საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#76აგ-12 24 oqtomberi, 2012 წელი
ჩ-ა რ., 76აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ჩ-ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის განაჩენით რ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. რ. ჩ-ს 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული უფლებები. იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 12 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2012 წლის 12 სექტემბერს მსჯავრდებულმა რ. ჩ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ და მოითხოვა მისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება იმ მოტივით, რომ ახალი კანონით შეიცვალა იმ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, რომლის შეძენა-შენახვისათვისაც იგი იყო მსჯავრდებული. ასევე ითხოვა `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის გავრცელება მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 ივნისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: რ. ჩ-ს ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ჩ-მ.
წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული რ. ჩ-ა შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ რ. ჩ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
დ. სულაქველიძე