საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 28.02.2000
საქმის ნომერი
2კ-263საზ.-20000
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.02.2000

გადაწყვეტილების ტექსტი

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

¹ 263\\საზ

28 იანვარი, 2000 წელი, თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ

ჯ. ყიფიანის

თავმჯდომარეობით

პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით

განიხილა მსჯავრდებულ ბ. ხ-შვილის საზედამხედველო საჩივარი გურ-ჯაანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 დეკემბრის განაჩენის და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 15 აპრილის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

საზედამხედველო პალატამ მოისმინა მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ბ. ხ-შვილი, ქართველი, უცოლშვილო, საშუალო განათლებით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 105-ე მუხლით და სასჯელის ზომად დაენიშნა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და დარჩა უცვლელად.

განაჩენის მიხედვით, ბ. ხ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ი. ო-შვილსა და მსჯავრდებულის მამის, ი. ხ-შვილის ოჯახებს შორის უმნიშვნელო საბაბით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დამყარებული იყო არაჯანსაღი დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ ი. ხ-შვილის ძაღლები ქუჩაში უპატრონოდ დაძრწოდნენ და საკბენად ეტანებოდნენ გამვლელებს.

1994 წლის 26 ოქტომბერს გზად მიმავალმა ი. ო-შვილმა დაინახა ქუჩაში გამოშვებული ხ- შვილის ძაღლები, რის გამოც საქმის გასარკვევად მივიდა ი. ხ-შვილის სახლის ეზოში, სადაც მას და

ი.ხ-შვილს მოუხდათ სიტყვიერი კონფლიქტი, რომელიც შემდეგ გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს

ი.ხ-შვილმა მის ხელთ არსებული ჯოხით ი. ო-შვილს მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება თხემის არეში.

მათ შორის მომხდარ ჩხუბს შეესწრო ბ. ხ-შვილი, რომელიც ი. ო-შვი-ლის მიმართ განიმსჭვალა შურისძიების მოტივით და განიზრახა მისი მოკვლა. ამ მიზნით მან სახლიდან გამოიტანა ხანჯალი და ი. ო-შვილს მუცლის არეში მია-ყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანება. მიღებული დაზიანების გამო ი. ო-შვილი საგარეჯოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბ. ხ-შვილი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და იგი დაკავებული იქნა მოგვიანებით გატარებული ღო-ნისძიებების შედეგად.

თავისი საჩივრით მსჯავრდებული ბ. ხ-შვილი ითხოვს მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ 105-ე მუხლიდან სსკ 106-ე მუხლზე და შესაბამისად სასჯელის განსაზღვრას.

საზედამხედველო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება მისი კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამო და ცნო, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დანაშაულებრივი შემთხვევის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით მტკიცდება, რომ ბ. ხ-შვილი არ მოქმედებდა დაზარალებულის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ძალადობის აღსაკვეთად. მან, შეესწრო რა ორმხრივ ჩხუბს მამამისსა და ი. ო-შვილს შორის, სახლიდან გამოტანილი ხანჯლით, განზრახ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ამ უკანასკნელს. ამდენად, ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ 105-ე მუხლზე და განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

მსჯავრდებული თავის საჩივარში ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც ცნობილი გახდა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ და რო-მელიც განსხვავებული იქნება საკასაციო საჩივარში მოყვანილი საფუძვლებისაგან. ამასთან, საჩივარს თან არ ერთვის საპროცესო, ან სხვა დოკუმენტები და მასა-ლები, რომლებიც ადასტურებენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის შეცვლის აუცილებლობას.

საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით, 599-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.