განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 123-დად 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 24 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული შ. ქ. საქართველოს სსსკ-ის 612-ე მუხლის შესაბამისად 1 წლის ვადით სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა საპყრობილეში.
აღწერილობითი ნაწილი:
მსჯავრდებულ მ. ქ. მსჯავრდებულ იქნა ჩხოროწყუს რაიონის სასამართლოს მიერ 1999 წ. 27 აპრილს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 153-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 252-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებით (1961 წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და საბოლოოდ შეეფარდა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ქ. 2000 წ. 17 ნოემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენიდან მოუხდელი სასჯელის ნაწილი 3 წელი და განესაზღვრა 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წ. 11 მაისიდან, სასჯელის დასასრულია 2007 წ. 11 მაისი.
მ. ქ. Qქ. რუსთავის ¹2 დაწესებულებაში სასჯელს იხდის 2002 წ. 22 ივნისიდან.
სასჯელის მოხდის პერიოდში მ. ქ. სისტემატურად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს, რისთვისაც თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 აგვისტოს დადგენილებით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე 2 თვით, საიდანაც სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის ¹6 დაწესებულებაში, სადაც დასჯილ იქნა 6-ჯერ. 2002 წ. 19 მარტს მას დისციპლინური ღონისძიების სახით გამოეცხადა საყვედური. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 22 მარტის დადგენილებით მ. ქ. გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე.
2002 წლის 22 ივნისიდან მ. ქ. სასჯელს იხდის ქ. რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულებაში მ. ქ. დასჯილ იქნა 6-ჯერ, რისთვისაც რუსთავის სასამრთლოს 27.09.02 წ. ადგენილებით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე 6 თვით.
ქ. თბილისის ¹1 საპყრობილეში სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევისათვის დასჯილ იქნა 3-ჯერ.
საპყრობილის რეჟიმის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული შ. ქ. არ დაადგა გამოსწორების გზას და რეჟიმის დარღვევისათვის დასჯილი იქნა 3-ჯერ.
სულ თავისუფლების ადგილებში დასჯილია 21-ჯერ.
სასჯელის მოხდა მას უმთავრდება 2007 წ. 11 მაისს.
ქ. რუსთავის @¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა 2003 წ. 24 აპრილს წარდგინებით მიმართა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ მ. ქ-ს ერთი წლით საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ, იმ მოტივით, რომ იგი ხასიათდება უარყოფითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ რამდენიმეჯერ არის დასჯილი სისტემატიურად შინაგანაწესის და სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევისათვის. სასამართლომ წარდგინება დააკმაყოფილა.
მსჯავრდებული მ. ქ. კერძო საკასაციო საჩივარით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ რაიონულმა სასამართლომ წარდგინების განხილვისას დაარღვია საპროცესო ნორმის მოთხოვნა, კერძოდ კი სსსკ-ის 612-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც მსჯავრდებულის რეჟიმის შეცვლისათვის საჭიროა სამეთვალყურეო კომისიის თანხმობა, სასამართლომ კი ასეთი თანხმობის გარეშე დააკმაყოფილა წარდგინება.
პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა დადგენილების უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული მ. ქ. სისტემატურად არღვევს სასჯელაღსრულების შინაგანაწესს, რის საფუძველზეც მის მიმართ გამოყენებულ იქნა არაერთხელ დისციპლინური ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა იგი კვლავ აგრძელებს რეჟიმის მოთხოვნის დარღვევას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია რომ, კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქ. რუსთავის @¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის 2003 წ. 24 აპრილის წარდგინება მსჯავრდებულ მ. ქ-ს ერთი წლით საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ ისე დააკმაყოფილა, რომ არ გაურკვევია ეს წარდგინება შეთანხმებული იყო თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიასთან. სსსკ-ის 612-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი სასამართლოს უფლება აქვს მსჯავრდებული გადაიყვანოს შედარებით მკაცრ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე, რაც შეთანხმებული უნდა იყოს დაწესებულების კომისიასთან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება, რაიმე მასალა ან დოკუმენტი იმის თაობაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ წარდგინება შეთანხმებული იყო დაწესებულების კომისიასთან, აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 24 აპრილის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული მ. ქ. 1 წლის ვადით სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა საპყრობილეში და წარდგინება საქმის მასალებთან ერთად ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე საქალაქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 612-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ქ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 24 აპრილის დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებული შ. ქ-ს 1 წლის ვადით საპყრობილეში გადაყვანის თაობაზე.
წარდგინება ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.