შუამდგომლობა

სამოქალაქო 03.06.2005
საქმის ნომერი
ა-456-შ-47-03
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
03.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-456-შ-47-03 3 ივნისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. ლაზარაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 15 აგვისტოს ლონდონის ...-ის ასოციაციის (...) არბიტრებმა გამოიტანეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ¹12-795 საარბიტრაჟო დავაზე შპს „გ.-ის” სარჩელის გამო “... კორპორაციის” მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით მოპასუხე საქართველოს ... კორპორაციას მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა: 2382680,66 აშშ დოლარი (მიწოდებული ხორბლის გადაუხდელ თანხას დამატებული საპროცენტო განაკვეთის წლიური 7% 1998წ. 11 თებერვლიდან სრულ ანაზღაურებამდე); 13887,32 აშშ დოლარი უბრალო საპროცენტო განაკვეთის სახით (575000 აშშ დოლარის დაგვიანებით გადახდისათვის); 4450 ფუნტი სტერლინგი საარბიტრაჟო ხარჯების გამო; 100 ფუტი სტერლინგი – ...-ის ასოციაციის ანაზღაურება არბიტრის „მყიდველის” სახელით წარდგენისათვის. დავა მხარეებს შორის წარმოიშვა 1996წ. 16 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.

ხელშეკრულების თანახმად, დავა უნდა განხილულიყო დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად ლონდონის ...-ის ასოციაციის არბიტრის მიერ.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს “... კორპორაციამ” 2002წ. 6 აგვისტოს ლონდონის ...-ის ასოციაციის სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა:

1) 2382680,66 აშშ დოლარი (მიწოდებულ ხორბალზე დაუფარავ ვალს დამატებული წლიური 7,5% 1998წ. 12 თებერვლიდან გადახდის დღემდე).

2) 15021 აშშ დოლარი (7,5% დაგვიანებით გადახდილ 575000 აშშ დოლარზე).

3) 4450 ფუნტი სტერლინგი (პირველი ინსტანციის სასამართლოს ხარჯები).

4) 5161,3 ფუნტი სტერლინგი (სააპელაციო სასამართლოს ხარჯები).

5) 100 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი – ...-ის ასოციაციის ჰონორარი არბიტრის „აპელანტის” სახელით დაქირავებისათვის.

2002წ. 18 ოქტომბერს ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს მიერ გაიცა სერთიფიკატი იმის შესახებ, რომ 2002წ. 6 აგვისტოს ¹3949 სააპელაციო გადაწყვეტილება საბოლოოა და ექვემდებარება უცხოეთში აღსრულებას.

შპს „გ.-ის” წარმომადგენელმა გ. ბ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ლონდონის ...-ის ასოციაციის სააპელაციო საბჭოს 2002წ. 6 აგვისტოს ¹3949 სააპელაციო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ 2003წ. 30 სექტემბერს შუამდგომლობა მიიღო წარმოებაში და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა, თანდართული მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „გლენკორ გრეინის” წარმომადგენლის, გ. ბ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების კონვენციის” მესამე მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ. კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, შეიძლება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოცემულ საქმეზე “... კორპორაციას” მე-5 მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებზე არ მიუთითებია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლონდონის ...-ის ასოციაციის სააპელაციო საბჭოს 2002წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს „... კორპორაციის” საჩივარი ლონდონის ...-ის ასოციაციის არბიტრების 2001წ. 15 აგვისტოს ¹12-795 საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე.

სააპელაციო საბჭოს 2002წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა:

1) 2382680,66 აშშ დოლარი (მიწოდებულ ხორბალზე დაუფარავ ვალს დამატებული წლიური 7,5% 1998წ. 12 თებერვლიდან გადახდის დღემდე).

2) 15021 აშშ დოლარი (7,5% დაგვიანებით გადახდილ 575000 აშშ დოლარზე).

3) 4450 ფუნტი სტერლინგი (პირველი ინსტანციის სასამართლოს ხარჯები).

4) 5161,3 ფუნტი სტერლინგი (სააპელაციო სასამართლოს ხარჯები).

5) 100 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი – ...-ის ასოციაციის ჰონორარი არბიტრის „აპელანტის” სახელით დაქირავებისათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის თანახმად, არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ლონდონის ...-ის ასოციაციის სააპელაციო საბჭოს 2002წ. 6 აგვისტოს ¹3949 სააპელაციო გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „გ.-ის” წარმომადგენლის გ. ბ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას ლონდონის ...-ის ასოციაციის საბჭოს 2002წ. 6 აგვისტოს ¹3949 სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს „... კორპორაციას” შპს „გ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა:

1) 2382680,66 აშშ დოლარი (მიწოდებულ ხორბალზე დაუფარავ ვალს დამატებული წლიური 7,5% 1998წ. 12 თებერვლიდან გადახდის დღემდე).

2) 15021 აშშ დოლარი (7,5% დაგვიანებით გადახდილ 575000 აშშ დოლარზე).

3) 4450 ფუნტი სტერლინგი (პირველი ინსტანციის სასამართლოს ხარჯები).

4) 5161,3 ფუნტი სტერლინგი (სააპელაციო სასამართლოს ხარჯები).

5) 100 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი – ...-ის ასოციაციის ჰონორარი არბიტრის „აპელანტის” სახელით დაქირავებისათვის.

აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.