დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹27I 21 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა გორის რაიონული პროკურორის მოადგილის _ ზ. ო-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. Eუ-ეს საბრალდებო დასკვნით ბრალად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 მარტის განაჩენით რ. უ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითY და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში საქმე დადგენილებით დაუბრუნდა გორის რაიონულ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინებით რაიონული სასამართლოს დადგენილება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ დარჩა უცვლელად.
საბრალდებო დასკვნით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2002წ. 20 ნოემბერს რ. უ-ძე იყო მთვრალი, მას ასევე მიღებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “---". დაახლოებით 16 საათზე იგი მივიდა ქ. გორში, --- ქ. ¹56-ში მდებარე ბინაში, სადაც ცხოვრობდა მისი სიდედრი მ. ქ-ლი, სახლში მას არ დახვდა მეუღლე ლ. ს-ლი. ლ. ს-ლი იმყოფებოდა ქ. გორში, --- ქ. ¹10/13-ში მხოვრებ ც. ს-თან. რ. უ-ძე მეუღლეს უშლიდა ც. ს-თან ურთიერთობას, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ც. ს-ლი ეწეოდა ამორალურ ცხოვრებას. რ. უ-ძე სახლიდან გაემართა ც. ს-ის საცხოვრებელი ბინისაკენ, სადაც მივიდა დაახლოებით 18 საათზე. მეუღლე იქ არ დახვდა. რ. უ-ემ შურისძიების მოტივით განიზრახა ც. ს-ის მკვლელობა. მივიდა ც. ს-თან და დანით, რომელიც მას წინასწარ ჰქონდა სახლიდან წამოღებული, ც. ს-ს გულმკერდის წინა ზედაპირზე მიაყენა რვა ჭრილობა, რის გამოც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა, თვითონ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დანა კი გადააგდო. დანა ამოღებულ ვერ იქნა. წინასწარ გამოძიებაში რ. უ-სათვის ბრალად შერაცხული ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებით რ. უ-ის ბრალდების საქმე განზრახ მკვლელობის ნაწილში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნდა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები საქმეზე გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, საქმეში არსებობს ერთადერთი თვითმხილველი მოწმის _ პ. ს-ის ჩვენებები, სადაც იგი მკვლელობაში ამხელს განსასჯელს, მაგრამ მან რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება, ხოლო რაიონულ სასამართლოში კი საერთოდ გამორიცხა რ. უ-ის მიერ ც. ს-ის მკვლელობის ფაქტი; ასევე, მართალია, საქმეში არსებობს მიკრონაწილაკების კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ც. ს-ის სვიტრსა და ჟილეტის ზედაპირზე არსებული მკვეთრი ცისფერი, თეთრ ფერში გარდამავალი ბამბის ბოჭკოები საერთო ჯგუფური კუთვნილებისაა რ. უ-ის წარმოდგენილი ქურთუკის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან, ისევე როგორც რ. უ-ის ქურთუკის ზედაპირზე არსებული ლურჯი და მოყვითალო ბაცი, მორუხო ფერის პოლიამიდის ბოჭკოები საერთო გვარობრივი კუთვნილებისა ც. ს-ის ჟილეტის ქსოვილებში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ხოლო რ. უ-ის შავი ფერის შარვლის ზედაპირზე არსებული მუქი მომწვანო-მოლურჯო ფერის პოლიპკრილნიტრილური ბოჭკო საერთო გვარობრივი კუთვნილებისა ც. ს-ის სვიტრის ნართში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, მაგრამ ამავე დასკვნის შესავალი ნაწილის თანახმად, ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს რ. უ-ის მორუხო და შავი ფერის შარვლებზე, შავი ფერის ნაქსოვ სვიტრზე და მოცისფრო (მოლურჯო) ჯინსის ქურთუკზე, მაშინ, როდესაც პ. ს-ი ყველა ჩვენებაში განმარტავდა, რომ იმ პირს, რომელიც მას გაეკიდა დანით, ეცვა მწვანეყელიანი ჯემპრი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი, თავზე ეხურა მწვანე ქუდი (“ადიდასის"). მიკრონაწილაკების ექსპერტიზით კი დადგენილია რ. უ-ისა და ც. ს-ის ტანსაცმლების ბოჭკოების საერთო ჯგუფური (გვაროვნული) კუთვნილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შეუძლებელია გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო პალატამ შეფასება მისცა რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეზე უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუU არა რაიმე ურთიერთობა რ. უ-ეს ც. ს-თან. დადგენილ და მოწმის სახით დაკითხულ უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში; უნდა გადამოწმდეს ც. ს-ის მკვლელობის ყველა ვერსია როგორც ა. ტ-ის, ასევე ვიტალი დ-ის მიმართ; წინასწარი გამოძიებისას შესწავლილ უნდა იქნეს ც. ს-ის მოვალეთა წრე და დაიკითხონ ისინი.
კერძო საკასაციო საჩივრით კასატორი _ გორის რაიონული პროკურორის მოადგილე ზ. ო-ძე ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის გორის რაიონული სასამართლოში დაბრუნებას, იმ საფუძვლით, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად და საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია რ. უ-ის მსჯავრდებისათვის.
მსჯავრდებულ რ. უ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას.
მსჯავრდებული რ. უ-ძე მხარს უჭერს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას.
დაზარალებული ნ. ჯ-ლი მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ზ. ო-ეს, მსჯავრდებულ რ. უ-ეს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ მ. ჩ-ეს, დაზარალებულ ნ. ჯ-ლს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ წარმოებული გამოძიება არსებითად არასრულია და იგი არ შეიძლება სასამართლო სხდომაზე შეივსოს. როგორც საქმის მასალებით, კერძოდ კი მიკრონაწილაკების კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით არის დადგენილი, ც. ს-ის სვიტრსა და ჟილეტის ზედაპირზე არსებული მკვეთრი ცისფერი, თეთრ ფერში გარდამავალი ბამბის ბოჭკოები საერთო ჯგუფური კუთვნილებისაა რ. უ-ის წარმოდგენილი ქურთუკის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან, ისევე როგორც რ. უ-ის ქურთუკის ზედაპირზე არსებული ლურჯი და მოყვითალო ბაცი, მორუხო ფერის პოლიამიდის ბოჭკოები საერთო გვარობრივი კუთვნილებისაა ც. ს-ის ჟილეტის ქსოვილებში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ხოლო რ. უ-ის შავი ფერის შარვლის ზედაპირზე არსებული მუქი მომწვანო-მოლურჯო ფერის პოლიპკრილნიტრილური ბოჭკო საერთო გვარობრივი კუთვნილებისაა ც. ს-ის სვიტრის ნართში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან. ამავე დასკვნის შესავალი ნაწილის თანახმად, ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს რ. უ-ის მორუხო და შავი ფერის შარვლებზე, შავი ფერის ნაქსოვ სვიტრსა და მოცისფრო (მოლურჯო) ჯინსის ქურთუკზე. აქედან გამომდინარე, რ. უ-ეს შეთხვევის დღეს ეცვა ქურთუკი, თუმცა ბრალდების ძირითადი მოწმე პ. ს-ი ყველა ჩვენებაში განმარტავდა, რომ იმ პირს, რომელიც მას გაეკიდა დანით, ეცვა მწვანეყელიანი ჯემპრი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი, თავზე ეხურა მწვანე ქუდი (“ადიდასის"). მიკრონაწილაკების ექსპერტიზით კი დადგენილია რ. უ-ისა და ც. ს-ის ტანსაცმლების ბოჭკოების საერთო ჯგუფური (გვაროვნული) კუთვნილება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სწორია სააპელაციო პალატის მითითება იმის თაობაზე, რომ დამატებით გამოძიებაში უნდა გაირკვეს: ეცვა თუ არა რ. უ-ეს შემთხვევის დღეს მოცისფრო (მოლურჯო) ჯინსის ქურთუკი და შედგება თუ არა ეს Qქურთუკი მკვეთრი ცისფერი, თეთრ ფერში გარდამავალი ბამბის ბოჭკოებისაგან.
საქმის მასალებით, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოქალაქე ც. ს-ის გვამზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ აღენიშნებოდა რვა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რომლებიც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად. ბრალდების მიერ მიჩნეულია, რომ მიკრონაწილაკების კრიმინალისტიკური ექსპერტიზა ჩატარებულია რ. უ-ის იმ ტანსაცმელზე, რომელიც მას შემთხვევის დღეს ეცვა. დამატებით გამოძიებაში უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა დამნაშავემ მსხვერპლს ისე მიაყენოს რვა ჭრილობა, რომ მის ტანსაცმელზე არ გადავიდეს სისხლის ლაქა.
საქმის მასალების მიხედვით, კერძოდ კი მოწმე პ. ს-ის ჩვენების თანახმად, როდესაც მას კიბეზე დამნაშავე გამოეკიდა დანით ხელში, დაუძახა: “პატიკო, ნუ გეშინია, გაჩერდიო". აქედან გამომდინარე, დამნაშავე უნდა ყოფილიყო ის პიროვნება, რომელიც ახლოს იცნობდა ც. ს-ის ოჯახს. პ. ს-ის ჩვენებების შესაბამისად, მან გამოძიების საწყის ეტაპზე დანაშავედ ამოიცნო ა. ტ-ლი.
არასრულწლოვანი მოწმეების _ ნ. და თ. დ.ა-ების ჩვენებათა შესაბამისად კი პიროვნება, რომელიც მისდევდა პ. ს-ს, არ იყო რ. უ-ძე. მათივე ჩვენებების თანახმად, მათ სახეზე არ შეუხედავთ დამნაშავისათვის და ვერ იცნობენ. საქმის მასალების თანახმად, დანაშაული მომხდარია იმ დროს, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ხალხი ტრიალებდა. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სწორია საკასაციო პალატის მითითებები იმის შესახებ, რომ დამატებითი გამოძიებისას უნდა დადგინდნენ ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შემთხვევის დროს და დაიკითხონ იმის თაობაზე, ხომ არ დაუნახავთ მათ შემთხვევის დღეს რ. უ-ძე ან სხვა საეჭვო პიროვნება; გადამოწმდეს ც. ს-ის მკვლელობის ყველა ვერსია როგორც ა. ტ-ის, ასევე ვ. დ-ის მიმართ; წინასწარი გამოძიებისას შესწავლილ იქნეს ც. ს-ის მოვალეთა წრე და დაიკითხონ ისინი.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინება რ. უ-ის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინება რ. უ-ის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე დარჩეს უცვლელად.