შუამდგომლობა

სამოქალაქო 10.02.2005
საქმის ნომერი
ა-2332-შ-74-04
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
10.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-2332-შ-74-04 10 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე

დავის საგანი: გერმანიის ...-ს სამხარეო სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

გერმანიის ...-ს სამხარეო სასამართლომ 2004წ. 23 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც: 1. გერმანიის მოქალაქე ჰ. დ.-მ იშვილა საქართველოს მოქალაქე ა. მ.-ი; 2. საქართველოს მოქალაქე ა. მ.-მ გვარად მიიღო დ.-ი.

ა. მ.-ის წამომადგენელმა კ. დ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლის “ბ” პუნქტის, აგრეთვე, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 69-ე მუხლის თანახმად, არსებობს საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ...-ს სამხარეო სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 62-63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. მ.-ის წარმომადგენლის _ კ. დ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნეს გერმანიის ...-ს სამხარეო სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილებით: 1. გერმანიის მოქალაქე ჰ. დ.-მ იშვილა საქართველოს მოქალაქე ა. მ.-ი; 2. საქართველოს მოქალაქე ა. მ.-მ გვარად მიიღო დ.-ი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.