შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 1კოლ 26 იანვარი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გ. ბორჩხაძე
წევრები: მ. ტურავა, გ. ხაბულიანი
განიხილა ადვოკატების _ ზ. რ-ისა და ვ. ნ-ის საკასაციო საჩივრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც მ. ბ-ძე, ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულობების ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობის პრინციპით მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ო. ტ-ოვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი ითხოვს მსჯავრდებულ მ. ბ-ძის მიმართ სსკ 117-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 96-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებების მოხსნას და მისი დანაშაულებრივი ქმედების მხოლოდ სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას.
ადვოკატ ვ. ნ-ის საჩივარი ითხოვს მსჯავრდებულ ო. ტ-ოვის მიმართ წარდგენილი ბრალდების მთლიანად მოხსნას და მის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბ-ძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გასაჩივრებული განაჩენით მ. ბ-ძესა და ო. ტ-ოვს მსჯავრი დაედოთ იმისათვის, რომ ორთავე მსახურობდა სწრაფი რეაგირების რაზმში, 1999 წლის 11 აგვისტოს ღამის 4 საათზე, ბათუმის ზღვისპირა პარკში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მ. ბ-ძე ყაჩაღურად თავს დაესხა რუსეთის მოქალაქე დ. ზ-ოვს, რომელსაც თავის და სახის არეში ქვის არაერჯერ ჩარტყმით მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რა დროსაც ზ-ოვმა დაკარგა გრძნობა, რითაც ისარგებლა გ. ბ-ძემ და მას ჯიბიდან ამოუღო 30 ამერიკულ დოლარად ღირებული საფულე, 270 აშშ დოლარი, 200 რუბლი და 2 ბეჭედი, ღირებული 25 ამერიკულ დოლარად. ამის შემდეგ მან, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ო. ტ-ოვთან წინასწარი შეთანხმებით და მასთან ერთად იქვე ზღვის სანაპიროზე ფიზიკური ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაიჭირეს რუსეთის მოქლაქე ა. მ-სკაიასთან.
სასამართლო პალატამ მოუსმინა რა კასატორებს, რომლებიც რჩებიან საკასაციო საჩივრების პოზიციებზე, აგრეთვე, პროკურორს, გამოიკვლია საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების მოტივები, შეისწავლა განაჩენის კანონიერება, მიიჩნევს, რომ განაჩენი ორთავე მსჯავრდენულის მიმართ უნდა შესწორდეს როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასაჯელთა ნაწილშიც შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულებზე გამოძიების მიერ წარდგენილი ბრალდებები და საქმეზე შედგენილი საბრალდებო დასკვნა არ მიუთითებენ იმაზე, რომ მოქალაქე დ. ზ-ოვის ფიზიკური დაზიანება და ა. მ-სკაიას გაუპატიურება დამნაშავეთა ერთიანი გეგმით იყო გათვალსიწინებული. ეს არც განაჩენს მიუჩნევია დადგენილად. გამომდინარე აქედან, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ დ. ზ-ოვის ცემა და ა. მ-სკაიას გაუპატიურება ბრალმდებელმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სხვადასხვა დანაშაულებებად ჩათვალა. ასეთ შემთხვევაში ვერც წინასწარი გამოძიება და ვერც სასამართლო ვერ მიუთითებენ იმის თაობაზე, თუ რაში გამოიხატა ა. მ-სკაიას გაუპატიურების დროს პირთა ჯგუფის როლი და ერთმანეთზე დახმარება, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის აუცილებელი დამახასიათებელი ნიშანია (ასეთი მტკიცებულება არც წინასწარ გამოძიებას მოუპოვებია და არც სასამართლოს).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ბ-ძემ ცემის შედეგად დ. ზ-ოვს ნამდვილად მიაყენა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. მაგრამ ამ და-ზიანების მიყენება ყაჩაღურ თავადასხმათან თუ იყო დაკავშირებული, შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მასალებით არ დასტურდება. დ. ზ-ოვი წი-ნასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში ვერ ასახელებს, თუ ვინ წაართვა ფული და ნივთები. აჩვენებს, რომ ცემის შედეგად დაკარგა გონება, აზროვნება დაუბრუნდა საავადმყოფოში და მაშინ შენიშნა, რომ ჯიბეში არსებული ფული და ნივთები დაკარგული იყო. კიდევ მეტი, მას არც კი მოუთხოვია ზარალის ანაზღაურება. სასამართლო პროცესზე მისი დაკითხვა არ მოხერხდა იმის გამო, რომ მან წინასწარ გამოძიებას არასწორი საცხოვრებელი მისამართი მისცა. თვითონ მ. ბ-ძე როგორც წინასწარი გამოძიების დროს, ასევე სასამართლო სხდომაზე კატეგორი-ულად უარყოფს ყაჩაღობის მიზანს და დ. ზ-ოვისაგან რაიმე ფასეულობის გატა-ცებას. მისი განმარტებით, მან ზ-ოვს ცემა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა შეა-გინა და მისკენ იწევდა ბოთლით ხელში. დ. ზ-ოვის ცემის შემდეგ, რაც დილის 4 საათზე სიბნელეში მოხდა, მ. ბ-ძე ორიოდე საათში იქნა დაკავებული ისე, რომ ის სახლში არ მისულა. დაკავებისას მას არ აღმოჩენია დ. ზ-ოვისაგან გატაცებული ფული ან რაიმე ნივთი. მოწმე ლ. ბ-ძემ წინასწარ გამოძიებას აჩვენა, რომ დ. ზ-ოვთან ჩხუბის შემდეგ მ. ბ-ძე მასთან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილიდან და ამ უკანასკნელს დაზარალებულისათვის არაფერი წაურთმევია (ლ. ბ-ძე სასამართლოს არ დაუკითხავს). საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ზ-ოვის ცემის ადგილზე სხვა პირებიც იმყოფებოდნენ. ასევე გამოძიებით დაუდგენელია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც ზ-ოვი საავამყოფიში მიიყვანეს. ამრიგად, წინასწარი და სასამართლო გამოძიებით დადასტურებული არ არის, რომ მ. ბ-ძე ყაჩაღობის მიზნით დაესხა თავს დ. ზ-ოვს და მისგან გაიტაცა ფული და ფასეულობა. აქედან გამომდინარე, განაჩენი მ. ბ-ძის ყაჩაღობის ბრალდებაზე მსჯავრდების ნაწილში უკანონოა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით მისი დანაშაულებრივი ქმედება ამ ნაწილში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვროს სასჯელის შესაბამისი ღონისძიება.
ასევე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ. ბ-ძემ ო. ტ-ოვთან ერთად გააუპატიურა ა. მ-სკაია. მ. ბ-ძემ როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიების დროს უარყო არა მარტო გაუპატიურება, არამედ ა. მ-სკაიასთან ნებაყოფლობითი სქესობრივი ურთიერთობის ფაქტიც. მოწმე ლ. ბ-ძემ განმარტა, რომ დ. ზ-ოვის ცემის შემდეგ მ. ბ-ძემ მან წაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. დაზარალებულმა ა. მ-სკაიამ სასამართლო პროცესზე აჩვენა: "მე ეს განსასჯელები რომ ამოვიცანი, ვერ ვიტყვი, ზუსტად ამათმა გამაუპატიურეს თუ არა. მე ძალიან ცუდი მხედველობა მაქვს _ მინუს ოთხი. მე ისინი კარგად ვერ დავინახე, რადგან იყო ბნელი ღამე, არსაიდან შუქი არ იყო, მთვარის სინათლეც არ იყო. მე ნასვამიც ვიყავი. მ. ბ-ძე ჩემმა მეგობარმა ამიღწერა როგორი გარეგნობის იყო და ისე ამოვიცანი. მე როგორც დაზარალებული მოვითხოვ, რომ განსასჯელებს შეუმსუბუქოთ სასჯელი და ჩემი გულისათვის არ დასაჯოთ. მე მათ მიმართ ცუდად განწყობილი არ ვარ" (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი). სხვა რაიმე მტკიცება იმისა, რომ მ. ბ-ძემ მონაწილეობა მიიღო ა. მ-სკაიას გაუპატიურებაში, გამოძიებასა და სასამართლოს არ მოუპოვებია. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ განაჩენში არასწორი ინტერპრეტაციით არის გადმოცემული სასამართლო სხდომაზე დაუკითხავი მოწმეების _ ლ. ბ-ძისა და ვ. ვ-სკის ჩვენებები. ამრიგად, სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მ. ბ-ძის მსჯავრდება უკანონოა და ამ ნაწილშიც მის მიმართ სასქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
განაჩენი უნდა შესწორდეს ო. ტ-ოვის მიმართაც. საქმის მასალებიდან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ო. ტ-ოვმა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა ა. მ-სკაია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მან ეს დანაშაული პირთა ჯგუფის მონაწილეობით ჩაიდინა, დადასტურტებულად ვერ მიიჩნევა. საბრალდებო დასკვნა და განაჩენი მიიჩნევს, რომ ო. ტ-ოვმა გაუპატიურება ჩაი-დინა მ. ბ-ძესთან ერთად (თუმცა, ვერც ერთი მათგანი ვერ მიუთითებს თუ რაში გამოიხატა პირთა ჯგუფის ერთობლივი მოქმედება, რა მოქმედებით დაეხმარნენ ერთმანეთს დანაშაულებრივი მიზნის განხორციელებაში და მოქმედება შეასრულა თითოეულმა) როგორც ზემოთ არის აღნიშნული ამ დანაშაულის ჩადენაში მ. ბ-ძის მონაწილეობა გამოირიცხა. ჯგუფის წევრად სხვა პირს საბრალდებო დასკვნა და განაჩენი არ მოიხსენიებს. აქედან გამომდინარე, ო. ტ-ოვის ბრალდება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამის შესაბამისად განესაზღვროს სასჯელის ღონისძიება.
საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონის შესაბამისად, რომელიც ძალაშია 2000 წლის პირველი იანვრიდან, უნდა შიცვალოს მ. ბ-ძისა და ო. ტ-ოვის მიმართ შეფარდებული სასჯელის მოხდის რეჟიმიც.
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
2. მ. ბ-ძისა და ო. ტ-ოვის მიმართ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) მ. ბ-ძის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში, ხოლო 96-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბ) ო. ტ-ოვის ბრალდება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ) ორივე მსჯავრდებულმა სასჯელი მოიხადოს საერთო რეჟიმის კოლონიაში.
2. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.
ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული, როგორც ანგარებით მკვლელობის მცდელობა, რადგან დამნაშავე მკვლელობის გზით მიზნათ ისახავდა მემკვიდრეობისა და ქონების მიღებას.