დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-74-377-04 24 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 25 მაისს ჟ. გ-მა სარჩელით მიმართა ისნის რაიონის სასამართლოს. მან სარჩელში აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ...... ¹9-ში მდებარე ბინა წარმოადგენდა მ. ო-ას საკუთრებას, სადაც ჟ. გ-ი მდგმურის უფლებით ცხოვრობდა 1956 წლიდან. 1972წ. 20 ნოემბერს მან წერილობით გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე 800 მანეთი გადაუხადა მ. ო-ას, 5200 მანეთი – ვ. და ს. ტ-ებს და აღნიშნული ბინის 30 კვ.მ-ზე შეიძინა საკუთრების უფლება. მოსარჩელის განცხადებით, მის საკუთრებაში გადავიდა 18,7 კვ.მ ¹2 ოთახი, 12,69 კვ.მ შემინული აივანი და ეზოს ნაწილი. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ნოტარიული წესით ვერ გაფორმდა, რადგან სახლის ნაწილი აღრიცხული იყო ოგორც უნებართვო ნაგებობა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი წლების მანძილზე იხდის კომუნალურ გადასახადებს და ასევე მოახდინა სახლის რეკონსტრუქცია. მოსარჩელის განმარტებით, შემდგომში შეიცვალა სახლის მესაკუთრე და ბინა მთლიანად გადაიფორმა მ. ო-ას შვილმა შ-ამ, რომლის გარდაცვალების შემდეგ ბინის მესკუთრეები გახდნენ ტ-ები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 1972წ. 20 ნოემბერს მას, მ. ო-ას, ვ. და ს. ტ-ებს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და ქ. თბილისში, ... ¹9-ში მდებარე ბინის 18,7 კვ.მ ¹2, 12,69 კვ.მ ¹3, 15 კვ.მ ¹4 ოთახების, ეზოლში განლაგებულ ლიტ «ვ-სა» და ლიტ «გ-ს» მესაკუთრედ ცნობა, რაც მთლიანი სახლის იდეალურ წილს შეადგენს.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულს ასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართეს ვ. და ს. ტ-ებმა და მოითხოვეს ჟ. გ-ის გამოსახლება სადავო ბინიდან. მოთხოვნის საფუძვლად კი მიუთითეს, ომ იგი წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადს და, ამასთან, ....... -ში მიღებული ჰქონდა ოთხოთახიანი ბინა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჟ. გ-ის სარჩელი და ნამდვილად ცნო მას და მ. ო-ას, ვ. და ს. ტ-ებს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ჟ. გ-ი აღიარებულ იქნა ბინის, მდებარე ქ. თბილისში, ...... ქუჩის ¹9-ში, 18,7 კვ.მ ¹2, 12,69 კვ.მ ¹3, 15 კვ.მ ¹4 ოთახების და ეზოში განლაგებულ ლიტ «ვ-სა» და ლიტ «გ-ს» მესაკუთრედ, ხოლო შეგებებული სარჩელი ჟ. გ-ის ბინიდან გამოსახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ვ. და ს. ტ-ებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის მე-5 მუხლი, რომელიც ამ საკითხს აგვარებდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაონსტიტუციურად მიიჩნია. მან იხელმძღვანელა სსკ-ის 183-ე მუხლით და მიუთითა, რომ უძრავი ნგივტთების შესაძენად საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სხვანაირად კი საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე არ წარმოიშობოდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ასევე, აპელანტის მოთხოვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რის საფუძველზეც მიუთითა, რომ, «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მხარე გამოასახლოს ნამეტი და არა მთლიანი ფართიდან, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი ნამეტი ფართიდან მოსარგებლის გამოსახლება შესაძლებელია, თუ მას უკავია ერთ სულზე 12 კვ.მ-ზე მეტი. გ-ის ოჯახს ერთ სულზე უკავია 11,5 კვ.მ, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა მათი გამოსახლების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რითაც სარჩელსა და შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. ს. ტ-მა 2003წ. 26 დეკემბერს საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ სადავო ურთიერთობა წარმოადგენს ქირავნობას და მოწესრიგებულ უნდა იქნეს სკ-ის გათვალისწინებული ქირავნობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით და არა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის მუხლებით.
საკასაციო სასამართლოს 2004წ. 3 თებერვლის განჩინებით «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქმის წარმოება შეაჩერა. საქმის წარმოება განახლდა ამავე სასამართლოს 2005წ. 22 სექტემბრის განჩინებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატამ სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, მისთვის სავალდებულოდ მიიჩნია საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტები, კერძოდ, ქ. თბილისში ........ ქუჩა ¹9-ში სახლთმფლობელობის ლიტ «ა» ირიცხება ვ. ტ-ის, ხოლო ლიტ «ბ» _ ს. ტ-ას სახელზე. დადგენილია, რომ ვ. და ს. ტ-ებმა 1972წ. 20 ნოემბერს ჟ. გ-ისაგან მიიღეს 5200 მანეთი ბინის საფასურად, ხოლო მ. ო-ამ ჟ. გ-ისაგან 30 კვ.მ ოთახისათვის – 800 მანეთი. ასევე, დადგენილია და კასატორები არ უარყოფენ, რომ ჟ. გ-ის ოჯახი მ. შ-ას უხდიდა თვიურად 2,5 ლარს ბინის ქირას, ე.ი. ამ შემთხვევაში არსებობს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობა და ჟ. გ-ი აღნიშნულ ურთიერთობაში წარმოადგენს მოსარგებლეს, ხოლო ს. ტ-ა კი – მესაკუთრეს. «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის პირველი პრიმა მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომ მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით, ე.ი. იმისათვის, რომ პირი მოსარგებლედ ჩაითვალოს, საჭიროა აკმაყილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას მაინც, რადგან როგორც მუხლის გრამატიკული განმარტებიდან ირკვევა, აღნიშნული პირობები ალტერნატიულია. საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობას ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმადბ თუ მოსარგებლეს საცხოვრებელი სადგმოის მფლობელობის უფლება მოპოვებული აქვს ქირავნობის საფუძველზე, ის არ ჩაითვლება ამ კანონის პირველი პრიმა მუხლის «ა» ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლედ და მასზე არ გავრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლებები. რადგან სქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება ჟ. გ-ს მოპოვებული აქვს არა როგორც დამქირავებელს, ამიტომ კასატორის მოთხოვნას, აღნიშნული ურთიერთობა მოწესრიგდეს სკ-ით გათვალიწსინებული ქირავნობის ხელშეკრუელბის მარეგულირებელი ნორმებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და შესაბამისად, ვერც მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სადავო ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს საოლქო სასამართლოს 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;
საკასაციო ასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.