კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 09.12.2003
საქმის ნომერი
2კ-37-I-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 37I 9 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა ადვოკატების: ა. ჭ-ს, გ. გ-ს, ი. გ-სა და ი. ა-ს კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის განჩინებაზე გ. კ-ს, ა. თ-ს, შ. მ-სა და მ. შ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე გ. კ-ს, ა. თ-ს, შ. მ-ს, მ. შ-ს მიმართ, რომელთაც ბრალად ედებოდათ სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, დაუბრუნდა გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

საბრალდებო დასკვნით გ. კ-ს, ა. თ-ს, შ. მ-ს, მ. შ-ს ბრალად ედებათ 1999წ. 13 მარტს გუდაურის სასტუმრო ,,შინო-4-ში” ჩადენილი ხულიგნობა, როდესაც მთვრალებმა მსუბუქი ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს გ. შ-ს და ასევე დააზიანეს 250 ლარად ღირებული ბარის კუთვნილი ინვენტარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის განჩინებით კერძო საკასაციო საჩივრები ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებაზე არ დაკმაყოფილდა.

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრებით, რომლებსაც ეთანხმებიან განსასჯელები, ადვოკატები: გ. . ი. გ., ა. . ი. ა. ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას საქმის არსებითი განხილვის მიზნით. საჩივარში ისინი მიუთითებენ, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ დააბრუნა საქმე დამატებით გამოძიებაში.

პალატის სხდომაზე განსასჯელებმა: გ. კ-მ, ა. თ-მა, შ. მ-მ, გ. შ-მ და მათმა ადვოკატებმა მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

დაზარალებულმა მ. შ-მა კერძო საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-მ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის განჩინება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. სწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისათვის ერთ წარმოებად უნდა გაერთიანდეს სისხლის სამართლის საქმეები გ. გ-ს, დ. კ-ს, გ. კ-ს, ა. თ-ს, შ. მ-ს, მ. შ-ს მიმართ და თითოეული განსასჯელის მიმართ სრულად უნდა იქნეს გამოკვლეული როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები.

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის განჩინება გ. კ-ს, ა. თ-ს, შ. მ-ს, მ. შ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, კერძო საკასაციო საჩივრები კი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის განჩინება გ. კ-ს, ა. თ-ს, შ. მ-ს, მ. შ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.