განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 18.03.2003
საქმის ნომერი
2კ-41დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.03.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 41-დად 18 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის, პროკურორ ნ. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასმართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 იანვრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 26 ივლისს, თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო თბილისში, სანზონის დასახლების მე-9 “ბ” კორპუსის ¹447 საცხოვრებელ ბინაში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის ჟურნალისტის _ გ. ს-ს გვამის აღმოჩენა ძალადური სიკვდილის ნიშნებით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის დავალებით, საქმეზე წინასწარი გამოძიება დაევალა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

2002 წლის 29 სექტემბერს, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ხ. ჩ-მ საჩივრით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა წინასწარი გამოძიების დროს დაშვებული უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 100000 ლარის ოდენობით _ საქართველოს სსსკ-ის 227-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით, საქართველოს სსსკ-ის 48-ე მუხლის მე-9-ე ნაწილის შესაბამისდ, საჩივარი განსჯადობით გადაუგზავნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის საჩივრის შესწავლის შედეგად, 2002 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით ჩათვალა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ხ. ჩ-ს საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვებულ უნდა იქნეს განხილვის გარეშე.

რაიონულმა სასამართლომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის ხ. ჩ-ს საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა და საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა იმ მოტივით, რომ საქართველოს სსსკ-ის 221-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილი უნდა იყოს სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელ ქმედებათა ფაქტი. ასევე მიუთითა, რომ საკითხი თუ რამდენად კანონიერი ან დასაბუთებული იყო საგამოძიებო ორგანოთა მოქმედება, შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის შედეგად, ვინაიდან საქმე ჯერ არსებითად არ განხილულა და არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ესა თუ ის საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ან დაუსაბუთებლად არის მიჩნეული, სასამართლომ მომჩივანის საჩივარი არ განიხილა დაუშვებლობის გამო.

მეორე არგუმენტი, რომლის გამოც სასამართლომ საჩივარი განუხილველად დატოვა არის ის, რომ დადგენილების მიხედვით დაზარალებლის უფლებამონაცვლემ ხ. ჩ-მ სასამართლომ საჩივარი შეიტანა მას შემდეგ, რაც წინასწარი გამოძიება უკვ დამთავრებული იყო, ანუ საქართველოს სსსკ-ის 227-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საჩივრის შეტანის ვადის გადაცილებით.

აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ხ. ჩ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა რა ხ. ჩ-ს კერძო სააპელაციო საჩივარი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რაიონული სასამართლოს ზემოთმოყვანილი არგუმენტაცია, რომელსაც ემყარება სასამართლოს გადაწყვეტილება, არის საფუძველი საჩივრის არა განუხილველად დადებისა, არამედ საჩივრის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილბაზე უარის თქმისათვის, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია პალატამ სასამართლოს დადგენილებაში მითითებული მეორე არგუმენტი დაზარალებლის უფლებაონაცვლის მიერ სასამართლოში საჩივრის შეტანა სსსკ-ის 227-ე მუხლის პირვლი ნაწილით დადგენილი ვადის გადაცილებით, თავისი 2002 წლის 20 იანვრის განჩინებით დააკმაყოფილა კერძო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, გააუქმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 იანვრის დადგენილება.

კერძო საკაციო საჩივარში პროკურორი ნ. ს. ითხოვს, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელციო პალატის 2003 წლის 20 იანვრის განჩინების, როგორც აშკარად უკანონოს, გაუქმებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა ხ. ჩ-ს საჩივარი.

დაზარალებული ხ. ჩ. ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა კერძო სიკასაციო საჩივარი, თანდართული მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც წარმოადგენილი მასალებიდან ირკვევა, ამჟამად სისხლის სამართლის საქმე ¹1001830, ტელეჟურნალისტ გ. ს-ს განზრახ მკვლელობის ფაქტე, საქართველოს სკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, არსებითად იხილება გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ხ.ჩხაიძე ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიების სტადიაზე ცნობილია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. ხ. ჩ-ს მიერ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეტანილი საჩივარიშეეხება გ.ს-ს მკვლელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ მისი, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლის საპროცესო უფლებების დარღვევასა და ამის შედეგად, მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას.

პალატას არასწორად მიაჩნია პროკურატურისა და რაიონული სასამართლოს პოზიცია საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამასთან, ხ. ჩ-ს საჩივრის არსებითად განმხილველ რაიონულ სასამართლოში აუცილებელია სისხლის სამართლის საქმი სმასალების უშუალოდ გაცნობა-განხილვა, სამართლებრივი შეფასებების მიღემა და საჩივრის საფუძვლიანობაზე შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების მიღება. ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმე ამ მომენტისათვის იმყოფება გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს წარმოებაში და მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, საქმის გადაცემა სხვა სასამართლოში ხ. ჩ-ს საჩივრის განსახილველად დაუშვებელია. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული საჩივრის განმხილველი სასამართლოს მიერ მისი გადაწყვეტა სისხლის სამართლის საქმის მასალების გარეშე, წარმოადგენს სსსკ-ის 440-ე მუხლით გათვალისწინებული უშუალობის პრინციპის დარღვევას.გარდა ამისა, ხ. ჩხაიძის საჩივრის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლო ვერ შეაჩერებს საჩივრის განხილვას ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი სასამართლო ინსტანციის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან შეჩერების ასსეტ საფუძველს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხ. ჩ-ს საჩივრის არსებითად განხილვა შეუძლებელია კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.

სსსკ-ის 416-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ძირითადი საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, ყოველგვარი საჩივარი და შუამდგომლობა უნდა განიხილოს უშუალოდ სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ. ძირითადი სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ. ძირითადი სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოო ვალდებულია ყოველმხრივბ ობიექტურად და სრულად განიხილოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი საჩივარი თუ შუამდგომლობა, რომელიც არ განხილულა საქმის სასამართლოსათვის გადაცემამდე. სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, უნდა იმსჯელოს წინასწარი გამოძიების პროცესში დარღვეული საპროცესო უფლებების შესახებ.

ამდენად, ხ. ჩ-ს საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად, უნდა გადაეცეს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლსო წარმოებაში არსებული გ. ს-ს განზრახ მკვლელობის საქმის განმხილველ მოსამართლეს, რომელმაც უნდა მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება საჩივარში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპრცოესო კოდექსის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლს საქმეთა სააპელაციო პალატეს 2003 წლის 20 იანვრის განჩინებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ხ. ჩ-ს საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად, გადაეცეს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული გ. ს-ს განზრახ მკვლელობის საქმის განმხილველ სასამართლო შემადგენლობას.

განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატას განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.