განჩინება შეიცვალა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 92-დად 29 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 19 დეკემბრის განაჩენით მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1996წ. 13 აგვისტოდან.
მსჯავრდებულმა მ. მ-მ სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2003წ. 13 აგვისტოს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹5 დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ მ. მ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
სასამართლომ ადმინისტრაციის წარდგინება განიხილა 2003წ. 28 მარტს და თავისი დადგენილებით იგი არ დააკმაყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. მ. ითხოვს პირობით ვადამდე განთავისუფლებას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს სამი შვილი, მოხდილი აქვს 6 წელი და 8 თვე.
პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს, მან კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ მსჯავრდებულ მ. მ-ს მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის სამი მეოთხედი, მოსახდელად დარჩენილი აქვს ერთი წელი და სამი თვე, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს სამი შვილი, მყარად დგას გამოსწორების გზაზე, არის ქალი.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს დანარჩენი სასჯელის მოხდისაგან მის პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 72-ე და სსსკ-ის 610-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილსისი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის დადგენილება გაუქმდეს და მ. მ. დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდეს პირობით ვადაზე ადრე.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.