საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.01.2000
საქმის ნომერი
2კ-191საზ.-20000
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.01.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

¹ 191\\საზ 26 იანვარი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ ჯ. ყიფიანის

თავმჯდომარეობით

პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ.

ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით

განიხილა მსჯავრდებულ ნ. შ-იანის საზედამხედველო საჩივარი საქართველოს უზენაესი

სასამართლოს 1995 წლის 15 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლის ნ. გვენეტაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1995 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ნ. შ-იანი ქართველი, საშუალო განათლებით, უპარტიო, ცოლშვილიანი, უმუშევარი, დაპატიმრებამდე მცხოვრები ქ. ქუთაისში ... ქუჩაზე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 288-ე მუხლის მე-2 ნიწილით, 104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით, 2091 მუხლის მეორე ნაწილით და მთლიანობაში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, პირველი 5 წლის - საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი 10 წლის - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

ნ. შ-იანს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის: 1995 წლის 22 მაისს, ქ. ქუთაისში კაფებარ მედეაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფებმა, განსასჯელმა ნ. შ-იანმა, მეორე მხრივ გ. მ--ძემ და პ. ს-ძემ ერთმანეთს აგინეს უცენზურო სიტყვებით და იწევდნენ ერთმანეთზე საჩხუბრად, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, ნ. შ-იანის ასეთი მოქმედება, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავხედობით, აღკვეთი-ლი იქნა იქ მყოფთა ჩარევით. ამის შემდეგ შ-იანი გამოვიდა კაფე-ბარიდან და აპირებდა წასვლას, მაგრამ მას გზაში დაეწია ხ. დ-შვილი და არ მისცა წასვლის საშუალება. იქ მისულ პ. ს-ძეს, გ. მ-ძესა და ნ. შ-იანს შორის კვლავ გაგრძელდა

ერთმანეთის გინება და ჩხუბი. შ-იანმა დანის დარტყმით განზრახ მოკლა პ. ს-ძე და გ. მ-ძე, შემდეგ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და დაიმალა … ქუჩა ¹ 9-ში მდებარე მშენებარე სახლის პირველ სართულზე ვინაიდან მას და-საკავებლად დასდევდნენ პოლიციის მუშაკები. როდესაც პოლიციელი მ. ბ-ძე შე-ვიდა იმ ოთახში, სადაც ის იმალებოდა, ნ. შ-იანმა აიღო იქ დაგდებული ნაჯახი და თავში ჩასარტყმელად მიუქნია მას. ბ-ძემ შესძლო მოქნეული ნაჯახის აცილება და სხვა პოლიციელების დახმარებით დააკავა იგი.

თავის საჩივარში მსჯავრდებული ნ. შ-იანი ამტკიცებს, რომ ის დანას იქნევდა თავის დასაცავად და მკვლელობა ჩაიდინა გაუფრთხილებლობით. ამიტომ ის ითხოვს მის მიერ ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირებას გაუფრთხილებლობით მკვლელობაზე და შესაბამისად სასჯელის განსაზღვრას.

საზედამხედველო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივები, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება, მისი კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამო და ცნო, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ. შ-იანის განზრახი ბრალი ჩადენილ დანაშაულში უტყუარად დგინდება დანაშაულებრივი შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების ხ. დ-შვილის და შ. ხ-ძის ჩვენებებით, მ. ბ-ძის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეზე წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით. გარდა ამისა, მსჯავრდებული თავის საჩივარში ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც ცნობილი გახდა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ასევე, საჩივარს არ ერთვის საპროცესო, ან სხვა დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის შეცვლის აუცილებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ 561-ე მუხლით, 599-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. შ-იანის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.