საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.01.2000
საქმის ნომერი
2კ-276საზ.-20000
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.01.2000

გადაწყვეტილების ტექსტი

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

¹ 276-საზ 14 იანვარი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ

ჯ. ყიფიანის თავმჯდომარეობით

მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის,მ. ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით

განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჩ-ძის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ხონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 14 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლის დ. ჩ-ის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ხონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ბ. ჩ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული არ ყოფილა.

განჩინებით ბ. ჩ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან 1997 წლის 28 მაისს, დაახლოებით 19 საათზე მთვრალ მდგომარეობაში, ურთიერთწალაპარაკებისა და ჩხუბის დროს, შურისძიების მოტივით მოკვლის პირდაპირი განზრახვით, ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში ზურგში დანა ჩარტყა ე. ჩ-ძეს, რომელიც მიღებული მრავალი ჭრილობის _ სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებებისაგან, მიუხედავად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარებისა, გარდაიცვალა რაიონის საავადმყოფოში.

საზედამხედველო საჩივარში ბ. ჩ-ძე ამტკიცებს, რომ მას არ ჰქონია ბ. ჩ-ძის მოკვლის განზრახვა. მისი ქმედობა იყო პროვოცირებული დაზარალებულის არამართლზომიერი ქმედობით. მან მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყო-ფა. სასამართლომ უსაფუძვლოდ სცნო, რომ დანაშაული იყო ჩადენილი ნასვამ მდგომარეობაში, ვინაიდან ის ფხიზელი იყო, ალკოჰოლური სასმელი არ მიუღია.

პალატამ მოისმინა პროკურორ მ. ქ-ის დასკვნა, რომელსაც მიაჩნია, რომ განაჩენი ბ. ჩ-ძის მიმართ კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი გადასინჯვისათვის, შეამოწმა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებათა გამო:

ბ. ჩ-ძის ბრალი დამტკიცებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების მასალებით, მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით.

მართალია დაზარალებული ე. ჭ-ძე გამოჩნდა მსჯავრდებულის სახლის წინ და მათ შორის წარმოიშვა კამათი, მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ სი-ტუაცია გაამწვავა თვით მსჯავრდებულმა და მისი ოჯახის წევრებმა, რათა, რომ თავიდან აეცილებინათ ეჭვი მოქ. თ. გ-ძის კუთვნილი ცხენის დაკარგვის ფაქტზე. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად იყვნენ მისული მსჯავრდებულის სახლთან თ. გ-ძე და შემდგომში მოკლული ე. ჩ-ძე. ე. ჩ-ძის მოკვლის განზრახვა მტკიცდება მსჯავრდებულ ბ. ჩ-ძის კონკრეტული ქმედობით. ის შევიდა ეზოში, მასზე მიმაგრებული სატვირთო ა\მანქანიდან გამოიღო დიდი დანა, შეუმჩნევლად მიეპარა ე. ჭ-ძეს და უკნიდან დანით ძლიერად დაარტყა _ მიაყენა ჭრილობა, შემავალი გულმკერდის არეში მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანებით, რის შედეგადაც აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ე. ჭ-ძე მალევე გარდაიცვალა რაიონის საავადმყოფოში. უფრო მეტიც, დაჭრის შემდეგაც, დაზარალებულის საავადმყოფოში მიყვანის დროს, ის თავს არ ანებებდა და მისდევდა ქუჩაში.

ამ პერიოდში სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედობოს და სწორად დააკვალიფიცირა საქ. სსკ 105-ე მუხლით.

განაჩენში სასამართლომ საკმაოდ დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ ბ. ჩ-ძემ ჩაიდინა დანაშაული მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა. განაჩენის გამოტანამდე ბ. ჩ-ძე არ უარყოფდა, რომ დანაშაულის ჩადენამდე, სადილის დროს მიიღო ალკოჰოლური სასმელი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და პასუხისმგებლობის დამაძიმებელი გარემოებები.

საზედამხედველო პალატა თვლის, რომ განაჩენი ბ. ჩ-ძის მიმართ კანონიერია. საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტით, 599-ე მუხლის II, III ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საზედამხედველო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ხონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 14 ნოემბრის განაჩენი ბ. ჩ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საზედამხედველო პალატამ არასრული წინასწარი გამოძიება და სასამართლოში საქმის განხილვისას უხეში პროცესუალური დარღვევა ჩათვალა ახლად გამოვლენილ გარემოებად. ამის გამო განაჩენი გააუქმა და საქმე დააბრუნა დამატებით გამოძიებაში.