაში მხარეებს არანაირი სახის პრეტენზია არ ექნებათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, კერძოდ მხარეები უარს აცხადებენ ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არსებულ ან/და სამომავლო ყოველგვარ მოთხოვნაზე, მათ შორის, ქონებრივ ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ სარჩელზე და საჩივარზე საერთო სასამართლოებში ან არბიტრაჟში.

5. წინამდებარე მორიგების აქტზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (დანართი 1,2,3) წარმოადგენს წინამდებარე მორიგების აქტის განუყოფელ ნაწილს.“

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და ს. ნ-ას სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას მხარეთა მორიგების შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორს - ს. ნ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე პ. ს-ას მიერ 07.03.2019წ. №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს მხარეებს - ს. ნ-ას, ბ. ტ-ეს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს შორის 2020 წლის 12 მარტს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

„1. ს. ნ-ა ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, ...ი, დაზუსტებული ფართობი 1000.00 (ათასი) კვ.მ., მიწის ნაკვეთის საკ.კოდი ... საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბ. ტ-ეს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან (მათ შორის მის მდებარეობასთან) ასევე, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნული ვრცელდება მხარეთა უფლებამონაცვლეებზეც.

2. ს. ნ-ა და ბ. ტ-ე გამოთქვამენ თანხმობას, რომ ბ. ტ-ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთი (მდებარე ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, ...ი, დაზუსტებული ფართობი 1000.00 (ათასი) კვ.მ., მიწის ნაკვეთის საკ.კოდი ...) დაიყოს 2 ნაწილად, აქედან 300 (სამასი) კვ.მ. დარჩეს/აღირიცხოს ბ. ტ-ის საკუთრებაში (დანართი #2), ხოლო დარჩენილი 700 (შვიდასი) კვ.მ. აღირიცხოს ს. ნ-ას საკუთრებაში (დანართი #3), თანახმად თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა. (დანართი #1, ლურჯი ფერით დაშტრიხული ნაწილი ეკუთვნის ბ. ტ-ეს, წითელი ფერით დაშტრიხული ნაწილი ეკუთვნის ს. ნ-ას). ამ შემთხვევაში მხარეებს ერთმანეთის მიმართ (მიწის ნაკვეთებისა და მესაკუთრეების მიმართ) პრეტენზია არ გააჩნიათ. აღნიშნული ვრცელდება მხარეთა უფლებამონაცვლეებზეც.

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ აღასრულებს ამ მორიგების აქტით გათვალისწინებულ პირობებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

4. მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ აღსრულების შემთხვევაში მხარეებს არანაირი სახის პრეტენზია არ ექნებათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, კერძოდ მხარეები უარს აცხადებენ ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არსებულ ან/და სამომავლო ყოველგვარ მოთხოვნაზე, მათ შორის, ქონებრივ ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ სარჩელზე და საჩივარზე საერთო სასამართლოებში ან არბიტრაჟში.

5. წინამდებარე მორიგების აქტზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (დანართი 1,2,3) წარმოადგენს წინამდებარე მორიგების აქტის განუყოფელ ნაწილს.“

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება;

3. ს. ნ-ას სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;

4. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. კასატორს - ს. ნ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე პ. ს-ას მიერ 07.03.2019წ. №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი