შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-2560-შ-88-04 21 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე
დავის საგანი: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფიურტის საოლქო სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფიურტის საოლქო სასამართლომ 2004წ. 7 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც: 1. 1999წ. 27 იანვარს ნიურნბერგის მმაჩ-ის ბიუროს მ.-ის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის ¹79) მხარეებს: ზ. რ.-ა და ო. რ.-ს შორის უქმდება; 2. ზემო ფრანკონიისა და ქვემო ფრანკონიის სოციალურ სადაზღვევო სამმართველოში არსებული ბ-ნი რ.-ს ანგარიშიდან ¹18 180376 020 ზემო ფრანკონიისა და ქვემო ფრანკონიის სოციალურ სადაზღვევო სამმართველოში არსებულ ქ-ნი რ.-ს ანგარიშზე ¹18 250758 ღ 520 ყოველთვიურად გადაიხდება საპენსიო ანარიცხები 13,82 ევროს ოდენობით 2003წ. 31 ოქტომბრიდან. საპენსიო ანარიცხების ყოველთვიური თანხის გადაანგარიშება უნდა მოხდეს გადახდის პუნქტებში; 3. პროცესუალური ხარჯები ორმხრივად იქნება გაღებული.
ზ. რ.-ს წარმომადგენელმა ი. მ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლის “ბ” პუნქტის, აგრეთვე “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 69-ე მუხლის თანახმად არსებობს საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფიურტის საოლქო სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 62-63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. რ.-ს წარმომადგენლის ი. მ.-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფიურტის საოლქო სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით: 1. 1999წ. 27 იანვარს ნიურნბერგის მმაჩ-ის ბიუროს მ.-ის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის ¹79) მხარეებს: ზ. რ.-სა და ო. რ.-ს შორის უქმდება; 2. ზემო ფრანკონიისა და ქვემო ფრანკონიის სოციალურ სადაზღვევო სამმართველოში არსებული ბ-ნი რ.-ს ანგარიშიდან ¹18 180376 020 ზემო ფრანკონიისა და ქვემო ფრანკონიის სოციალურ სადაზღვევო სამმართველოში არსებულ ქ-ნი რ.-ს ანგარიშზე ¹18 250758 ღ 520 ყოველთვიურად გადაიხდება საპენსიო ანარიცხები 13,82 ევროს ოდენობით 2003წ. 31 ოქტომბრიდან. საპენსიო ანარიცხების ყოველთვიური თანხის გადაანგარიშება უნდა მოხდეს გადახდის პუნქტებში; 3. პროცესუალური ხარჯები ორმხრივად იქნება გაღებული.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.