საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 200-დად 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა ე. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის პროკურატურის 2003წ. 10 იანვრის დადგენილება ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მუშაკების: ზ. ბ-ს, ა. ნ-ს, თ. ჩ-ს, ბ. გ-სა და დ. ლ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
მოქალაქე ე. ლ-მ Qქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა საჩივრით კერძო ბრალდების წესით ქუთაისის შს სამმართველოს ¹2 განყოფილების პოლიციის მუშაკების: ზ. ბ-ს, ა. ნ-ს, თ. ჩ-ს, ბ. გ-საA და დ. ლ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. ე. ლ. საჩივარში უთითებდა, რომ 2002წ. 12 ნოემბერს მან შიმშილობა გამოაცხადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში. დაახლოებით ღამის 11 საათზე მას და მასთან ერთად მოშიმშილე მ. დ-ს თავს დაესხა პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი ზ. ბ. 12-კაციან პოლიციელთა ჯგუფით. იგი იძულებით გამოათრიეს სასამართლოს შენობიდან და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. პოლიციის ჯგუფს მოყვანილი ჰყავდა ვიდეოგადამღები, რომელმაც ეს ინციდენტი დააფიქსირა ვიდეოფირზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ს 630-ე მუხლის საფუძველზე ეს განცხადება გადაუგზავნა ქ. ქუთაისის პროკურატურას. Qქ. ქუთაისის საქალაქო პროკურატურამ ე. ლ-ს საჩივარში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით ჩაატარა მოკვლევა და დადგენილად ცნო შემდეგი:
2002წ. 12 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ¹762 წერილით მიმართა ქუთაისის შს სამმართევლოს უფროსს ბატონ თ. ნ-ს კანონით დადგენილი წესით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მოქალაქეების ე. ლ-სა და მ. დ-ს შიმშილობის აქციის აღკვეთის შესახებ. იმავე დღეს, ღამის საათებში, დაახლოებით 11 საათზე, სასამართლოს შენობაში მივიდნენ ქუთაისის პოლიციის ¹2 განყოფილების უფროსი ზ. ბ., მისი მოადგილე ა. ნ., ამავე განყოფილების ინსპექტორები: ვ. ჭ., ბ. გ., ა. მ., თ. ჩ. და დ. ლ.. მათ მოშიმშილეებს _ ე. ლ-სა და მ. დ-ს წარუდგინეს და გააცნეს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის შესაბამისადაც აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სასამართლო ორგანოების შენობებში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ე. ლ-მ და მ. დ-მ შიმშილობის აქციის შეწყვეტაზე სასამართლოს შენობაში უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ე. ლ. ხელკავით იძულების წესით გაიყვანეს შენობიდან, ხოლო მ. დ-მ თვითონ დატოვა სასამართლოს შენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო პროკურატურამ 2003წ. 10 იანვარს გამოიტანა დადგენილება ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მუშაკების: ზ. ბ-ს, ა. ნ-ს, თ. ჩ-ს, ბ. გ-სა და დ. ლ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული დადგენილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის დადგენილებით დარჩა უცვლელად.
კასატორი ე. ლ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლო დადგენილებების გაუქმებასA და საქმეზე გამოძიების დაწყებას. Kკასატორის განმარტებით, როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლომ არასწორად დაადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. Kკასატორის მითითებით, იგი სასამართლო შენობიდან გამოიყვანეს ძალადობის გამოყენებით. როდესაც ის ორ პოლიციელს გამოყავდა ხელკავით, უკანიდან მესამე პოლიციელი ურტყამდა. Kკასატორის განმარტებით, მისი ცემის ფაქტი ვიდეოფირზე იყო გადაღებული, რაც მოგვიანებით დაინტერესებული პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა წაშლილი.
პროკურორმა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომQქუთაისის საქალაქო პროკურატურამ სრულყოფილად ჩაატარა მოკვლევა 2002წ. 12 ნოემბერს პოლიციის თანამშრომლების მიერ ე. ლ-ს სასამართლოს შენობიდან იძულების წესით გაყვანაზე. პროკურორის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ე. ლ-ს სასამართლოს შენობიდან გამოყვანისას სცემეს პოლიციის თანამშრომლებმა. სხვა ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა ამოწურულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი თვლის, რომ ქ. Qქუთაისის საქალაქო პროკურატურის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ, კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, კასატორ ე. ლ-ს, პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002წ. 12 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მოქალაქეებმა ე. ლ-მ და მ. დ-მ მოაწყეს შიმშილობის აქცია. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ იმავე დღეს, დაახლოებით ღამის 11 საათზე, სასამართლოს შენობაში მივიდნენ ქუთაისის პოლიციის ¹2 განყოფილების უფროსი ზ. ბ., მისი მოადგილე ა. ნ., ამავე განყოფილების ინსპექტორები: ვ. ჭ., ბ. გ., ა. მ., თ. ჩ. და დ. ლ.. მათ მოშიმშილეებს _ ე. ლ-სა და მ. დ-ს წარუდგინეს და გააცნეს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სასამართლო ორგანოების შენობებში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ე. ლ-მ, მიუხედავად იმისა, რომ გაეცნო შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნას, უარი განაცხადა სასამართლოს შენობიდან გასვლაზე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ე. ლ. პოლიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს ხელკავით იმის გამო, რომ იგი უარს ამბობდა სასამართლო შენობაში აქციის შეწყვეტაზე. ჩატარებული მოკვლევის შედეგად ვერ იქნა მოპოვებული რაიმე მასალა იმის შესახებ, რომელიც დაადასტურებდა ე. ლ-ს ჩვენების სარწმუნოებას იმის თაობაზე, რომ ხელკავით გაყვანისას მას პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს. საქმეზე დაკითხულ იქნა შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უარყვეს ე. ლ-ს ცემის ფაქტი. ასევე დაკითხულ იქნა ვიდეოფირის გადამღები ა. თ., რომელმაც ასევე არ დაადასტურა ე. ლ-ს ცემის ფაქტი და მიუთითა, რომ ე. ლ-ს შენობიდან გაყვანა მან ვიდეოფირზე არ დააფიქსირა, ვინაიდან იგი ყველაფერის გადაღებას არ აწარმოებდა. თვით ე. ლ-ს განმარტებით, მას ექსპერტისათვის არ მიუმართავს ცემით მიღებული დაზიანების დასადგენად. Pპალატა თვლის, რომ მოკვლევის პერიოდში სრულყოფილად იქნა შემოწმებული ე. ლ-ს განცხადებაში მითითებული ცნობები პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ და ვერ იქნა მოპოვებული რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს ე. ლ-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის პროკურატურის 2003წ. 10 იანვრის დადგენილება ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მუშაკების: ზ. ბ-ს, ა. ნ-ს, თ. ჩ-ს, ბ. გ-სა და დ. ლ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, არის კანონიერი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის პროკურატურის 2003წ. 10 იანვრის დადგენილება ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მუშაკების: ზ. ბ-ს, ა. ნ-ს, თ. ჩ-ს, ბ. გ-სა და დ. ლ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.