გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 30.06.2006
საქმის ნომერი
ას-1251-1493-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-1251-1493-05 ¹ ას-1251-1493-05 30 ივნისი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების აკრძალვა.

აღწერილობითი ნაწილი:

«ბ-მის ¹1 ჩამომსხმელმა ქარხანამ» 2003წ. დეკემბერშისასარჩელო განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ... სააღსრულებო ბიუროსა და შპს „ტ-ას“ წინააღმდეგ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 5 მარტის სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების აკრძალვა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ტ-ას“ სარჩელი და სს „ბ-მის ¹1 ჩამოსასხმელ ქარხანას“ მის სასარგებლოდ დაეკისრა ალტერნატიული ვალდებულების შესრულება _ 80 000 ცალი 0,5 ლ. ტევადობის ბოთლის ნატურით გადაცემა ან მისი ღირებულების გადახდა. 1997წ. 5 მარტს გაიცა სააღსრულებლო ფურცელი. 1997წ. 8 სექტემბერს სასამართლო აღმასრულებელმა წინადადება მისცა ქარხანას 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით შეესრულებინა გადაწყვეტილება. მოსარჩელის განცხადებით, იმავეწ. 3 ნოემბრის ¹10 შეთანხმებით „ს-ოს კ-იამ“ ქარხნის ვალდებულების სანაცვლოდ იკისრა შპს „ტ-ას“ მიმართ 5000 ლარის გადახდის ვალდებულება, სანაცვლოდ შპს „ტ-ა“ უარს ამბობდა ქარხნის მიმართ მოთხოვნაზე. 5000 ლარი ფირმა „ტ-ას“ გადაერიცხა, რასაც ამ ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელიც არ უარყოფს. მაგრამ 2003წ. 25 ნოემბერს ქარხანაში სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროდან შევიდა დოკუმენტი, რომლის თანახმად წინადადება ეძლეოდა მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარედგინათ ქონებრივი ნუსხა. მოსარჩელემსააღსრულებლო ფურცლის ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ იგი არ შეიცავს კანონით დადგენილ რეკვიზიტებს, გასულია კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. ამასთან,1997წ. შეთანხმებით შპს „ტ-ამ“ უარი თქვა თავის მოთხოვნაზე სს „ბ-ის ¹1 ჩამომსხმელი ქარხნის“ მიმართ. მოსარჩელე ორგანიზაციამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების აკრძალვა მოითხოვა იმ საფუძვლითაც, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია «ბ-ის ¹1 ჩამომსხმელი ქარხნის» და არა სააქციო საზოგადოება «ბ-ის ¹1 ჩამომსხმელი ქარხნის» წინააღმდეგ, ასევე, შპს «ტ-ას» და არა ფირმა «ტ-ას» სასარგებლოდ.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ბ-მის ¹1 ჩამომსხმელი ქარხნის» სარჩელი მოპასუხე ... სააღსრულებო ბიუროსთან და ფირმა „ტ-სთან“ სააღსრულებლო ფურცლის ბათილად ცნობასა და სააღსრულებო მოქმედებებისაგან თავის შეკავების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სს «ბ-მის ¹1 ჩამომსხმელმა ქარხანამ» შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 9 მარტის სასამართლოს სხდომაზე ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ივლისის განჩინებით სს «ბ-მის ¹1 ჩამომსხმელი ქარხნის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით სს „ბ-მის ¹1 ჩამოსასხმელ ქარნახას“ შპს „ტ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 80000 ცალი 0,5 ლ. ტევადობის ბოთლის ნატურით გადაცემა ან მისი ღირებულების გადახდა. სააღსრულებო ბიურომ წინადადება მისცა, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარედგინათ ქონების ნუსხა სს „ბ-მის ¹1 ჩამომსხმელ ქარხანას“.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა ჩაეთვალა ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლად გაფორმებული ¹10 შეთანხმება „ს. კ-ნიას“ და შპს «ტ-ას» შორის, რადგან საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მხარეები არ მორიგებულან მორიგებას. ამ შეთანხმებით „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიას“ ქარხნის ვალდებულების სანაცვლოდ არ უკისრია შპს „ტ-ას“ მიმართ 5000 ლარის გადახდა და სანაცვლოდ შპს „ტ-ას“ უარი არ უთქვამს ქარხნის მიმართ მოთხოვნაზე იმის გამო, რომ მორიგება არ მომხდარა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ გასული იყო აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგინდა, რომ 1997წ. 5 მარტს გაიცა სააღსრულებლო ფურცელი და იგი დროულად იქნა წარდგენილი აღსასრულებლად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ბ-მის ¹1 ჩამომსხმელმა ქარხანამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ იმსჯელა მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, იმის შესახებ, რომ სადავო სააღსრულებლო ფურცელი არ პასუხობდა იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 356-ე მუხლის მოთხოვნებს; „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გასული იყო სსკ-ის 359-360-ე მუხლებით დადგენილი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; „ს. კ-იასთან“ 1997წ. 3 ნოემბერს გაფორმებული ¹10 შეთანხმებით ამ უკანასკნელისაგან მიღებული 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შპს „ტ-ამ“ საერთოდ უარი თქვა მოსარჩელის მიმართ მოთხოვნაზე; ასევე „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, შპს „ტ-ღას“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, რის გამოც იგი ლიკვიდირებულია და როგორც იურიდიული პირი არ არსებობს. არ არსებობს ასევე მისი უფლებამონაცვლე ორგანიზაციაც.

კასატორის მოსაზრებით დაირღვა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-18 და 24-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო სამართლის კოდექსის 168-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს «ბ-ის ¹1 ჩამომსხმელი ქარხნის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 5 მარტის გადაწყვეტილებითსს «ბ-ის ¹1 ჩამომსხმელ ქარხანას» შპს «ტ-ას» სასარგებლოდ დაეკისრა 80000 ცალი 0,5 ლ. ტევადობის ბოთლის ნატურით გადაცემა ან მისი ღირებულების გადახდა, რაზეც გამოიწერა სააღსრულებოფურცელი. ასევე, დადგენილია, რომ სააღსრულებო ბიურომ სს «ბ-ის ¹1 ჩამოსასხმელ ქარხანას» წინადადება მისცა გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარედგინა ქონების ნუსხა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ სადავო სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საარსრულებო ფურცელში არ იყო მითითებული იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 356-ე მუხლით გათვალისწინებული ის აუცილებელი რეკვიზიტები, რომლებიც უნდა ასახულიყო სააღსრულებო ფურცელში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელში მითითებულია ყველა ის აუცილებელი რეკვიზიტი, რაც გათვალისწინებული იყო იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით, კერძოდ, მითითებულია საქმის ნომერი, გაცემის თარიღი, ასევე, მასში სირტყვა-სიტყვითაა გადმოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სადაც მითითებულია მხარეები _ შპს «ტ-ა» და «ბ-ის მინერალური წყლების ¹1 ჩამომსხმელი ქარხანა». საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა იმის შესახებ, რომ აპელანტმა სარწმუნოდ ვერ გახადა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში კანონიერად არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატამ სადავო სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ „ს. კ-იასთან“ 1997წ. 3 ნოემბერს გაფორმებული ¹10 შეთანხმებით ამ უკანასკნელისაგან მიღებული 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შპს „ტ-ამ“ საერთოდ უარი თქვა მოსარჩელის მიმართ მოთხოვნაზე. სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის მეორე პუნქტის და მეორე ნაწილის თანახმად თუ გადამხდევინებელი და მოვალე მორიგდნენ, სააღსრულებო წარმოება შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული წესები. იმავე კოდექსის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად მხარეთა მორიგების დამტკიცება ხდება სასამართლოს მიერ, რის თაობაზეც სასამართლო გამოიტანს განჩინებას და წყდება საქმის წარმოება. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად მხარეთა შორის მორიგებას რომ ჰქონდა ადგილი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ასევე მოსარჩელე ორგანიზაციის მითითება იმის თაობაზე, რომ გასული იყო აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგინდა, 1997წ. 5 მარტს გაიცა სააღსრულებლო ფურცელი და იგი დროულად იქნა წარმოდგენილი აღსასრულებლად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ორგანიზაციამ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რაიონულმა სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია სააღსრულებო მოქმედებათა აკრძალვის საფუძვლად ის გარემოება, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელი გაიცა შპს «ტ-ას» სასარგებლოდ; ეს ორგანიზაცია კი რეგისტრირებული იყო ბორჯომის რაიონის გამგეობის 1994წ. 12 აგვისტოს ¹265 გადაწყვეტილებით. აპელანტის მითითებით შპს «ტალღას» «მეწარმეთა შესახებ» კანონის ამოქმედების შემდეგ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია და სამეწარმეო რეესტრში არ არის შეტანილი. აპელანტმა მიუთითა, რომ დღეისათვის არ არსებობს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში მითითებული სუბიექტი, რომლის სასარგებლოდაც უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და რომელმაც უნდა ისარგებლოს კრედიტორის უფლებებით. სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინების სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა მოსარჩელე ორგანიზაციის ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივრის მოტივის თაობაზე, რითაც დაარღვია სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალის.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ბ-ის ¹1 ჩამომსხმელი ქარხნის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.