საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 204-დად 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მისი ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996წ. 16 აპრილის განაჩენით ა. ბ. მსჯავრდებულია 10 წლით თავისუფლების აღკვეთით გასაღების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენისათვის. შეფარდებული სასჯელის სამი-მეოთხედი მოიხადა 2003წ. 25 ივლისს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹1 დაწესებულების დირექტორმა 2003წ. 30 ივლისს წარდგინებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა სასჯელის მოხდისაგან ა. ბ-ს პირობით ვადამდე გათავისუფლება. სასამართლომ წარდგინება არ დააკმაყოფილა. კერძოO საკასაციო საჩივარი ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ საჩივარს მხარი არ დაუჭირა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ს 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: “მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.” მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალების შესწავლით და ა. ბ-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ მივიდა იმ რწმენამდე, რომ მსჯავრდებული უკვე გამოსწორებულია და საჭირო აღარ არის სასჯელის შემდგომი მოხდა. ამის თაობაზე ვერც კერძო საკასაციო საჩივარი მიუთითებს. ამდენად, საკასაციო პალატას რაიონული სასამართლოს დადგენილება კანონიერად მიაჩნია და მისი შეცვლის საფუძველს ვერ პოულობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 აგვისტოს დადგენილება ა. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.