საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 08.03.2000
საქმის ნომერი
2კ-148საზ.-00
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
08.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 148/საზ 8 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ ჯ.

ყიფიანის თავმჯდომარეობით

პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, დ. ჩიტლოვის, მ. ქარსელაძის შემადგენლობით

განიხილა მსჯავრდებულების - ე. ჩ-ძისა და ი. კ-ძის საჩივრები, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე მ. ქარსელაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სა-სამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენით ი. კ-ძეს, ქართველს, უპარტიოს, უცოლოს, უმაღლესი განათლების მქონეს, დაპატიმრებამდე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანე-ლის თანაშემწეს, სამართალში არყოფილს, საქართველოს სსკ 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 19-190-ე მუხლის მეორე ნაწილით, 104-ე მუხლის პირველი, მეორე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით ერთობლივად შეეფარდა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება - სიკვდილით დასჯა, რომელიც პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹ 387 ბრძანებულებით შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

ამავე განაჩენით ე. ჩ-ძეს, დაბადებულს 1937 წელს გურჯაანის რაიონის სოფ. ..., ქართველს, უპარტიოს, შვილიანს, უმაღლესი განათლების მქონეს, პენსიონერს, მცხოვრებს ქ. თბილისში, საქართველოს სსკ 205-ე მუხლის მესამე ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით სასჯელის საერთო რეჟიმის ქალთა კოლონიაში მოხდით.

განაჩენით ი. კ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მუშაობდა რა საქართვე-ლოს მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელის თანაშემწედ, 1995 წლის აპრილ-ივნისში მოქალაქეებს: ი. ს-ძეს, დ. ძ-შვილს და ც. ჯ-ძეს აღუთქვა, რომ ბანკიდან გამოატანინებდა კრედიტს - 250.000 აშშ დოლარის ოდენობით კომერციუ-ლი ფირმა "ნიკო-93“-ისათვის, თუკი ისინი ზემდგომ თანამდებობის პირებზე გა-დასაცემად მას მისცემდნენ ქრთამს. ი. კ-ძემ მათ გამოართვა 2 500 აშშ დოლარი, რომელიც მიითვისა.

ასეთივე ხერხით, იმავე წლის აგვისტოში ი. კ-ძემ მოქალაქეებს - გ. ბ-ძეს და გ. წ-ძეს მინერალური წყლების ქარხნის ასამუშავებლად კრედიტის გამოტანისათვის გამოსძალა 5 200 აშშ დოლარი.

1995 წლის 20 აგვისტოს ი. კ-ძემ გ. ბ-ძე და ც. ჯ-ძის დისშვილი გ. ო-შვილი წაიყვანა თავისი დედის - ე. ჩ-ძის ბინაში, სადაც გაიმართა მოლაპარაკება სახელმწიფო კრედიტების გაცემის მოუგვარებლობის გამო ქრთამის სახით გაცემული თანხების დაბრუნების შესახებ. ი. კ-ძემ იცოდა რა, რომ თანხებს ვერ დააბრუნებდა, გადაწყვიტა ორივეს მოკვლა, რისთვისაც "მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან გასროლით გ. ბ-ძე და გ. ო-შვილი დაჭრა ზურგის არეში, შემდეგ საოჯახო და-ნით გ. ბ-ძეს სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა 53 ჭრილობა, ხოლო გ. ო-შვილს - 33 ჭრილობა. მკვლელობების ჩადენის შემდეგ ი. კ-ძემ ორივე გვამი ქამრებით მიაბა გათბობის რადიატორებს, ხოლო თვითონ წავიდა თავის დედასთან - ე. ჩ-ძესთან, თავიანთ ძირითად საცხოვრებელ ბინაში და უამბო, რაც ჩაიდინა.

მეორე დღეს, ე. ი. 21 აგვისტოს, ი. კ-ძე და ე. ჩ-ძე მივიდნენ ვარკეთილი - 3-ის დასახლებაში მდებარე ბინაში, გვამებს მოახერხეს თავები, ქვემო კიდურები და ჩააწყვეს ტომრებში. ე. ჩ-ძემ მოასუფთავა სისხლით მოსვრილი ბინა, გაწმინდა დანა და ხერხები, ხოლო პისტოლეტი და მასრები გადააგდო სახლისაგან მო-შორებით, ბუჩქებში.

ყოველივე ამის შემდეგ ი. კ-ძემ მოჭრილი თავები ჩამარხა წმ. ბარბარეს სახელობის სასაფლაოზე, ხოლო სხეულის დანარჩენი ნაწილები გადაყარა ლოჭინის ხევში.

ე. ჩ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა დამნაშავის, დანა-შაულის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, დანაშაულის კვალის და დანა-შაულებრივი გზით მოპოვებული საგნების წინასწარი შეპირების გარეშე დაფარვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

1995 წლის 20 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ მისმა შვილმა - ი. კ-ძემ მათ საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღით და დანით მოკლა გ. ბ-ძე და გ. ო-შვილი, კვალის დაფარვის მიზნით მიეხმარა ვაჟიშვილს გვამების დანაწევრებაში, დაასუფთავა სისხლით მოსვრილი ბინა, გადაყარა შემთხვევის ადგილზე ნანახი მასრები, გაწმინდა დანები, ხერხები და გადააგდო ცეცხლსასროლი იარაღი "მაკაროვი,“ რომლითაც მისმა შვილმა მკვლელობა აღასრულა.

მსჯავრდებულები ი. კ-ძე და ე. ჩ-ძე საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუ-ქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად შემდეგი მოტივებით: სასამართლო დაეყრდნო წინასწარი გამოძიების არამართებულ, ცალმხრივ მასალებს, რომლებიც შედგენილი იყო იძულების წესით, მათი ნდობით აღჭურვილი იურისტის მონაწილეობის გარეშე, კანონის მოთხოვნათა უგულველყოფით; ადგილი ჰქონდა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას.

არ იქნა გაზიარებული მსჯავრდებულ ი. კ-ძის კანონიერი შუამდგომლობები.

წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს არ დაკითხულა არც ერთი მოწმე, რომელსაც მოითხოვდა მსჯავრდებული.

განაჩენი ემყარება უკანონო მეთოდებით მოპოვებულ მტკიცებულებებს. არ ჩატარდა ექსპერტიზა ბრალდებულის ფსიქიური მდგომარეობისა და მისი ვიდეო-ჩვენებების მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ.

მსჯავრდებულ ი. კ-ძის ქმედება იურიდიულად არასწორად არის დაკვალიფი-ცირებული და, აქედან გამომდინარე, სასჯელიც არაობიექტურად აქვს შეფარდებული.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საჩივრებს და ცნო, რომ საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმეები ც. ჯ-ძე და ჯ. ს-ძე ადასტურებენ, რომ 1995 წლის ივნისის დასაწყისში მათ მიმართეს ი. კ-ძეს, რათა იგი დახმარებოდა სახელმწიფო კრედიტის სახით 50 000 აშშ დოლარის გამოტანაში. მაგრამ როდესაც კ-ძეს აუხსნეს საქ-მის ვითარება, ამ უკანასკნელმა თავისი ინიციატივით შესთავაზა 250 000 დო-ლარი ნაცვლად 50 000 დოლარისა, რისთვისაც მან ჯერ 1900 დოლარი გამო-ართვა ზემდგომი თანამდებობის პირებისათვის გადასაცემად, ხოლო შემდეგ თანხა არ იკმარა და მოსთხოვა კიდევ 600 დოლარი. ეს თანხა ჯ. ს-ძემ ისესხა ქ. ქუთაისში და ი. კ-ძეს გადასცეს მისსავე კაბინეტში. აღნიშნული მოწმეების ჩვენებები მართებულად გაიზიარეს გამოძიებამ და სასამართლომ.

ი. კ-ძის ჩვენებას, რომ თითქოს იგი არ შეხვედრია ფირმა "ნიკო-93“-ის წარმომადგენლებს, აბათილებს სამთავრობო დაცვის სამმართველოს მე-2 განყოფილე-ბის ცნობა იმის შესახებ, რომ 1995 წლის აგვისტოში კ-ძესთან მიღებაზე იყვნენ: ჯ. ს-ძე - 1995 წლის 2 აგვისტოს ორჯერ და 9 აგვისტოს - ერთხელ; დ. ზ-შვილი - იმავე თვის 4 რიცხვში, ხოლო ტ. ჯ-ძე 3 და 4 აგვისტოს, აგრეთვე 8 აგვისტოს - ორჯერ.

მოწმეების ტ. ჯ-ძის და გ. წ-ძის ჩვენებებით დადგენილია, რომ 1995 წლის აგვისტოს დასაწყისში აწ გარდაცვლილ გ. ბ-ძესთან ერთად მივიდნენ ი. კ-ძესთან მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც სთხოვეს მინერალური წყლის ჩამოსას-ხმელი ქარხნის ასამუშავებლად 200 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოტანა. ი. კ-ძე, ნაცვლად 200 000 დოლარისა, შეპირდა 500 000 ამერიკულ დოლარს, რისთვისაც წინასწარ მოითხოვა 5000 დოლარი. რამდენიმე დღის შემ-დეგ მათ ი. კ-ძეს მიუტანეს 4000 დოლარი. შემდეგ კი კ-ძესთან უფრო ხშირად მარტო გ. ბ-ძე დადიოდა, რომლისთვისაც კიდევ გამოურთმევია 700 დოლარი. გ. ბ-ძეს 700 დოლარის მიტანის შემდეგ ი. კ-ძისთვის უწმაწური სიტყვებით მიუმართავს და ფულის გამოძალვაში დაუდია ბრალი.

1995 წლის 20 აგვისტოს გ. ბ-ძე უნდა შეხვედროდა ი. კ-ძეს და უნდა მიეტანა კიდევ 500 აშშ დოლარი. მასთან ერთად შეხვედრაზე წასულა ტ. ჯ-ძის დისშვილი გ. ო-შვილი, რათა საბოლოოდ გაერკვიათ კრედიტის საკითხი. შეხვედრაზე წასულები სახლში აღარ დაბრუნებულან, 2 დღის შემდეგ მათი დანაწევრებული გვამები აღმოჩნდა ლოჭინის ხევში, ხოლო გ. ბ-ძის ავტომანქანა კი იდგა იმ საცხოვრებელი კორპუსის გვერდით, სადაც ჩადენილი იყო მკვლელობა.

ი. კ-ძის ჩვენებას, რომ თითქოსდა მას არ ჰქონდა იარაღის ტარების უფლება და არ ატარებდა იარაღს, აბათილებს მოწმე გ. ი-ძის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ 1995 წლის აგვისტოს დასაწყისში ნახა, რომ ი. კ-ძეს ჰქონდა "მაკაროვის“ სისტემის იარაღი.

საქმეს თან ერთვის ვიდეოფირი, სადაც ი. კ-ძე თავიდან ბოლომდე აღწერს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აჩვენებს გვამების ნაწილების გადაყრის ადგილებს და აღიარებს, რომ "მაკაროვის“ სისტემის იარაღი მას ეკუთვნოდა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიერ შემოწმდა ი. კ-ძე. მას სხეულზე არავითარი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, გარდა მარჯვენა ხელის მტევანზე არსებული დაზიანებისა, რომელიც, მისივე ჩვენებებიდან გამომდინარე, მიიღო მაშინ, როცა გ. ო-შვილს აყენებდა მრავლობით ჭრილობებს.

ი. კ-ძემ და დედამისმა - ე. ჩ-ძემ პირვანდელ ჩვენებებში, ასევე დაპირის-პირებისას აღიარეს გვამების მათივე ხელით დანაწევრების ფაქტი.

მათვე აღიარეს, რომ ... მდებარე მათი კუთვნილი ბინიდან წაიღეს ხერხები ვარკეთილის დასახლებაში, სადაც მოხდა მკვლელობა. ხერხები მათი ბინიდან იქნა ამოღებული.

სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის აქტებით დადგენილია შემდეგი: ორივე გვამი დანაწევრებულია სიკვდილის დადგომის შემდეგ. მოჭრილი აქვთ თავები და ზედა და ქვედა ყველა კიდური. დანაწევრება მომხდარია სახერხი იარაღით. ბ-ძეს სხეულზე, ზურგის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული აქვს ერთი ჭრილობა, ხოლო 53 ჭრილობა კი - დანით, ო-შვილს ზურგის არეში მიყენებული აქვს ორი ცეცხლსასროლი, ხოლო დანით - 33 ჭრილობა.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით "მაკაროვის“ სისტემის იარაღი სროლისათვის ვარგისია და ბ-ძის სხეულიდან ამოღებული ტყვიის გულა გასროლილია ამ იარაღიდან.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ კ-ძესა და ჩ-ძის ბინებიდან ამოღებულ ორ ცალ ხერხზე, ერთ დანაზე, ლინოლეუმის ნაჭერზე, რეზინის ხელთათმანებზე, ფარდაგზე, ბრეზენტის ნაჭრებზე აღმოჩნდა იგივე II ჯგუფის სისხლი, რომელსაც მიეკუთვნება როგორც ბ-ძის, ასევე ო-შვილის სისხლი.

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი. კ-ძე შერაცხადი პირია და ფსიქიკურად არ არის დაავადებული.

საქმის მასალების ერთობლიობით გაბათილებულია ი. კ-ძის მტკიცება იმის შესახებ, რომ მას თითქოს გვამების დანაწევრებაში მიეხმარა არა დედამისი - ე. ჩ-ძე, არამედ ვიღაც უცნობი პირები.

ამდენად, განაჩენი ი. კ-ძის და ე. ჩ-ძის მიმართ, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში სწორია და მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი არ არსებობს. საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე, 599-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების ი. კ-ძისა და ე. ჩ-ძის საჩივარები არ დაკმაყოფილდეს. საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.