შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 08.06.2004
საქმის ნომერი
2კ-178დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.06.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 178-დად 8 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება და მსჯავრდებული გ. დ-ლი 9 თვის ვადით სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა საპყრობილეში.

აღწერილობითი ნაწილი:

მსჯავრდებული გ. დ-ლი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 5 ნოემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.

გ. დ-ლი სასჯელს იხდის 2000წ. 8 დეკემბრიდან, სასჯელის დასასრულია 2006წ. 8 დეკემბერი.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ გ. დ-ის საპყრობილების შინაგანაწესს, თავისი ქმედებებით ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია დაწესებულებაში, რის გამოც მსჯავრდებულის იქ ყოფნა საფრთხეს უქმნის დაწესებულებაში არსებულ რეჟიმსა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას. მცხეთის რაიონულმა სასამართლოს 2004წ. 8 აპრილის დადგენილებით წარდგინება დააკმაყოფილა.

მსჯავრდებული კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და საპყრობილის რეჟიმზე ყოფნის შემცირებას, მძიმე ავადმყოფობის გამო.

პროკურორმა ო. რ-ამ მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და პალატის წინაშე იშუამდგომლა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 აპრილის დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარი სწარდგინება მსჯავრდებულ გ. დ-ის 9 თვით საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ ისე დააკმაყოფილა, რომ არ გაითვალისწინა მისი შემამსუბუქებელი გარემოებები.

მმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ლს აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ჰყავს ღრმად მოხუცებული მშობლები, უსინათლო მამა, საპყრობილის რეჟიმზე მის გადაყვანას შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რადგანაც, როგორც პირად საქმეში თანდართული სამედიცინო ცნობებიდან ირკვევა, აქვს ღვიძლის ჰეპატიტი, მარცხენა ფილტვის დაჩრდილვა, რომელზეც გაუკეთდა ოპერაცია, პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსჯავრდებულ გ.დურგლიშვილის საპყრობილის რეჟიმზე 9 თვის ვადით გადაყვანას.

აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 აპრილის დადგენილება მსჯავრდებულ გ. დ-ის 9 თვის ვადით საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ მკაცრია და იგი უნდა შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მას შეუმცირდეს საპყრობილეში ყოფნის ვადა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პრველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. დ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 აპრილის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ის სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპყრობილის რეჟიმზე ყოფნის ვადა – 9 თვე – შეუმცირდეს 6 თვემდე.

დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.