საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.01.2000
საქმის ნომერი
2კ-1-დად.-2000
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
26.01.2000

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 1-დად. 26 იანვარი 2000 წ, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამჯდომარე: ჯგ. ბორჩხაძე

წევრები: მ. ტურავა, გ. ხაბულიანი

განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის მოსამართლის 1999 წლის 20 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც თბილისის ¹ 1 საგამოძიებო იზოლატორის უფროსს უარი ეთქვა შუამდგომლობაზე მსჯავრდებულ ნ. მ-შვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.

მოისმინა მოსამართლე გ. ხაბულიანის მოხსენება, საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ნ. მ-შვილს გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 24 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი ედება ი. მ-ძის გაუფრთხილებლობით მკვლელობისათვის, საქართველოს სსკ 108-ე მუხლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით, სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 22 მაისიდან.

კერძო საჩივრით მსჯავრდებული ნ. მ-შვილი ითხოვს მოსამართლის დადგენილების გაუქმებასა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებას იმ მიმართებით, რომ იგი დარჩენილი სასჯელის ნაწილის მოხდისაგან გათავისუფლდეს.

საკასაციო პალატა, გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორ მ. ჯ-ის დასკვნა, რომელიც შუამდგომლობს დადგენილების უცვლელად დატოვებას, თვლის, რომ მსჯავრდებულ ნ. მ-შვილის მიმართ დადგენილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ნ. მ-შვილი სასჯელს იხდის თბილისის ¹ 1 საგამოძიებო იზოლატორში, ხასიათდება დადებითად, დას-ჯილი არ ყოფილა, წახალისებულია ერთხელ, არ აკისრია სამოქალაქო სარჩელით ზიანის ანაზღაურება, აღნიშნულის გათვალისწინებით სათანადო შუამდგომლობით იზოლატორის უფროსმა მასალები ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით გადაუგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს, რომელმაც აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევით არ დაუდგენია რაიმე ისეთი ახალი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა დირექციის შუამდგომლობას, ამასთან მხედველობაში არ მიიღო საქართველოს სსკ 54-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის სავალდებულო მოთხოვნები, რითაც იგნორირებულია, როგორც იზოლატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის, ასევე მსჯავრდებულ ნ. მ-შვილის კანონით მინიჭებული უფლებები.

მოსამართლის მიერ დადგენილებაში უარის თქმის მოტივად იმის მითითება, რომ მიღებული შედეგის სიმძიმიდან გამომდინარეობდა, არის მისი პირადი მოსაზრება და ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ 54-ე მუხლით გათვალისწინებულ წესებს.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა თბილისის ¹ 1 საგამოძიებო იზოლატორის უფროსის წარდგინებასა და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, აგრეთვე მსჯავრდებულ ნ. მ-შვილის მიერ ჩადენილ ქმედებას, მის დადებით პიროვნულ მახასიათებლებს საქართველოს სსკ 54-ე მუხლის საფუძველზე მისჯილი ერთ წლიდან მოუხდელი ნაწილი შეეცველოს პირობით, რის გამოც უარი უნდა ეთქვას პროკურორის მოთხოვნას მოსამართლის დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ, ხოლო მსჯავრდებულის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ 54, სსსკ 561-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის მოსამართლის 1999 წლის 20 დეკემბრის დადგენილება, დაკმაყოფილდეს თბილისის საგამოძიებო იზოლატორის უფროსის წარდგინება მსჯავრდებულ ნ. მ-შვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.

ნ. მ-შვილს გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ 108-ე მუხლით მისჯილი 1 წლიდან მოუხდელი 3 თვე და 27 დღე შეეცვალოს პირობით იმავე ვადით და გათავისუფლდეს განჩინების მიღებისთანავე.

მოცემულ საქმეზე შემოტანილი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.