საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
¹ 261/საზ
23 თებერვალი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ
ჯ. ყიფიანის თავმჯდომარეობით
პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ. ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით განიხილა მსჯავრდებულ კ. კ-იანის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოე-ბათა გამო, სენაკის
რაიონის სასამართლოს 1992 წლის 9 ივნისისა და ქ. რუს-თავის სასამართლოს 1993 წლის 6 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვის შესახებ.
საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე დ. ჩიტლოვის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
კ.კ-იანი, ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ცოლშვილიანი, 1987 წლის 22 ოქტომბერს გასამართლებულია ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (ნასამართლობაგაქარწყლებული), საშუალო განათლების მქონე, _
სენაკის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 9 ივნისის განაჩენით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით გაძლი-ერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით, ქონების კონფისკაციით;
ქ. რუსთავის სასამართლოს 1993 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თ/აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
სენაკის რაიონის სასამართლოს განაჩენით კ. კ-იანს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, ხოლო რუსთავის რაიონის სასამართლოს განაჩენით მას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ იმყოფებოდა რა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილას, ჩაიდინა გაქცევა, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით.
ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1992 წლის 21 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, ნასვამი კ. კ-იანი, გამო-ძიებით დაუდგენელ ხუთ პირთან ერთად, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ სა-ნადირო თოფებითა და დანებით, მივიდნენ სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში მცხოვრებ მ. ბ-იას სამზარეულო სახლთან. ხუთნი კ-იანთან ერთად შევიდნენ შიგნით და ოჯახის წევრებს _ მ., გ. და მ. ბ-იებს მოსთხოვეს ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიკვდილით. მათ მისცეს 1000 მანეთი და უთხრეს, რომ მეტი არაფერი გააჩნდათ, რის შემდეგაც კ-იანთან მყოფმა პირებმა დაუწყეს ცემა თოფის კონდახით, სკამისა და საფერფლის ჩარტყმით, ხელებითა და ფეხე-ბით, შემდეგ თოკით შეუკრეს ხელ-ფეხი და ნაჭრით აუხვიეს თვალები. ორი შეი-არაღებული პირი მათ იარაღით დაადგა თავს, ხოლო დანარჩენები წავიდნენ ოდა სახლის მიმართულებით გასაჩხრეკად. შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ სამზარეულო _ სახლში და ყველანი დაემუქრნენ ოჯახის წევრებს, რომ ჩადენილი დანაშაულის შესახებ არსად არ განეცხადებინათ, თორემ მოკლავდნენ. ამის შემდეგ მიიმალნენ და თან წაიღეს ფული და სხვადასხვა ნივთები, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 33725 რუსული რუბლის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. ნაქურდალი ნივთებიდან კ. კ-იანს შეხვდა 9000 რუბლად ღირებული ოქროს ბეჭედი. ბოროტმოქმე-დებმა გ. და მ. ბ-იებს მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მ. ბ-იას _ სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიდიოდნენ, მარტვილის შსს რაიგანყოფილების თანამშრომლებმა სცადეს მათი დაკავება, მაგრამ დააკავეს მხოლოდ ერთი_კ. კ-იანი, ხოლო დანარჩენები მიიმალნენ.
ამის შემდეგ, კ. კ-იანი სასჯელს იხდიდა რა დაწესებულება უი _ 123/29-ში, არ დაადგა გამოსწორების გზას, დანაშაულებრივად დაუკავშირდა სხვა პირებს და მათ განიზრახეს მიწისქვეშა გვირაბის საშუალებით მოეხდინათ ჯგუფური გაქცვა.
თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 1993 წლის 5 ივ-ნისს, ზონის ტერიტორიაზე, ყოფილი ქაღალდის საამქროში, წინასწარ, მათ მიერ შერჩეულ ადგილზე, ნიჩბების საშუალებით დაიწყეს გვირაბის გათხრა, რომელსაც აწარმოებდნენ რიგრიგობით, ძირითადად ღამის საათებში. მიწა გამოჰქონდათ ტყავის ჩანთის საშუალებით, რომელსაც ყრიდნენ იქვე, საამქროს ტერიტორიაზე. გვირაბს, რომლის სიგრძემ შეადგინა 16 მეტრი, თხრიდნენ 7 დღე-ღამის განმავლობაში.
1993 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე, მიწისქვეშა გვირაბის
გათხრის დამთავრების შემდეგ, კ. კ-იანმა სხვა პირებთან ერთად მოახდინა ჯგუფური გაქცევა, მაგრამ კოლონიისა და შინაგანი ჯარების პოლკის თანამშრომლების მიერ იგი დაკავებულ იქნა სხვა პირებთან ერთად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სა-სამართლო კოლეგიის 1992 წლის 15 სექტემბრის განჩინებით განსასჯელ კ. კ-იანის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვა და სენაკის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მჯავრდებული კ. კ-იანი საჩივარში აღნიშნავს, რომ სენაკის რაიონისა და რუსთავის სასამართლოების განაჩენები მის მიმართ არაკანონიერია, რადგან ორივე შემთხვევაში მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს არასწორი კვალიფიკაცია აქვს შეფარდებული. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია, იგი უცხო ბიჭებს საქურდლად გაჰყვა და მათ შორის ყაჩაღობის ჩადენაზე არანა-ირი წინასწარი მოლაპარაკება არ ყოფილა; ხოლო რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მას გაქცევა ჯგუფთან ერთად არ ჩაუდენია, იგი მარტო გაიქცა, ხოლო მისი ჩვენება სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან რუსთავის სამმართველოში ფიზიკური ზეგავლენის შედეგად არის მოპოვებული.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის დასკვნა, რომელიც თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ცნო, რომ განაჩენები მოცემულ საქმეებზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
განსასჯელი კ. კ-იანი თავის ჩვენებებში აღნიშნვას, რომ მისთვის უცნობ ბოროტმოქმედებთან ერთად მოილაპარაკეს მისულიყვნენ დაზარალებულ მ. ბ-იას ოჯახში, სადაც ეგულებოდათ ფული. კ. კ-იანი არ უარყოფს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ თოფებით შეირაღებულები. დანაშაულის ჩადენის წინ ჩანთიდან ამოიღეს სანადირო თოფები, ააწყვეს, რის შემდეგაც ჩაიდინეს ყაჩაღობა. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს განზრახული ჰქონდათ არა ქურდობა, არამედ ყაჩაღობა, რაც კ. კ-იანმა იცოდა.
კ. კ-იანი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ერთ-ერთ თანამონაწილეს გამოართვა ოქროს ბეჭედი, რომელიც მ. ბ-იას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის შედეგად იყო წამოღებული.
ის, რომ კ. კ-იანის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება მოიცავს ყაჩაღობის შემადგენელ ნიშნებს, დგინდება ასევე დაზარალებულების _ მ., გ. და მ. ბ-იების ჩვენებებით. ამრიგად, საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ კ. კ-იანი მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად ერთიანი განზრახვით და იგი იყო მათი თანამზრახველი, ე. ი. ყაჩაღობის დანაშაულის მონაწილე.
რაც შეეხება საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ კ. კ-იანმა თავისუფლე-ბის აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევა ჩაიდინა მარტომ, აღნიშნული სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან როგორც თვით კ. კ-იანის, ასევე იმავე საქმეზე მსჯავრდებულე-ბის _ გ. ც-შვილის, ო. ნ-ძის და ჯ. თ-შვილის ჩვენებებით დგინდება, კ. კ-იანმა ჩაიდინა გაქცევა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფთან ერთად, ესე იგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 203- ე მუხლის მეორე ნაწილით.
საზედამხედევლო პალატა ვერ გაიზიარებს კ. კ-იანის საჩივარში მოტანილ მოსაზრებას, რომ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული მისი ჩვენებები ფიზიკური ძალადობის შედეგად არის მოპოვებული, რადგან მან წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ სასამართლო პროცესზეც და აღიარა ჩადენილი დანაშაული.
ამრიგად, საქმეთა მასალების ერთობლიობით, წინასწარი გამოძიებებისა და სასამართლო პროცესებზე მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული კ. კ-იანის მიერ ჩადენილი დანაშაულებები.
პალატა თვლის, რომ მოპოვებულ მტკიცებულებებს სასამართლომ მისცა სწორი შეფასება, ხოლო ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას სწორი კვალიფიკაცია და ორივე შემთხვეევაში სასამართლოს განაჩენი კანონიერია.
საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" პუნქტით, 599-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. კ-იანის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.