საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
საქმე ¹ 232\\საზ 28 იანვარი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ ჯ. ყიფიანის
თავმჯდომარეობით პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, მ. ქარსელაძის, დ.
ჩიტლოვის, მ. ქარსელაძის შემადგენლობით
განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ურისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საჩივრები, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 14 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე მ. ქარსელაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სა-სამართლო კოლეგიის 1999 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ზ. გ-ურს, ქართველს, 8 კლასის განათლების მქონეს, უცოლოს, ხუთჯერ სამართალში ნამყოფს: 1) ახმეტის რაიონის სასამართ-ლოს 1983 წლის 21 სექტემბრის განაჩენით საქარვთელოს სსკ 205-ე მუხლით შეეფარდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ 471 მუხლის გამოყენებით განაჩენის აღსრულება გადაედო ორი წლით; 2) ახმეტის რაიონის სასამართლოს 1983 წლის 12 დეკემბრი სგანაჩენით საქართველოს სსკ 91-ე მუხლის მესამე ნა-წილით შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან გა-თავისუფლდა 1986 წლის 26 ნოემბერს; 3) ქ. თბილისის სამხედრო გარნიზონის სასამართლოს 1987 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ყაზახეთის სსკ 233-ე მუხ-ლის „ა“ პუნქტით შეეფარდა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 1989 წლის 19 აგვისტოს; 4) ახმეტის რაიონის სა-სამართლოს 1990 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ 157-ე მუხლის მეორე ნაწილით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით. სასჯე-ლის მოხდისაგან გათავისუფლდა 1992 წლის 6 მარტს 1992 წლის 27 თებერვლის ამნისტიის საფუძველზე; 5) ახმეტის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 16 სექ-ტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ 105-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 96-ე მუხლის მეორე ნაწილით, მეხუთე და მეექვსე პუნ-ქტებით შეეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა - ნასამართლობები გაქარწყლე-ბული არა აქვს, მცხოვრებს ქ. ახმეტაში, საქართველოს სსკ 104-ე მუხლის მე-ცხრე პუნქტით შეეფარდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წი-ნა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 3 წელი და საბო-ლოოდ განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იგი ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად და სასჯელის მოხდა განესაზღვრა განსაკუთრებული რეჟიმის სასჯელთა აღსრულების დაწესებულებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 1999 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განაჩენი ზ. გ-ურის მიმართ დატოვებულ იქნა უცვლელად.
ზ. გ-ური მსჯავრდებულია იმისათვის, რომ იგი, წინათ განზრახი დანაშაული-სათვის რამდენჯერმე ნასამართლევი, ახმეტის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 16 სექტემბრის განაჩენით, მსჯავრდებული იყო რა საქართველოს სსკ 105-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებით, განსაზღვრული ჰქონდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდიდა ქსნის ¹ 8 მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სასჯელის მოხდის პერიოდში, 1999 წლის 9 მაისს, დაახლოებით 19 საათზე, კოლონიის ტერიტორიაზე ურთიერთწალაპარაკებისა და ჩხუბის დროს დანის გულის არეში ჩარტყმით განზრახ მოკლა მსჯავრდებული გ. გ-ძე.
მსჯავრდებული ზ. გ-ური და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. მ-ი საჩივრებით ითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილებების შეცვლას ქმედების იურიდიული კვალიფიკაციის, სასჯელისა და რეჟიმის განსაზღვრის ნა-წილში რის საფუძვლად მიუთითებენ შემდეგ გარემოებებზე: აწ გარდაცვლილმა გ. გ-ძემ ზ. გ-ურს უსამართლოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავე დროს უმოწყალოდ დაუწყო ცემა, სცემდნენ ვითომ გამშველებლად მისული პირებიც. აღნიშნულის გამო მან დაკარგა წონსაწორობა, თანაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ასეთ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა გამოძიებამ და სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ 104-ე მუხლის მე-9 პუნქტით, მით უფრო, რომ ადრე ჩადენილი მკვლელობის დროსაც მას ბრალი არ მიუძღოდა, რადგან დაზარალებულმა იგი სასიკვდილოდ სცემა. როგორც პირველი, ისე მე-ორე მკვლელობის დროს ზ. გ-ური ჩხუბის წამომწყები არ არის და, ამდენად, იგი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად არ უნდა მიეჩნია სასამართლოს.
საზედამხედველო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მსჯავრდებულ ზ. გ-ურის ინტერესების დამცველს, ადვოკატ გ. მ-ს, პროკურორს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საჩივრებს და ცნო, რომ საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი და მსჯავრდებული ზ. გ-ურიც არ უარყოფს ჩხუბის დროს გ. გ-ძისათვის დანის დარტყმის ფაქტს, რის შედეგედაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. მსჯავრდებულის და ადვოკატის საჩივრის მოტივი, რომ ზ. გ-ურმა მკვლელობა ჩაიდინა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, უსაფუძვლოა.
საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ზ. გ-ური დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. ამ მიმართებით საგულისხმოა ზ. გ-ურის მიერ სასამართლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენება: „გ. გ-ძეს ჩემთვის ისეთი არაფერი დაუშვებია, რომ ვერ მომეთმინა, ნორმალური ადამიანი მას მოუთმენდა ყოველივე ამას, მაგრამ მე ნერვებმა მიმტყუნა და დავარტყი დანა“.
უსაფუძვლოა ზ. გ-ურის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საჩივრის მითითება, თითქოს არასწორია ახმეტის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 16 სექტემბრის განაჩენი ზ. გ-ურის ქმედების კვალიფიკაციის და შესაბამისად სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. აღნიშნული განაჩენის კანონიერების შემოწმებით ირკვევა, რომ ზ. გ-ურის მიერ გ. ს-შვილის მკვლელობას წინ უძღოდა 3 თვის წინ მათ შორის მომხდარი ჩხუბი. აღნიშნულით განაწყენებულმა ზ. გ-ურმა შუ-რისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გადაჭრილი ორლულიანი სანაირო თოფიდან გასროლით გულ-მკერდის არეში, სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა გ. ს-შვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებამ და სასამართლომ სავსებით სწორად დააკვალიფიცირეს ზ. გ-ურის ქმედება საქართველოს სსკ 105-ე მუხლით და შესაბამისად მართლზომსიერი სასჯელიც განესაზღვრა მას. ბოლოს ჩადენილი დანაშაული - გ. გ-ძის მკვლელობა, ასევე სწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ 104-ე მუხლის მე-9 პუნქტით - მკვლელობა ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც
ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. გ-ური ხუთჯერაა სამართალში ნამყოფი განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვი, მათ შორის ორჯერ - განზრახი მკვლელობისათვის. აღნიშნულის საფუძველზე იგი სწორად იქნა ცნობილი გან-საკუთრებით საშიშ რეციდივისტად საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე და სასჯელის მოხდის რეჟიმიც სწორად განესაზღვრა.
სასამართლომ ორივე შემთხვევაში ზ. გ-ურის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ არამართლზომიერი მოქმედების წამომწყებები იყვნენ აწ გარდაცვლილები - გ. ს-შვილი და გ. გ-ძე.
ამდენად, საზედამხედველო პალატას მიაჩნიაბ რომ მსჯავრდებულ ზ. გ-ურის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საჩივრები უსაფუძვლოა, ხოლო ზ. გ-ურის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებები სწორია და მათი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლის „ა“ პუნქტით, 599-ე მუხლისმ ე-2 და მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. გ-ურისა და მისი ინტერესების დამცველისბ ადვოკატ გ. მ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოადა არ გასაჩივრდება.
საზედამხედველო პალატამ, ერთის მხრივ იმის გამო, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებანი სრულად ადასტურებდნენ 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 209-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მეორეს მხრივ იმის გამო, რომ წარმოდგენილი საჩივარი ვერ მიუთითებდა რაიმე ახლად გამოვლენილ გარემოებას, მსჯავრდებულის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.