საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 16.02.2000
საქმის ნომერი
2კ-1-I-20000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.02.2000

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქმე ¹ 1I 16 თებერვალი, 2000 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: თ. ყრუაშვილი, გ. ხაბულიანი

განიხილა დაზარალებულ მ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 28 დეკემბერის განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 1 ნოემბრის დადგენილება ბრალდებულ ჯ. ჭ-ძის საქმის პროკურატურაში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების შესახებ.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ხაბულიანის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ჯ. ჭ-ძეს საბრალდებო დასკვნით ბრალი ედება საქართველოს სსკ 241-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით.

ჯ. ჭ-ძის ბრალდების საქმე გარდაბნის რაიონის მოსამართლის 1999 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:

ჯ. ჭ-ძის საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულად და მისი შევსება შეუძლებელია სასამართლო გამოძიებით. კერძოდ, საბრალდებო დასკვნა არსებით წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ მასალებთან, გამომძიებლის მიერ ექსპერტიზისათვის მიწოდებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების მასალე-ბი შეუსაბამოა ფაქტობრივად არსებულ მონაცემებთან. წინააღმდეგობის აღმოსაფხვრე-ლად დამატებითმა გამოძიებამ უნდა დაკითხოს მძღოლ ვ. ნ-ძის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის მგზავრები იმის დასადგენად, მიახლოებით რა სიჩქარით მოძრაობდა ორივე ავტომანქანა და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაინიშნოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა;

უნდა დადგინდეს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმი იმის გასარკვევად, გაეჭედა თუ არა მოძრაობისას საჭის მექანიზმი მძღოლ ჯ. ჭ-ძეს, რომლის ვერსია გამოძიებით არ არის უარყოფილი. გამოსაკვლევია, ავტობუსის მძღოლს ფეხის მუხრუჭმა უმტყუნა შეჯახებამდე თუ შეჯახებით იქნა დაზიანებული.

გამოძიებამ უნდა აღმოფხვრას წინააღმდეგობა მძღოლ ვ. ნ-ძის ჩვენებებს შორის, იმის დასადგენად მძღოლმა ჯ. ჭ-ძემ გამოიყენა თუ არა მაშუქების ჩართვა შეჯახებამდე საჭის მარცხნივ მოხვევის დროს და შეფასება უნდა მიეცეს მის ჩვენებებს. ამას მნიშვნელობა აქვს ჯ. ჭ-ძის ჩვენების შემოწმებისათვის, რომ-ლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი მიუთითებს საჭის გაჭედვის შესახებ და უარ-ყოფს მარცხნივ მოხვევის მაშუქების ჩართვას;

გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს, შეგნებულად მიატოვა თუ არა ჯ. ჭ-ძემ აიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი მ. ბ-ძე. დადასტურების შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

გამოსაკვლევია, ჯ. ჭ-ძესთნ როგორ აღმოჩნდა გამომძიებელ ითაშვილის მიერ მისი დაკითხვის ოქმის ტექსტი; უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა მას მიცემული აღნიშნული შინაარსის ჩვენება და ამ ფაქტს მიეცეს სათანადო შეფასება;

წინასწარმა გამოძიებამ უნდა შეამოწმოს მძღოლ ვ. ნ-ძის მანქანის ძრავის მიხედვით ავტობუსის საერთო სიჩქარე და მისი მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან, ამ მიმართებით უნდა ჩატარდეს ავტოტექნიკური ექსპერტიზა;

ჯ. ჭ-ძის ბრალდების საქმესთან უნდა გაერთიანდეს მ. ბ-ძის მიერ ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული განზრახი დანაშაულის მასალები, რაც ხელს შეუწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დროულად დადგენას.

დაზარალებულის საკასაციო საჩივარში დასმულია საკითხი იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებასა და სააპელაციო პალატის განჩინება ჯ. ჭ-ძის მიმართ საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, როგორც უკანონო, უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სასამართლოს არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულად. დადგენილე-ბასა და განჩინებაში მითითებული მოტივები არ წარმოადგენენ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საფუძველს. სასამართლოების გადაწყვეტილებებში მითითებული საკითხების გადამოწმება შესაძლებელია სასამართლოში საქმის სრულყოფილი არსებითი განხილვის შედეგად, რაც არ სცილდება თვით სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს.

ბრალდებული ჯ. ჭ-ძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს მის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტას; წინააღმდეგ შემთხვევაში, საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა დაზარალებულის საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა დაზარალებულის გამოსვლა, რომლითაც მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, განსასჯელ ჯ. ჭ-ძის შეპასუხება, რომლითაც მან მხარი დაუჭირა საქმეზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებს და მოითხოვს მათ უცვლელად დატოვებას, საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშენწის ლ. ყ-ის დასკვნას, რომლითაც მან მხარი დაუჭირა დაზარალებულის მოთხოვნას დად-გენილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმის განსახილველად სასამართლოში დაბრუნების შესახებ და, თვლის, რომ დაზარალებულის საკასაციო მოთხოვნა კანონიერია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გარდაბნის რაიონის მოსამართლის დადგენილება და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება ჯ. ჭ-ძის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად უნდა გადაეცეს სასამართლოს სხვა შემადგენლობას; ამასთან მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად. საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ ზემოთ აღნიშნული მოტივები წინააღმ-დეგობაშია საქმის ირგვლივ მოკვლევა-გამოძიების სტადიასა და დამატებითი გა-მოძიებით შეკრებილ ერთობლივ მტკიცებებთან განმეორებით საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების სასამართლო გადაწყვეტილებებში მითითებული საგამო-ძიებო მოქმედებების შესრულება არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს, არც ერთი მითითება არ მოიაზრება ისე, რომ მისი გადამოწმება სა-ბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეუძლებელი იყოს სრულყოფილი სასამართლო სხდომის ჩატარების გზით. აქვე უნდა აღინიშნოს იმის შესახებ, რომ მოსამართლის დადგენილებაში გამოთქმულია მოსაზრება მტკიცებულებათა შეფასების მიმართები-თაც, რითაც მოსამართლემ წინასწარ გამოხატა თავისი შეხედულება და ეჭვის ქვეშ დააყენა საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ, მიუთითებს ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე თავის სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს მოძრავ სამგზავრო ავტობუსის მძღოლის მხრიდან განვითარებული სიჩქარის აღდგენით ახალი ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების გზით შესაძლო ახალი მონაცემების მოპოვებაზე. სასამართლოს აღნიშნულ და სხვა მითითებების შესრულე-ბას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს საქმის ირგვლივ შეკრებილ ფაქტობრივ და ობიექტურ გარემოებებზე, რომლებმაც განაპირობეს განსაკუთრებით მძიმე შედეგის დადგომა და რასაც თვით ჯ. ჭ-ძეც არ უარყოფს. საქმის არსებითად განხილვის დროს თუ აუცილებელი გახდება, სასამართლო ვალდებულია, პროცესის მონაწილე სუბიექტების შუამდგომლებების საფუძველზე, შეავსოს წინასწარი გამოძიების ხარვეზეები მისი შესაძლებლობის მიხედვით და აღმოფხვრას არსებული წი-ნააღმდეგობანი.

უსაფუძვლოა მოსამართლის დადგენილებაში საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების მოტივად მომხდარი დანაშაულის შემდეგ დაზარალებულ მ. ბ-ძის მიერ სამშობიარო სახლის მუშაკებთან ერთად ბავშვის ყალბი საბუთების გაფორმების შესახებ მასალების გაერთიანება ავტოავარიის საქმესთან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მასალებს არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ძირითად საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინების მი-თითებას იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ჩატარებული მო-კვლეული მასალების მწარმოებელ პირთა დადგენა და მათ მიერ გაფორმებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კანონიერების შემოწმება, არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრა უნდა მოხდეს საქმის დამატებითი გა-მოძიების ჩატარების გზით, პირიქით, ასეთის შემოწმება ევალება თვით სასამართლოს და არ სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. აქვე უნდა აღინიშნოს იმის შესახებ, რომ ამ მოტივებით საქმე ერთხელ დაუბრუნდა პროკურატურას, რომელმაც გამოძიების შედეგების მიხედვით საქმე ახალი საბრალდებო დასკვნით წარიმართა ქვემდებარეობით სასამართლოში. სააპელაციო პალატის განჩინების მითითება იმის შესახებ, რომ „არ გამოკვლეულა გარემოებები, რომლებიც აღნიშნულია სა-სამართლო განჩინებაში საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ" დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატამ არსებითად უცვლელად დატოვა გარდაბნის რაიონის მოსამართლის 1999 წლის 1 ნოემბრის დადგენილება, მითითებით: „მარ-თალია, მათი გარკვევა შეეძლო სასამართლოს, მაგრამ იმდენად, რამდენადაც და-ნარჩენი საკითხების გარკვევა, ფაქტობრივად, შეუძლია საქმის დამატებითი გამოძიება-ში დაბრუნების გარეშე; აღნიშნული საკითხებიც გამოკვლეულ უნდა იქნეს დამატები-თი გამოძიებისას". მითითებული დასკვნა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საქ-მის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების დადგენილებასა და განჩინებაში მითითებული კონკრეტული საკითხების გამოკვლევის გზით წინააღმდეგობების აღმოფხვრა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ითვალის-წინებს, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარებულია რამდენჯერმე და დამატებითი გამოძიების კიდევ ერთხელ ჩატარებას არ აქვს რაიმე ახალი ვერსიის შემოწმების და დამატებითი მტკიცებულებების შეკრების პერსპექტივა, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრული მოცულობით, ამიტომ მიიჩნევს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ დააბრუნა საქმე დამატებით გამოძიებაში და დაზარალებულის საკასაციო საჩივარი გაზიარებულ უნდა იქნეს, ხოლო განსასჯელის მოთხოვნას უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.

საკასაცო პალატამ, აღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 1 ნოემბრის დადგენილება და თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 28 დეკემბრის განჩინება ჯ. ჭ-ძის მიმართ და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს გარდაბნის რაიონის სასამართლოს სხვა შემადგენლობას სასამართლოს განხილვის სტადიიდან.

მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

პროკურორის საკასაციო საჩივარს, როლმელიც განაჩენის გაუქმე-ბას ითხოვდა მისი აშკარა ლმობიერების გამო, უარი ეთქვა, რადგან სასჯელის გამკაცრება მტკიცდებოდა კანონით გაუთვალისწინებელი დამამძიმებელი გარემოებების ჩართვით მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებისათვის ანგარიშის გაწევის გარეშე. ამ გადაწყვეტილე-ბით მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული იქნა სასჯელის განსაზღვრისას კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალიზაციის პრინციპი.