საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 16.10.2001
საქმის ნომერი
2კ-124აპ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.10.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 124-აპ 16 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ს ინტერესების დამცველ ადვოკატის ო. ა-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც გ. ც. ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შეეფარდა 8 წლით თ\აღკვეთა მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა გ. ც-ბა.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ივნისის განაჩენით გ. ც. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შეეფარდა 11 წლით თ\აღკვეთა მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, გ. ც. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შეეფარდა 8 წლით თ\აღკვეთა მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით გ. ც. მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:

2000 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ქ. ბათუმში, ე. წ. ,,ხოფის,, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან 150 ამერიკულ დოლარად შეიძინა ,,მაკაროვის,, სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი _ ,,ოე,, ¹ .. და საბრძოლო მასალა _ ორი ცალი პისტოლეტის დამუხტული ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ საკუჭნაო ოთახში.

გ. ც-.მ 2000 წლის 15 სექტემბერს დაახლოებით 5 საათსა და 20 წუთზე ე. დ-ძესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, სახეზე ნიღაბაფარებულმა, ცეცხლსასროლი იარაღით, გადაჭრილი თოფით ე. წ. ,,აბრეზით,, შეიარაღებულმა, რაც მას მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, შეაღწია ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ე. დ-.ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების, ასევე Yე. დ-.ს მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურების და სახლის გადაწვის მუქარით ე. დ-ძეს გასტაცა 500 ლარად ღირებული ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით, 3000 ლარად ღირებული ერთი ცალი ოქროს ჯაჭვი, ხოლო დ-ძეების ოჯახში სტუმრად მყოფ თ. ხ-აზს შვიდი ლარი.

კასატორი, მსჯავრდებულ გ. ც-..ას ინტერესების დამცველი ადვოკატი ო.ა. საკასაციო საჩივარით ითხოვს გ. ც-ბას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში, მისთვის შეფარდებული სასჯელის აღსრულების გადავადებას. კასატორის განმარტებით განაჩენი გ. ც-.ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენი ემყარება დაზარალებულების ჩვენებებიდან გამომდინარე მხოლოდ ეჭვებს და ვარაუდს. კასატორის მითითებით, მართალია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა გ. ც-.სი, მაგრამ ეს დასაშვებია, რადგან გ. ც. დაზარალებულის ოჯახის ნათესავია და ხშირად იმყოფებოდა მათთან. კასატორის განმარტებით გ. ც. საქმეში არსებული კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის ,,აივ” ინფიცირებული, ე.ი. დაავადებულია შიდსის გამომწვევი ვირუსით, რომელიც განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციას და პერსპექტივაში განიხილება, როგორც მძიმე და განუკურნებადი დაავადება.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს გ. ც-.ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში შეფარდებული სასჯელის Aღსრულების გადავადებას მის გამოჯანმრთელებამდე.A

პროკურომა გ. მ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩვარს იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს გ. მ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და იგი მხოლოდ დაფუძნებულია დაზარალებულ ე. დ-ძის სავარაუდო მოსაზრებებზე, თითქოს მან მის ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღური თადასხმისას ერთ-ერთ თავდამსხმელში შეიცნო მსჯავრდებული გ. ც.. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სააპელაციო პალატამ გ. ც-ს დამნაშავეობის შესახებ დასკვნა გააკეთა სამეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად. დაზარალებულმა ე. დ-ძემ წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას თანმიმდევრულად განმარტა, რომ მან თავდასხმისას იცნო მსჯავრდებული ამ უკანასკნელის იმ დამახასიათებელ გარეგნული ნიშნებით, რომელმაც თავდაპირველად ეჭვი შეუქმნა, შემდგომში კი დაარწმუნა რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო გ. ც.. დაზარალებულმა გამარტა, რომ მაშინ როდესაც თავდასხმისას ერთ-ერთ თავდამსხმელის მიერ სიგარეტის მოკიდების დროსს მის ხელზე შენიშნა დაზიანება, და ამავე თავდამსხმელის მიერ სიგარეტის მოწევისას მის სახეზე შეამჩნია დაზიანება და გამონაყარი, დარწმუნდა რომ ეს იყო მეზობლად მცხოვრები მისივე ნათესავი გ. ც.. დაზარალებულის ამ ჩვენებათა სარწმუნოობა დადგენილია მსჯავრდებულ გ. ც-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც მას მარჯვენა მტევნის მესამე თითის ძირითად ფალანგის ხელზურგის ზედაპირზე სახსარში აქვს ჭრილობა და ასევე დაზიანება აღენიშნება ნიკაპის არეში ფუფხაცლილი უბნის სახით. გარდა აღნიშნულისა სააპელაციო პალატამ გ. ც-ს მსჯავრდებას სწორად დაუდო საფუძვლად შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადიდან ამოღებული იქნა ხელის თითის ნაწილი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ აღნიშნული ხელის მონაკვეთის კვალი დატოვებულია გ. ც-ს მარცხენა ხელის შუა თითით. ამდენად სააპელაციო პალატის მიერ გ. ც-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.

სააპელაციო პალატამ ასევე სწორი შეფასება მისცა სამეში არსებულ გ. ც-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად გ. ც არის ინფიცირებული”, ე.ი. დაავადებულია შიდსის გამომწვევი ვირუსით, რომელიც განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციას და პერსპექტივაში განიხილება, როგორც მძიმე და განუკურნებადი დაავადება. სააპელაციო პალატამ ,,ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის (შიდსის) პროფილაქტიკის შესახებ კანონზე დაყრდნობით სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობზე, რომ მხოლოდ ამ დაავადების განსაზღვრული სტადია შეიძლება გახდეს საფძველი პირის პატიმრობიდან განთავისუფლებისა. საქმის მასალებიდან გამომდინარე ექსპერტების მიერ ვერ იქნა დადგენილი დაავადების სტადია და ეს დაავადება მათ მიერ პერსპექტივაში იქნა განხილული, როგორც მძიმე დაავადება.

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ გ. ც-ს მიმართ განაჩენი კანონიერია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა,, ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 აგვისტოს განაჩენი გ. ც-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.