საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №47აპ-15 25 ივნისი, 2015 წ.
ტ-ე ნ., 47აპ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ტ-სა და მისი ადვოკატის - თ. კ-ს მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საკითხი.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ტ-სა და მის ადვოკატს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიეცათ 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად.
2. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს ჩაჰბარდათ 2015 წლის 9 ივნისს, მაგრამ კანონით განსაზღვრულ ვადაში, მათ არ შეავსეს საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ შეესაბამება სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ტ-სა და მისი ადვოკატის - თ. კ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე