განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 06.03.2002
საქმის ნომერი
2კ-20დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.03.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 20-დად 6 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ვ. პ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. პ. 2001 წლის 8 მარტს გაასამართლა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ და იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), 137-ე და 138-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული ვ. პ. მისი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 ივნისის განაჩენით სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, რის გამოც ჩადენილი დანაშაულისათვის, რაც გათვალისწიებულია სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), მას შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. მსჯავრდებული ვ. პ. სასჯელის მოსახდელად გამწესებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაში.

მსჯავრდებულ ვ. პ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 11 ოქტომბერს, სასჯელის მოხდა უმთავრდება 2003 წლის 11 ოქტომბერს. დანიშნული სასჯელის ვადის 2/3 (ორი მესამედი) ნაწილი მოიხადა 2002 წლის 11 ოქტომბრს, ხოლო ამჟამად ფაქტობრივად მოხდილი აქვს ¾3/4-ზე მეტი.

2002 წლის 1 ნოემბრს რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა მსჯავრდებულ ვ. პ-ს სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება შემდეგი მოტივით:

მსჯავრდებულ ვ. პ-ს ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში ხასიათდება დადებითად და დაადგა გამოსწორების გზას, რაც იმაზე მიუთითებს, მან შეიგნო მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2002 წლის 5 ნოემბრის დადგენილებით უარი თქვა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინიტრაციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და მსჯავრდებულ ვ. პ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე.

სასამართლომ თავისი უარი იმით დაასაბუთა, რომ მსჯავრდებული ვ. პ. სასჯელის მოხდის პერიოდში არ ყოფილა არც დასჯილი და არც წახალისებული, მის მიერ ჩადენილია მძიმე, განზრახი დანაშაული, მას ბოლომდე არ აქვს გათვითცნობიერებული მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი. ამასთან, სასამართლო განხილვაში მონაწილე პროკურორი მხარს არ უჭერს შუამდგომლობას.

მსჯავრდებულმა ვ. პ-მა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის დადგენილების თაობაზე კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას.

საკასაციო განხილვაში მონაწილე პროკურორი ო. რ. მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატას, შეისწავალა რა მსჯავრდებულ ვ. პ-ს პირადი საქმე და მოუსმინა პროკურორს, მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული ვ. პ. სასჯელის მოხდის პერიოდში არ ყოფილა შემჩნეული რეჟიმის დარღვევაში, წახალისებულია ერთხელ ადმინისტრაციის მიერ, გამოეცხადა მადლობა, იმ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც იგი სასჯელს იხდის, მას ახასიათებს დადებითად და მიაჩნია, რომ იგი დაადგა გამოსწორების გზას. გარდა ამისა, პალატა ითვალისწინებს სხვა გარემოებებსაც, კერძოდ, პირველი დანაშაული, რომლისთვისაც იგი მსჯავრდებულია, მას ჩადენილი აქვს არასრულწლოვნობის პერიოდში, ხოლო ამ დანაშაულით მიყენებული ზიანი დაზარალებულს მთლიანად აუნაზღაურდა. ამასთან, მოცემული მომენტისათვის მას უკვე მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის არამარტო კანონით სავალდებულო ორი მესამედი ნაწილი, არამედ სამ მეოთხედზე მეტი. ასეთი პირობების არსებობისას საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლი შესაძლებლად მიიჩნევს დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მძიმე დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებულის ვადამდე პირობით გათავისუფლებას.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის დადგენილება უნდა შეიცვალოს, ხოლო მსჯავრდებული ვ. პ. ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხლმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. პ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული ვ. პ. ვადამდე პირობით გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.